x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა" - ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია თბილისის "ლოკომოტივის" მიერ მოსკოვის "დინამოს" დამარცხების ფაქტს ეხმაურება და მამრობითი სქესის წარმომადგენლების მატჩის მოგებით განცდილ სიხარულს ინფანტილურს უწოდებს. პატარაიას თქმით, რუსი ეროვნების გოგონებთან დროის ტარებითა და მსგავსი "უმნიშვნელო" მატჩების მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი საცოდაობის განცდის გარდა სხვას მეტს არაფერს იწვევს, ვინაიდან ამ საქციელით ისინი ოკუპანტ რუსეთს მაინც ვერაფერს უმტკიცებენ. უფლებადაცველის ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომელზეც მომხმარებლების უმრავლესობა საკუთარი კრიტიკული აზრის დაფიქსირებას არ მორიდებია და უფლებადამცველს "რუსი ნაშების აყრასა" და ფეხბურთში მოგებით გამოწვეულ სიხარულს შორის არსებულ დიდ სხვაობაზე მიუთითეს: "რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ. დროა, გაიზარდოთ! სხვათაშორის ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს). დროა, გაიზარდოთ! გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა და პასუხუსმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება. ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს - რა გიხარიათ?! ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს. დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას! საქმე აკეთეთ!" - დაწერა ბაია პატარაიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის "ლოკომოტივისა" და მოსკოვის "დინამოს" შორის მატჩი ანგარიშით 2:1 მასპინძლების სასარგებლოდ დასრულდა. სპორტის ექსპერტები ქართველებს წაგებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა "დინამომ" პრესტიჟის გოლის გატანა მხოლოდ ძირითადი დროის ბოლო წუთზე შეძლო. გასაგებ მიზეზთა გამო აღნიშნულმა მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. "დინამოს" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ - საქართველოს მატჩი იყო.





0
180
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
180