x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508850
რომელი ხარ - ექსტრავენტი, ინტროვენტი თუ ამბივერტი? - ფსიქოლოგიური დახასიათება
ტერმინი ექსტრავერტი ნიშნავს "გარეთ", "საგარეოს". მართლაც, ეს ადამიანები ორიენტირებულნი არიან, რომ მეტი დრო გაატარონ გარეთ. უყვართ ხმაურიანი თავშეყრის ადგილები. აბედნიერებთ საზოგადოებასთან ურთიერთობა. ისინი თითქმის ყველას უმეგობრდებიან. სიამოვნებით ეხმარებიან ყველას, ვისი დახმარებაც შეუძლიათ. ყურადღებას შექებაზე ამახვილებენ და არა- კრიტიკაზე. უხარიათ, როცა აქებენ. კრიტიკას კი აიგნორებენ. მეტად გულღიები არიან. დიდხანს არ ფოკუსირდებიან ერთსა და იმავე საკითხზე. ნაკლებად ვარდებიან დეპრესიაში.
image
ტერმინი ინტროვერტი ნიშნავს "შიგნით". მართლაც, ამ ადამიანებს შინ ყოფნა და შინაგანი სამყარო უფრო აინტერესებთ. ჰყავთ მეგობრების მცირე წრე. თუმცა არ გაურბიან საზოგადოებას. დისკომფორტი არ ექმნებათ სოციუმთან ურთიერთობით. უბრალოდ, მათი კომფორტის ზონა მშვიდი გარემოა. ისინი მეტწილად, დაკავებულნი არიან ინტელექტუალური საქმიანობით. ყურადღებას კრიტიკაზე ამახვილებენ და არა- შექებაზე. თუ აკრიტიკებენ, საერთოდ არ ღიზიანდებიან. პირიქით, ცდილობენ, უკეთესები გახდნენ. მათ ვერ მოხიბლავთ პირფერობით. ძალზე დაფიქრებულნი არიან და მათით თითქმის ვერავინ მანიპულირებს.
ინტროვერტი უფრო მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე- ექსტრავერტი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ექსტრავერტი უინტელექტოა ან ყველა ინტროვერტი- ინტელექტიანი. საუბარი მაქვს, ძირითად მახასიათებლებზე.
ორი ექსტრავერტი უფრო კონკურენტები არიან, ვიდრე- მეგობრები. ინტროვერტები კი ნამდვილად საუცხოო მეგობრობას უწევენ ერთმანეთს.
ამბივერტი არის ადამიანი, ვინც ინტროვერტისკენაც იხრება და ექსტრავერტისკენაც. თუმცა მათგან მაინც განსხვავდება. ხშირად მათ ექსტრავერტებს მიაკუთვნებენ. მაგრამ ეს შეცდომაა. იგი სულ სხვა ფსიქოტიპია.
მაგალითად: თუ ამბივერტს შესთავაზებთ ორი წვეულებიდან ერთ-ერთზე წამოსვლას, ის იმ წვეულებას აირჩევს, სადაც სანაცნობო წრე ეგულება. ამბივერტი ბევრს არ საუბრობს. იგი მაშინ ერთვება ხანგრძლივ საუბრებში, თუ მისთვის საინტერესო საკითხს განიხილავენ. ამბივერტი არასოდეს მოიწყენს. ის ყოველთვის ნახულობს თავისთვის საინტერესო თავშესაქცევს.მას საზოგადოების ყურადღება საერთოდაც არ სჭირდება წარმატების მისაღწევად. ბუნებრივად აქვს ამისი რესურსი და თვითონვე ქმნის მისთვის ხელსაყრელ პირობებს. ამბივერტი ინტროვერტისაგან იმით განსხვავდება, რომ უფრო გახსნილია. მეტად კომფორტულად გრძნობს თავს საზოგადოებაში. თუმცა ექსტრავერტივით არ ილტვის ხმაურიანი თავშეყრის ადგილებისაკენ.
0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0