x
ბულინგის მწვავე პრობლემა ბავშვებში. როგორ ვებრძოლოთ ბულინგს?

ზოგადად ბულინგი არის განმეორებითი, ხანგრძლივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანის მიმართ მაშინ, როცა ამ ადამიანს არ აქვს საკმარისი უნარი თავდაცვისა. უშუალოდ კიბერბულინგი არის ჩაგვრა ონლაინ სამყაროში, რომელიც პირდაპირ დაპირისპირებასთან ერთად მოიცავს არაპირდაპირ დაპირისპირებასაც - ჭორების გავრცელებას, სახელის გატეხვის მიზნით ადამიანის დამცირებას, მისი კონფიდენციალურობის დარღვევას და ა.შ. კიბერბულინგის მიზეზებად შეგვიძლია მივიჩნიოთ მულტიმედიურობა - ინტერნეტკომუნიკაციის სრული ხელმისაწვდომობა, ანონიმურობა, რაც ხელს უწყობს კიბერბულინგის განხორციელებას, პირდაპირი კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო ემპათიის არქონა. იბერბულინგს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, შესაძლოა კიდევ უფრო რთული შედეგები მოყვეს, რადგანაც მისი კონტროლი შეუძლებელია, ნებისმიერ დროსა და ადგილას შესაძლოა განხორციელდეს; გარდა ამისა, რთულია ბულერის იდენტიფიცირება, მსხვერპლები კი, ხშირად, არც საუბრობენ ამ თემაზე. კიბერბულინგის ფორმებია: შევიწროება, (ხანგრძლივი და მუქარისშემცველი შეტყობინებები) გახსნა (კონფიდენციალურობის დარღვევას ავტორის თანხმობის გარეშე, ცხადია) და სხვისი პროფილის გამოყენება წერილების გაგზავნისთვის. კიბერბულინგისგან თავის დასაცავად, ბავშვებისთვის რეკომენდებულია რაც შეიძლება მეტად მოერიდონ პირადი ინფორმაციისა თუ ფოტოების ინტერნეტ სივრცეში გავრცელებას; გარდა ამისა, დაუკავშირდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც იცნობენ. თუკი ბავშვმა ძალიან მკვეთრად დაიწყო უარის თქმა სკოლაში წასვლაზე, თუ მოულოდნელად შეწყვიტა ინტერნეტით აქტიური სარგებლობა და ხშირად შფოთავს, ეს შეიძლება მანიშნებელი იყოს მშობლებისთვის. პოზიტიური და უსაფრთხო გარემოს შექმნა კლასში, რაშიც მოიაზრება მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის დადებითი ურთიერთობები, ზოგადად სკოლაში შექმნილი ჰარმონიული ატმოსფერო, პოტენციური ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობისგან ბავშვის დაცვა, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბულინგის პრევენციას. ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, თითოეული მოსწავლის მიმღებლობა, დადებით ემოციურ ატმოსფეროს ქმნის კლასში. უსაფრთხო სასწავლო გარემოს შემადგენელი აუცილებელი კომპონენტებია: პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ფიზიკური უსაფრთხოების ზომები; ბავშვი თავისუფალი და ლაღი უნდა იყოს ემოციების გამოხატვის პროცესში; თავისუფალი უნდა იყოს ინტელექტუალური გამოხატვისას, არ უნდა ეშინოდეს შეცდომების დაშვება და კრიტიკული მსჯელობა; დაბოლოს, უნდა ჰქონდეს ფიქრისა და განსჯის საშუალება, არ უნდა იყოს არამდგრადი სოციალური შეხედულებების გავლენის ქვეშ. უსაფრთხო სასწავლო გარემო საფრთხის შემცველი სასწავლო გარემოსგან განსხვავდება იმით, რომ აქ აღიარებული, შეთანხმებული და მკაფიოა როგორც სკოლის, ასევე მასწავლებლების მოთხოვნებიც მოსწავლეების მიმართ; ერთმანეთთან ურთიერთობაში ბავშები თავისუფლები არიან - ნათლად გამოხატავენ აზრებს, ემოციებს; დაცულები არიან ძაალადობისა და შეურაცხყოფისგან და არ ეშინიათ მასალაში ჩამორჩენის გამო სხვისი ნეგატიური შეფასებების. საფრთხის შემცველ სკოლაში ეს ყოველივე დარღვეულია, ქაოსია, არ არის ერთიანობა, დარღვეულია სტრუქტურა, შეინიშნება ძალადობის შემცველი ფაქტები, არაა გამოკვეთილი სკოლისა და მასწავლებლის ქცევითი თუ აკადემიური მოთხოვნები მოსწავლეების მიმართ.image

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0