x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოტივაციის თეორიები
image


მოტივაცია საკმაოდ ფართო, კომპლექსური საკითხია და მრავალ თეორიას მოიცავს. განვიხილოთ ერთ–ერთი აღიერებული და გავრცელებული მოტივაციის მოდელი, რომელიც მასლოუმ შემოგვთავაზა.

მასლოუ ვარაუდობს, რომ ორგანიზაციაში ადამიანები მოტივირებულნი არიან შეასრულონ სამუშაო სურვილით დაიკმაყოფილონ მოთხოვნილებები. თეორია ემყარება სამ ბაზისურ დაშვებას:

1) ადამიანები წარმოადგენენ არსებებს, რომელთა სურვილები გავლენას ახდენენ მათ ქცევაზე. მხოლოდ დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს შეუძლია გავლენა მოახდინოს ქცევაზე. დაკმაყოფილებული მოთხოვნილებები არ წარმოადგენენ მოტივატორებს.


2)ადამიანების მოთხოვნილებები, მნიშვნელობის მიხედვით განლაგებულია იერარქიაში- დაწყებული ბაზისური მოთხოვნილებებიდან დამთავრებული მეს აქტუალიზაციის მოთხოვნილებით.

3)ინიდივდი იერარქიაში მომდევნო (უფრო მაღალი) დონის მოთხოვნილებით მოტივირებული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაბალი დონის მოთხოვნილებები მინიმუმადე მაინც არიან დაკმაყოფილებულნი.

ამ დაშვებით მასლოუ გვთავაზობს მოთხოვნილებების 5 კლასს, რომლებიც, მათი მნიშვნელობის მიხედვით, ქმნიან იერარქიას. ესენია :

1)ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (საკვები, თავშესაფარი, ჰაერი)

2. უსაფრთხოების და უშიშროების მოთხოვნილებები (უსაფრთხოება, კომპენტენტურობა, სტაბილურობა)

3. სოციალური მოთხოვნილებები(სიყვარული, მეგობრობა)

4. ეგოს, სტატუსისა და პატივისცემის მოთხოვნილებები ( აღიარება, სტატუსი)

5. სელფ აქტუალიზაციის მოთხოვნილებები(ზრდა, მიღწევა)

ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები განიხილებიან, როგორც ბაზისური ანუ პირველადი მოთხოვნილებები. ორგანიზაციაში ეს ეხება ხელფასს და სამუშაო პირობებს.

მას შემდეგ, რაც ეს მოთხოვნილებები მინიმალურად მაინც დაკმაყოფილდება, მოთხოვნილებების მომდევნო დონე - უსაფრთხოების და უშიშროების მოთხოვნილებები ხდებიან მოტივატორები. ორგანიზაციაში ეს ნიშნავს სამუშაო პირობებს, ხელფასის ზრდას როცა ინფლაციაა, ჯანმრთელობის და სამუშაოსგან დათხოვნისაგან დაცვას.

სოციალური მოთხოვნილებები დომინანტურნი ხდებიან, როდესაც უსაფრთხოების და უშიშროების მოთხოვნილებები მინიმალურად მაინცაა დაკმაყოფილებული და გულისხმობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა : მეგობრობა, აფილიაცია, ყავდეს კარგი უფროსი და მისაღები პარტნიორი.

იერარქიის შემდეგი დონე- ეგო, სტატუსი და პატივისცემის მოთხოვნილებები ფოკუსირებულია თვითპატივისცემის მოთხოვნილებაზე და მოთხოვნილებაზე ჩამოაყალიბოს თვით ნდობის, პრესტიჟის გრძნობა. ეს გამოვლინდება ინდივიდის უნარების აღიარებაში, ორგანიზაციული წოდებების მიღწევაში.

იერარქიის უმაღლეს დონეს წარმოადგენს სელფ-აქტუალიზაციის მოთხოვნილება, რაც საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში მდგომარეობს. მაღალი სელფ- აქტუალიზაციის მოთხოვნილების მქონე ადამიანები მიისწრაფვიან სამუშაოსკენ, რომელიც მოითხოვს გარკვეულ უნარებს, რომელიც საშუალებას აძლევთ მათ გამოიყენონ შემოქმედებითი ან ინოვაციური ტალანტი და რომელიც უზრუნველყოფს წარმატებას და ზრდას.

