x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ეს "პატარა ბიჭი" 32 წლისაა
image

32 წლის დენის ვაშურინი პრიმორსკის მხარედან უკვე შეეჩვია გამვლელების გაოცებულ მზერას, მით უმეტეს, როდესაც საჭეს უზის, იგი ხომ მოზარდი ბიჭივით გამოიყურება.


დენისმა 13 წლის ასაკიდან შეწყვიტა ზრდა, იმ პერიოდში ის აქტიური კონტაქტური ბიჭუნა იყო, თუმცა როცა შეატყო მისი თანატოლები იზრდებოდნენ, ხოლო თვითონ ისევ ბავშვივით იყო, ცოტა შეშინდა და მოიწყინა.

image


ამჟამად დენისი ცხოვრობს დაბის ტიპის დასახლებაში ვლადივოსტოკის მახლობლად და მუშაობს რესურსმომარაგების კომპანიაში, დაბაში მამაკაცი უფრო თავისუფლად გრძნობს თავს, რადგან აქ ყველა იცნობს მას და შესაბამისად ბრიყვულ მომაბეზრებელ კითხვებს არც არავინ უსვამს.


საკუთარი ბავშვური გარეგნობის გამო დენისს ბევრი უსიამოვნო მომენტების ატანა უწევს, ზოგი ჭკუას არიგებს, ზოგს კი საერთოდ ას სჯერათ მისი. მაგალითად ერთხელ ავტოინსპექტორმა გააჩერა, დენისს დიდხანს დასჭირდა მტკიცება, რომ მისი მართვის მოწმობა ნამდვილია.


ამის გარდა დენისს იმდენად საკუთარი გარეგნობა არ აწუხებს, რამდენადაც ჯანმრთელობის პრობლემები, ახალგაზრდა კაცს სახსრების და წელის მუდმივი ტკივილები აქვს.

image

"არ შეიძლება ადამიანი გარეგნობით განსაჯო, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ნურავის განსჯით ისე, რაშიც დარწმუნებული არ ხართ და ზუსტად არც იცით"-ამბობს დენის ვაშურინი.







1
245
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
245
  
2020, 19 სექტემბერი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1