x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133849
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
გოგონა ცოლად გაჰყვა შშმ პირს, თუმცა ბევრს ის თვალთმაქცი მიაჩნია
image

24 წლის ჰანა ეილუორდმა შმმ პირი, შეინი, პირველად ნახა დოკუმენტურ ვიდეოში ნეირომუსკულური დაავადებების შესახებ. გოგონას შეინი ძალზე საყვარლად და მხიარულად მოეჩვენა, ამიტომ ჰანამ გადაწყვიტა მისთვის წერილი მიეწერა.


ორივეს გასაკვირად, წყვილმა ააწყო ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს და პოპულარობას.


შეყვარებულებმა საკუთარი YouTube არხიც კი შექმნეს, სადაც საუბრობდნენ სხვადასხვა დაავადებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრებისეულ სირთულეებზე, წერს Lad Bible.



28 წლის შეინ ბურკაუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შმმ ეტლშს არის მიჯაჭვული, ზურგის კუნთოვანი ატროფიის გამო. მან რამდენიმე წიგნიც კი დაწერა საკუთარ ცხოვრებაზე, მაგრამ ვერც კი იფიქრებდა, რომ სიყვარულში გაუმართლებდა.


წყვილმა ცოტა ხნის წინ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სახლშივე მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა.


ახალდაქორწინებულებმა სოციალურ ქსელში განათავსეს ამ ბედნიერი მოვლენის ამსახველი ფოტოები და გულშემატკივრებმა უმალვე მიულოცეს წყვილს გაბედნიერება. თუმცა იყვნენ ადამაინები, რომლებმაც გამოლანძღეს ჰანა.


გოგონას ერთბაშად რამდენიმე დანაშაულში დასდეს ბრალი:თვალთმაქცობაში, გამორჩენასა, და ჰაიპში(-hype სიცრუეზე აგებული ხრიკი, ყურადღების მოსაზიდად. იგივე სიტყვა შეიძლება გამოყენებულ იქნას პირის ან ბრენდის მისამართით, რომელიც ცდილობს პოპულარობის მოპოვებას ხელოვნური გაბერილი საშუალებებით)

image

ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ქორწილი ხუმრობაა, ისევე როგორც მათი სიყვარულის ისტორია, რადგან მიაჩნია, რომ გოგონას ნამდვილად ეყოლება უჩუმრად ვინმე ჯანმრთელი საყვარელი .


ამ უკანასკნელზე განსაკუთრებით აღშფოთა ბლოგერი, რომელმაც თავის ვიდეოებში არაერთხელ სცადა დამტკიცება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრებაში ისეთივე ღირსეული პარტნიორები არიან, როგორც ყველა. ამასთან დაკავშირებით ჰანამ პოსტი დაწერა:



"ბლოგის სფეროში ორი წლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ შეუძლებელია ყველა ადამიანის განათლება. რაც არ უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა აუხსნა, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ჩლუნგი. ადრე ასეთ სიტყვებზე სერიოზულად ვბრაზდებოდი, ახლა კი მათ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. მე და შეინი გავაგრძელებთ ვიდეოების შექმნას და ვისაუბრებთ ამ ტიპის ურთიერთობებზე, ხოლო ჰაიპერთა შეტყობინებები კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვმატებს"

image

1
1122
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1122
  
2020, 19 სექტემბერი, 2:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1