x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ...."- ბაია პატარაია ქართველ კაცებს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში თბილისის ლოკომოტივი - მოსკოვის "დინამოს" მატჩს ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც აღნიშნული მატჩის შედეგებზე წერს.


"რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.
დროა, გაიზარდოთ!
სხვათაშორის ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).
დროა, გაიზარდოთ!
გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა და პასუხუსმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.
ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს - რა გიხარიათ?!
ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!
საქმე აკეთეთ!"- წერს პატარაია.

ცნობისთვის, გუშინ, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!image

3
197
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
197
  
2020, 19 სექტემბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 18 სექტემბერი, 21:06
მაგრად გამამწარა :დ :დ
2020, 18 სექტემბერი, 20:56
აი ასეთ სიბრიყვეებს, რომ წერთ ამიტომ გაგინებენ ბაია პატარაიავ.
ლოკომოტივის ბიუჯეტი გროშებია როცა მოსკოვის დინამოს ბიუჯეტი 60 მილიონი ევროა.
ამასაც შევეშვათ, ესაო ისაო, რომ გაიძახი 2008 წელს შენი ბედოვლათი ქმარი სად გყავდა დამალული, რაღაც ვერ ვიხსენებ სამაჩაბლოში მის ყოფნას.
ჩვეულებრივი "გრანტიჭამია სვავი" ხარ, ვისთვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს.
ქალების აუგად ხსენება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შენ ხარ "Тупая баба"!!!
ბოდიშს გიხდით ელენე ემოციისათვის თქვენს სტატიაზე...
0 1 3