x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352354
  • სურათი:508425
ინდური კასტური სისტემა
image


ვარნადჰარმა წარმოდგენს სწავლებას, რომლის მიხედვითაც ინდუიზმის ყველა მიმდევარი კასტების ოთხ დიდ ჯგუფად ანუ ვარნად იყოფა. ესენია:


– ბრაჰმანები (მოგვები, ღვთისმსახურები);



– ქშატრიები (მხედართმთავრები და სამხედრო პირები);



– ვაიშიები (ვაჭრები და ხელოსნები);



– შუდრები (მიუკარებლები, უმდაბლესი სოციალური სტატუსის მქონე პირები).


ინდუსთა წარმოდგენაში ვარნას სისტემა ასევე აღიქმება როგორც კაცობრიობის ოთხი ფერი და ამის მიხედვით თითოეული ფერს ანუ კასტას თავისი ფუნქცია, ღირსება და წარმომავლობა გააჩნია. ამ საკითხის შესახებ ინდოელების უძველეს ძეგლში – ვედებშიც არის საუბარი.


ბრაჰმანები შეიქმნენ ბრაჰმას (ინდუისტური სამების განსახიერება) ბაგეთაგან და უმაღლესი ფენა სწორედ ბრაჰმანთა ვარნაა. ისინი ემსახურებიან ღმერთებს და წევრებიც არიან წმინდა გონებისანი და საქმის ერთგულნი. მათ ნიშანს წარმოადგენს "სატტვა" – წმინდა საქმე, სულიერი სიწმინდე, ხოლო სიმბოლო მათი არის თეთრი ფერი.



ქშატრიები შეიქმნენ ბრაჰმას ხელებისაგან და ისინი განეკუთვნებიან მეომართა ვარნას. ამ ვარნასვე მიეკუთვნებიან მეფეები (რაჯები) და სეფეკაცები. მათი ნიშანია რაჯას გზნება, ვნება, სწრაფვა და მათი ფერია წითელი.



ვაიშიები შეიქმნენ ბრაჰმას თეძოებისაგან. საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან: ხელოსნები, მიწათმომქმედნი, მეჯოგეები და ვაჭრები. ამ ვარნაში არეულია ბრაჰმანებისა და ქშატრიების ნიშნები და შესაბამისად მათი ფერია ყვითელი.



შუდრები შეიქმნენ ბრაჰმას ფეხის ტერფებისგან და ამიტომ არის უმდალესი ვარნა. მათი ფერი არის შავი, როგორც სიბნელის, უმეცრებისა და ბუნების დაცემული თვისებების სიმბოლო და ამ ვარნაში წარმოდგენილნი არიან მოჯამაგირენი.

0
193
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0