ერთ-ერთი გავრცელებული ასევე ალდერფერის მოტივაციური თეორია:

ალდერფერმა 3 ძირითად კატეგორიად გააერთიანა მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქია(ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები; უსაფრთხოების მოთხოვნილებები; სოციალური მოთხოვნილებები; პატივისცემის/აღიარების მოთხოვნილებები; თვითაქტულიზაციის მოთხოვნილებები) და შემოგვთავაზა შემდეგი: არსებობის, სოციალური და განვითარების.

არსებობის მოთხოვნილება – მოიცავს, როგორც მატერიალურ, ისე ფსიქოლოგიურ სურვილებს. მაგალითად: წყალი, ჰაერი, ტანსაცმელი, უსაფრთხოება). მასლოუს პირველი და მეორე დონე.

ურთიერთობების მოთხოვნილება – მოიცავს სოციალურ და გარე პატივისცემას. ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, როგორიცაა ოჯახი, თანამშრომლები, დამსაქმებლები და ა.შ. მასლოუს მესამე და მეოთხე დონე.

განვითარების მოთხოვნილება – თვითპატივისცემა და თვითაქტუალიზაცია. ეს ხელს უწყობს ადამიანს შემოქმედებითი და პროდუქტიული ეფექტი მოახდინოს საკუთარ თავსა და გარემოზე. მასლოუს მეოთხე და მეხუთე დონე. მოიცავს შექმნის, მნიშვნელოვანი საქმეების შესრულების სურვილს. ეს თეორია ასევე ცნობილია, როგორც ERG მოდელი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნილებების საჭიროებების პრიორიტეტები ყველასთვის განსხვავებულია, ალდერფერის თეორია პრიორიტეტულია კატეგორიების მიხედვით.

არსებობის მოთხოვნილებები არის ყველაზე კონკრეტული და მარტივად მიღწევადი. სოციალური მოთხოვნილებები ნაკლებად კონკრეტულია პირველთან შედარებით, რადგან დამოკიდებულია ორ ან მეტ ადამიანთა ურთიერთობაზე. ხოლო საბოლოო, განვითარების მოთხოვნილებები ყველაზე უფრო ნაკლებად კონკრეტულია, ვინაიდან კონკრეტული ამოცანები დამოკიდებულია თითოეული ადამიანის უნიკალურობაზე.

ასევე მნიშვნელოვანია ჰერცბერგის ორფქტორიანი თეორია:

ჰეცბერგის ორი ფაქტორის, ანუ მოტივაციურ -ჰიგიენური თეორია ფართოდაა გამოყენებული მენეჯერების მიერ. ჰერცბერგმა მიიღო მასლოუს კონცეფცია მოთხოვნილებების მნიშვნელობაზე, მაგრამ მიაჩნდა, რომ ყველა მოთხოვნილება არაა მოტივაციური. კვლევებიდან გამომდინარე ის ასკვნის:

  • არსებობს სამუშაო პირობები, რომელთა არ არსებობა იწვევს დაქირავებულთა უკმაყოფილებას. თუმცა, ამ პირობების შესრულება არ ნიშნავს, რომ დაქირავებულები მოტივირებულები იქნებიან. ამ კონტექსტუალურ ფაქტორებს, ჰერცბერგი უწოდებს ჰიგიენურ ფაქტორებს. ესენია: სამუშაოს უსაფრთხოება; ხელფასი; სამუშაო პირობები; სტატუსი; კომპანიის პოლიტიკა; ტექნიკური ზედამხედველობის პირობები; პარტნიორებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთობები; დამატებითი შეღავათები.

  • არსებობს შინაგანი ფაქტორები, რომელთა არსებობა გვეხმარება ავაგოთ მოტივაციური დონეები, რომლაბმაც შეიძლება უზრუნველყონ კარგი შრომითი აქტივობა. თუმცა მათი არ არსებობა არ იწვევს დაუკმაყოფილებლობას. ეს პირობების წარმოადგენს სამუშაოს შინაგან - შინაარს ფაქტორებს. ესენია: მიღწევა; აღიარება; ცვალებადი შრომა; პასუხისმგებლობა; დაწინაურება; პირვნული ზრდა, განვითარება.
ჰერცბერგმა, მასლოუს მიერ შემოთავაზებული ხუთი დონე დაიყვანა ორ დონემდე - ჰიგიენურ და მამოტივირებელ ფაქტორებამდე.

