x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
"გამობრძანდნენ ვაჟბატონი ნიკა გვარამია და "ჟურნალისტიკის ლომი" ელისო კილაძე და ბოდიში მოიხადონ" - მარიამ ჭიღლაძე

image


მწერალი მარიამ ჭიღლაძე სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გაზეთ "ქრონიკა +" - ის რედაქტორს ელისო კილაძეს იმ მორალური ზიანისთვის, რაც მათ, 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიაყენეს, საჯარო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ჭიღლაძე, გვარამია - კილაძის მიერ გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის გამოძიების მცდელობას "მარაზმს" უწოდებს და მათი მხრიდან მსგავსს ქმედებას მხოლოდ და მხოლოდ შოუს ნაწილად აფასებს: "ველოდები ყველა იმ ჟურნალისტის თუ თითოეული ავყია მოქალაქის ბოდიშს, რომლებმაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს და ჭირისუფლებს ცილი დასწამეს, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფსიქოლოგიურ-მორალურ წნეხში ამყოფეს! გამობრძანდნენ ვაჟბატონი ყოფილი გენპროკურორის მოადგილე ნიკა გვარამია, "ჟურნალისტიკის ლომი" ელისო კილაძე და დამქაშნი მათნი, ღია ეთერიდან მოიხადონ ბოდიში იმ შხამიანი სიტყვებისთვის და მარაზმი შოუების მოწყობისთვის, რომლისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ გიორგის გაუჩინარების დღიდან!!!! დიახ, ხმამაღლა გეტყვით, "სიმართლის მთქმელნნო" და "სამართლიანობის მაძიებელნო", ართურ კონან დოილის გმირთა მეზღაპრე "პერსონაჟნო", არანაკლები ბოროტნი და შეიძლება უარესნიც კი ხართ, ვიდრე ის ხუთი ნაძირალა მკვლელი თუ დანარჩენი მონაწილე თორმეტი ბრალდებული!!!" - დაწერა მარიამ ჭიღლაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ფეხბურთელის ცხედარი მდინარე არაგვში იქნა ნაპოვნი. გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. შესაბამისად, ბრალი დაუმძიმდათ - ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას თავიდანვე და მასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს.





0
1227
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1227