x
ბავშვთა აგრესია

image

აგრესია არის ქცევის ფორმა, რომელსაც ახასიათებს წინასწარგანზრახულობა ადამიანისთვის ტკივილის მიყენების მიზნით. აგრესიას აქვს სხვადასხვა სახე, მაგალითად აგრესიის პირდაპირი გამოხატულება, რომელიც უშუალო ქმედებაში ვლინდება; აგრესიის ირიბი გამოხატულება, რომელიც უშუალოდ არაა ქმედება, მაგრამ მოიაზრებს სხვისთვის ისეთი სახის ზიანის მიყენებას, როგორიცაა, ვთქვათ, ჭორი; ემოციისგან აღძრული აგრესია და ინსტრუმენტული აგრესია - რომლის საფუძველშიც ზიანის მიყენება არ გვაქვს, შესაძლოა მოიცავდეს სხვის კრიტიკასა და თავდაცვას. გენდერის მხრივ განსხვავები გამოიხატება გოგოსა და ბიჭს შორის სხვადასხვა სახის აგრესიის გამოხატვისკენ მიდრეკილებაში. აგრესიის სხვადასხვა თეორიულ ჭრილში განხილვაც შეგვიძლია. ასე, მაგალითად ის შეგვიძლია ჩავთვალოთ ბუნებრივი გადარჩევის შედეგად გადარჩენის ინსტინქტად; გარდა ამისა, აგრესიის კათარზისის თეორიის მიხედვით, უარყოფითი ემოციებისგან, რომელიც ადამიანს უგროვდება, აუცილებელია დაცლა და განტვირთვა. ზოგი მეცნიერის აზრით, აგრესია თვითგადარჩენის ინსტიქტია, რომელიც ბუნებრივი ზოგი მეცნიერის აზრით, აგრესია არის ინსტიქტი, რომელიც მიმართულია მოთხოვნილების დაკმაყოფილების გზაზე წამოჭრილი წინააღმდეგობის დასაძლევად. აღნიშნული მოსაზრებით, აგრესიული ქცევა ავტომატური პასუხია წინააღმდეგობაზე. თუ ჩვენ ვხედავთ ადამიანს რომელიც აგრესიულად იქცევა, მაშ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას მანამადე ფრუსტრაცია განუცდია და თუ ადამიანი ფრუსტრაციას განიცდის, მაგრამ აღნიშნული თეორიით ვერ აიხსნება ინსტრუმენტული აგრესია, და ვერც ფრუსტრაციის დროს ადამიანების განსხვავებული ქცევა. სასკოლო ასაკში ბრაზს სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს. მაგალითად, ფიზიკური კონფლიქტი, ვერბალური კონფლიქტი, სოციუმისგან უარყოფა თუ ხშირი დაძალეის ტენდენცია უფროსების მხრიდან. შესაბამისად, განსხვავებულია მათი გამოხატვის ფორმაც. საწყისი ეტაპებიდანვე ბავშვში უნდა ჩამოყალიბდეს აგრესიის საპირისპირო პრინციპები, როგორიცაა ემპათიის უნარები, პროსოციალური კონსტრუქციული ურთიერთობების წახალისება, ჰარმონიული გარემო როგორც სკოლაში, ისევე ოჯახში. აღსანიშნავია, რომ მასწავებლის მხრიდან ბიჰევიორისტული ტექნიკების სწორად გამოყენების შემთხვევაში მას ექნება საშუალება მართოს ბავშვთა აგრესიული ქცევა კლასში. ბრაზის გამოხატვა პირდაპირ კავშირშია ისეთ ბიოლოგიურ პროცესებთან, როგორიცაა გულის აჩქარება, ადრენალინის დოზის აწევა, მომატებული სისხლის წნევა და სხვ., ამიტომ, მოსწავლეებში მარტივია მისი წინასწარ შემჩნევა. შესაბამისად, ეს არის საუკეთესო მომენტი იმისათვის, რომ შევაჩეროთ მოსალოდნელი აგრესიული ქცევა სათანადო ტექნიკით.

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:სესილი გოგიბერიძე
სესილი გოგიბერიძე
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0