x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ჩეჩნეთში არქეოლოგებმა იპოვეს ქვა ქართული დამწერლობით, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება

image ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა იპოვეს იშვიათი ძეგლი, დანგრეული მეჩეთის გაწმენდისას აღმოჩენილ იქნა ქვა ქართული დამწერლობით, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება, საუბარია ასომთავრულ დამწერლობაზე. არქეოლოგებმა იტუმ-კალეს რაიონში აღმოაჩინეს აღნიშნული ქვა, რომელიც სამშენებლო ბლოკს წარმოადგენს, ქვაზე გაკეთებულია 24-ი სიტყვისაგან შემდგარი წინადადება, რომელიც ასომთავრული შრიფტითაა დაწერილი.
არტეფაქტი გადატანილ იქნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის კვლევით ცენტრში გამოკვლევებისათვის ჩეჩნეთის დედაქალაქში.
"ქართველ კოლეგებთან ერთად დაწყებულია მუშაობა ქვაზე დაწერილი ტექსტის გასაშიფრად"-ასეთი განცხადება გააკეთა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა აზამატ ახმაროვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მისი სიტყვებით ესაა უნიკალური აღმოჩენა არღუნის ხეობაში მდინარე არღუნთან ახლოს, ეს მდინარე სათავეს საქართველოში იღებს. "აღმოჩენილი ქვის უნიკალურობა იმაშია, რომ საქმე გვაქვს მთელ ტესქსტთან და არა მცირე ნაწილთან. ჩეჩნეთში ადრე აღმოჩენილი არტეფაქტები მხოლოდ მცირე ფრაზებს შეიცავდა"-დააზუსტა ახმაროვმა.
სოფელი ბაულოი, სადაც იქნა ნაპოვნი აღნიშნული ქვა პატარაა და სულ 30-ი ადამიანი ცხოვრობს, სოფელი განთავსებულია მთაში მდინარე არღუნის ერთერთ შენაკადთან ახლოს. ბაულოის მეჩეთი სავარაუდოდ აშენებული იყო ადრეული პერიოდის ქრისტიანული ტაძრის საძირკველზე და გამოყენებულ იქნა მის ასაშენებლად ტაძრის სამშენებლო ბლოკები. როგორც ცნობილია შუა საუკუნეებში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დიდი იყო ქართული კულტურის გავლენა.
მაგალითისათვის ინგუშეთში და დაღესტანში ქართული კულტურის ძეგლები წარმოდგენილია თხაბა-ერდის და დათუნას ტაძრებით.
თხაბა-ერდი ჯეირაჰ-ასინის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, ნასოფლარ ხაირახიდან 200–300 მეტრის დაშორებითაა.
image
დათუნას ეკლესია კი რომელიც შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლია, მდებარეობს დაღესტნის რესპუბლიკის, შამილის რაიონში, იმავე სახელის მქონე სოფელ დათუნასთან.
image
აღმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის დასტურად, თუ რამხელა არეალზე იყო ქართული კულტურული გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში.

0
219
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
219