x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვფიქრობ, რომ განგაშის ზარებია შემოსაკვრელი"- სოსო გოგაშვილი

image



"ვფიქრობ გასაანალიზებელია ის, რასაც დავწერ ქვემოთ. ინფორმაციის ნაკლებობას მე არ განვიცდი, თუმცა ბოლო პერიოდში მომიწია ბევრ ადამიანთან შეხვედრა, ურთიერთობა და სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობა. ასევე, დედაქალაქში მხვდება ბევრი ადამიანი, მწერენ პირადშიც.
ინფორმაცია რაც მე მაქვს და რასაც ისინი მაწვდიან, მის საფუძველზე გადავწყვიტე დამეწერა ეს სტატუსი:




-არჩევნები მოახლოვდა, ძალიან სწრაფად გაირბენს ეს პერიოდი. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა უწყებებში ნაცმოძრაობის გულმხურვალე მხარდამჭერები გამაგრდნენ და მოკალათებულან დიდ პოზიციებზე.




მე არ მაქვს საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებსაც დავალებებს აძლევდნენ და ასრულებინებდნენ, არა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მაშინ ისეთი სისტემა იყო ნაცების მიერ შექმნილი, რომ ბევრი ვერ ბედავდა პოლიტიკურ დავალებაზე, ან ოპონენტის რეპრესიაზე უარის თქმას.





მე ვეხები იმ ადამიანებს, რომლებიც თვითონ იყვნენ ინიციატივიანი აქტივისტები და ზემდგომებს ენთუზიაზმით სთავაზობდნენ “რუსეთუმე” ოცნების მომხრეების სიებს, დასჯის მეთოდებს, იყვნენ აქტიურები ოცნების ლიდერის და მისი ოჯახის გინების( ეს განსაკუთრებული კრიტერიუმია დღეს დასაწინაურებლად) თუ გარემოცვის დევნის პროცესისა.





-ნაცმოძრაობა ოპოზიციაშია, თუმცა ამ ბოლო დროს მისი აქტივისტები მთავრობაში მაღალ პოზიციებს იკავებენ. დანარჩენი აქტივისტები ყოფილი აგენტები, აღჭურვილი შიდა ინფორმაციით უბრახუნებენ ჩვენებს გარედან, არა თავისიანებს, რა თქმა უნდა. -ამიტომ, რადგან არჩევნების ბედი დიდი დოზით დამოკიდებულია მათზე, რადგან შიდა სისტემა არ შეცვლილა, მე ვფიქრობ, რომ განგაშის ზარებია შემოსაკვრელი.




დროული და სწრაფი მოქმედებაა საჭირო, თორემ არ ქნას ღმერთმა რამე შეიცვალოს, ეს კლასტერი მსხვილ-მსხვილი საქაღალდეებით ისევე აღმოჩნდებიან მათი პარტიის ოფისში, როგორც იდგნენ რიგში 2 ოქტომბერს ოცნების სათაო ოფისთან. დაბურული მანქანებით, ბევრს გვახსოვს ეს.





ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა უწყებიდან სახლში გაშვებულები არიან ამ “ერთგულების” მიერ ცრუ “დანოსების” საფუძველზე, მართლა პროფესიონალი და ერთგული ხალხი. ეს სიტყვა რომ “ატვეჩაი” მე ვარ, “ჩემი თავით ვაგებ პასუხს” და ა.შ. მერე ქრება ან იცვლება სიტყვით “რავიცი გამოქლიავდა”. თუმცა ისე სწრაფად მოხდება ყველაფერი, რომ ამის თქმას ვერც კი მოასწრებენ ის “ატვეჩაები” და გამოქლიავებული, ვინ დარჩება მერე? დაფიქრიდით ამაზე, გაწიეთ ეს ბინძურები, უფასო რჩევაა.




-არც იმის ილუზია გქონდეთ ვინმეს, რომ ახალ კოჰაბიტაციას განახორციელებენ nazzi ჩვენსავით:). ყველას სიები დადებული აქვთ და ფსიქოლოგიური ტერორი სანატრებელი გაგვიხდება. სიაში პირველი ვიქნები ალბათ:)




პ.ს. მინდა ასევე მივმართო ერთგულ გულშემატკივარს და პატრიოტებს.პირადში მომწერეთ ფაქტები, რა თქმა უნდა მე სრულყოფილად არ მეცოდინება ყველა დონეზე ეს ამბავი. ზედა ეშელონები თითქმის სრულად ვიცი.


პ.პ.ს. არ მივიღებ მათ კრიტიკას, რომ მე მსგავსი ვინმე სადმე დამინიშნავს. აღარ ჭრის ამ ქვეყანაში ყველაფრის გოგაშვილზე დაბრალება და მიწერება." - წერს
სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი.

4
1091
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1091
  
2020, 12 აგვისტო, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 აგვისტო, 23:57
შენ რა იცი ვინ უნდა შემოკრან შე ქოცო?
2020, 11 აგვისტო, 22:15
პირველ რიგში შენ უნდა შემოგკრან ..............
2020, 11 აგვისტო, 22:08
ნაცების ლუსტრაცია რამდენად შესაძლებელია?
0 1 4