x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
განახლებული "როკვა ფესტივალი" სტუმრებს შაორის წყალსაცავთან უმასპინძლებს
image


2020 წლის 15-16 აგ­ვის­ტოს, რა­ჭა­ში, რი­გით მე­ო­რე "როკ­ვა ფეს­ტი­ვა­ლი" ჩა­ტარ­დე­ბა. ორ­დღი­ან­ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე, სულ 14 მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი და 45-მდე არ­ტის­ტი­წარ­სდგე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი სტუმ­რებს ორ გან­სხვა­ვე­ბულ სცე­ნას სთა­ვა­ზობს, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­ე­ლექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კით. გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წლე­ვან­დე­ლი­ფეს­ტი­ვა­ლიც, მთლი­ა­ნად, ქარ­თველ არ­ტის­ტებს ეთ­მო­ბა. თა­რი­ღე­ბის მი­ხედ­ვით, მუ­სი­კო­სე­ბი­შემ­დეგ­ნა­ი­რად არი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი:


15 აგ­ვის­ტო


Main Stage: Bedford Falls; The BearFox; On The Road; Windshield.



Night Stage: Jorjick; Roman B2B OTHR; Greenbeam & Leon.


16 აგ­ვის­ტო


Main Stage: Erekle Deisadze; Killages; St. Nudes; Four Dimensional Monster Lobsters.


Night Stage: Zitto; Ndrx; Kancheli B2B Newa.


სა­ფეს­ტი­ვა­ლო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სტუმ­რებს დახ­ვდე­ბათ სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­სარ­თო­ბი სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ბა­რე­ბი, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი, კემ­პინგზო­ნა, სა­ფეს­ტი­ვა­ლო მარ­კე­ტი, თბი­ლი­სის ფო­ტოგ­რა­ფი­ი­სა და მულ­ტი­მე­დი­ის მუ­ზე­უმ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით მო­წყო­ბი­ლი ფოტო ჩვე­ნე­ბა/ინ­სტა­ლა­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიცსხვა­დას­ხვა ფოტო პრო­ექ­ტე­ბი იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი.


ბი­ლე­თე­ბის ლინ­კი: https://eventer.ge/event/rokva-2020-at-magic-mountainshovi/1452/en


Facebook: https://www.facebook.com/events/998020440667813/

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0