ჰიგიენური ფაქტორები მასლოუს მიერ შემოთავაზებული დაბალი დონის მოთხოვნილებების მსგავსია (ფიზიოლოგიური, უსაფრთხოების, სოციალური). ჰერცბერგის აზრით, ისინი წარმოადგენენ „გამაფრთხილებელ“ ფაქტორებს, რომლებიც ამცირებენ უკმაყოფილებას ანუ, თუ სამუშაო არ არის უზრუნველყოფილი ჰიგიენური ფაქტორებით, მივიღებთ დაუკმაყოფილებლობის მაღალ დონეს. თუმცა, თუ ისინი დაკმაყოფილებულია, ისინი ქმნიან „ნულვან დაკმაყოფილებას“ ანუ ნეიტრალურ მდგომარეობას. ასეიგი ჰიგიენური ფაქტორები თავისთავად არ ამოტივირებს ინდივიდს უკეთესი შესრულებისთვის.

მოტივატორები კი შეესაბამება მასლოუს უმაღლესი დონის მოთხოვნილებებს (ეგოს, თვითაქტუალიზაციის) ჰერცბერგის აზრით ესენი წარმოადგენენ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანებს ამოტივირებენ შესრულებისკენ. თუ ისინი არ არსებობენ, დაკმაყოფილების დონე ნულოვან წერტილამდეა დასული.

მაკლელანდის თეორია

მაკლელანდის თეორია უშვებს, რომ მრავალი ინდივიდუალური მოთხოვნილება წარმოადგენს საზოგადოების კულტურული ღირებულებების რეფელექსიას და მათი შეძენა ხდებაა ბავშვობაშ. ამტიგად, ქცევა, რომელიც მოზრდილის ცხოვრებაშ დაკავშირებულია მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან, რამდენადმე კულტურით გაპირობებული პიროვნული მახასიათებლების მსგავსია. თეორია მიეკუთვნება შინაარსობრივ თეორიებს და ძირითადი ყურადღება ეთმობა სამ მოთხოვნილებას, ესენია მიღწევის, აფილაციისა და ძალაუფლების.

  • მიღწევის მოთხოვნილება- ინდივიდს უბიძგებს მიაღწიოს წარმატებას და უპირატესობას მისთვის მნიშვნელოვან სფეროში. მაკლელანდი თვლის, რომ თემები საბავშვო ლიტერატურაში, ბავშვის აღზრდის პრაქტიკასთან ერთად, მიღწევის მაღალი მოთხოვნილების ჩამოყალიბებას განსაზღვრავენ და ეს გარკვეულ კორელაციაშია ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობასთან.
  • აფილაციის მოთხოვნილება - აფილაცია, ეს არის გარშემომყოფთაგან მნიშვნელოვანი კონტაქტის, ახლო მეგობრული ურთიერთობების დამყარების სურვილი. მაღალი აფილაციის მოთხოვნილების მქონე ადამიანები შეიძლება მოტივირებულნი იყვნენ ისეთი სამუშაოთი, რომელიც სოციალური კავშირების რეალიზაციის საშუალებას იზლევა. მათ სჭირდებათ ისეთი სამუშაო ატმოსფერო, რომელიც არ ზღუდავს ინტერპერსონალურ კავშირებს და კონტაქტებს
  • ძალაუფლების მოთხოვნილება - იმის გამო, რომ ძალაუფლება დაკავშირებულია პრესტიჟთან და სოციალურ მდგომარეობასთან, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს მოთხოვნილება და შეუძლიათ მისი დაკმაყოფილება, ალბათ იღებენ ფსიქოლოგიური დასრულებულობის გრძნობას, რაც მაკლელანდის აზრით გასაზღვრავს მე-კონცეფციის დონეს.

    ძალაუფლების მაღალი მოთხოვნილების მქონე ადამიანებს ხშირად იზიდავთ მართვის პროცესი, რამდენადაც იგი იძლევა ძალაუფლების გამოვლენისა და რეალიზაციის საშუალებას.




0
183
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0