x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
„ქართული ოცნების“ კანდიდატის, დავით სონღულაშვილის მიმართვა დედოფლისწყაროელებს
image


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა დედოფლისწყაროს მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლმუზეუმის ეზოში წარუდგინეს. კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა.


„სიმბოლურია, რომ ჩვენი შეხვედრის დროს გაწვიმდა. წვიმა კი დედოფლისწყაროში მეტ მოსავალს ნიშნავს. ასეთი უხვი წელი გქონოდეთ, დღეის ამას იქით.


როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, როგორც კახეთის შვილს, ყოველთვის გულწრფელად მიხაროდა ის უზარმაზარი ცვლილებები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში განხორციელდა: მოწესრიგდა საგზაო და სამედიცინო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირდა თითქმის ყველა ბაღი და სკოლა, გაზიფიცირდა თითქმის ყველა სოფელი, შეიქმნა არაერთი ახალი რეკრეაციული ზონა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დედოფლისწყარო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმ აღმშენებლობის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მიზნად დაისახა და ამ ორიენტირს საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი დამსახურებაა ირაკლი ღარიბაშვილის, რისთვისაც მადლობა მინდა ამ ყველაფრისთვის გადავუხადო. დედოფლისწყაროელები ზუსტად ამიტომ აფასებენ ამ ამაგს. მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, რომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს ალტერნატივა. არ არის სხვა ძალა, რომელიც შეძლებს, ასე გაუძღვეს და ასე მშვიდობიანად განავითაროს ქვეყანა. მე ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს წარმოვადგენ!



უახლოეს დღეებში, შემდეგი კვირიდან დავიწყებ თითოეულ სოფელში შეხვედრებს. თითოეულ თქვენგანთან მოვალ. თითოეულ პრობლემას გავეცნობი და მზად ვარ, თქვენი პრობლემა მივიტანო ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ვიყო ძალიან დიდი მხარდამჭერი და მყისიერი რეაგირება მოხდეს ამ პრობლემებზე. ვიცი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა წყალმომარაგებაა. ამ მიმართულებით უკვე დაიწყო საპროექტო სამუშაოები, რომ იორიდან წამოვიდეს წყალი და მომარაგდეს დედოფლისწყარო. ამ პრობლემის გადაწყვეტაშიც, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენგანის გვერდში ვიქნები. ჩვენ ერთად კიდევ ბევრჯერ დაგიმტკიცებთ, რომ ჩვენი უპირველესი საზრუნავი თქვენი კეთილდღეობაა. მე კიდევ, დავით სონღულაშვილი, სიტყვას გაძლევთ, რომ ვიქნები ყოველთვის თქვენს გვერდით და თავდაუზოგავად ვიშრომებ, რომ თითოეული დაპირება შესრულდეს." - დავით სონღულაშვილი.


0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0