x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა შეუძლია დროს?

imageდრომ სულ მთლად გამაპარტახა.ფსიქიკა შემირყია, აზროვნება შემიცვალა შიანაგანი სულიერება სულ მთლად დამფერფლა.მე, მისი იმედი მქონდა.მის ყველა სასიხარულო მომენტს, საათს, წუთსა და წამს ვიზიარებდი.ვემხრობოდი, მხარს ვუჭერდი ვითმინე თან ძალიან ბევრი ალბათ, საკმარისი არ იყო ის რაც გავაკეთე ან კიდევ მეტი უნდა გამეკეთებინა.გული მტკივა, რომ დრომ არ დამინდო, არ დაინდო ჩემი ოჯახი, ახლობლები და საათის თვლისას წუთი ვეღარ დავითვალე.დრომ გამასწრო, ჩემზე წინ წავიდა სწრაფად მიჰქროდა მე კი ვერ დავეწიე.რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ჯერ ჩემი დრო არ იყო, სხვისი დრო იყო.დრომ, იცის ყველას დროოვო ასე იტყვიან ხოლმე და რავიცი, სულ მთლად ავიბენი აღარც აღარაფრის მჯერავს.დრო არ მიჩერებს თავის კარუსელს, რომ ცოტა მაინც გავესაუბრო...მიისწრაფის, თავისი მიზანი აქვს.ის, მიზანდასახულია აქვს ხელთ ისარი და კონკრეტული მიზანი ამოსგან კი იქმნება მშვილდისარი.ადამიანი უმიზნებს თვალს შუაში მდგომ შავ წრეს.თუ მიზანში გაარტყა ბინგო, თუ ააცილა მარცხი მაგრამ არ ნებდება ისევ და ისევ იმარჯვებს ისარს, ისვრის და გამოდის კიდეც.ასეა, ძვირფასო დროც...ზოგჯერ ძალიან ნელა მიდის მდინარესავით, შრება წყალი და კალაპოტი ნელდება, ნელ-ნელა კი ქრება.მაგრამ თუ მოინდომებს საქანელასავით სწრაფად დატრიალდება ვერც კი დაეწევი.გადის საუკუნეები, წლები, თვეები, საათები, წუთები და ბოლოს წამები ირგვლივ კი შენობების ნგრევა ხდება...განადგურებულა მთელი და მისგან მხოლოდ ნაფლეთებიღა დარჩა...დროს თავისი ისრები აქვს საათის, წუთისა და წამის.აქედან რომელია ყველაზე სწრაფი და რომელი ნელი? ჩვენი თვალი რომელ ისარსაც ხედავს სწრაფსა თუ ნელს ესეიგი ის არის...წლების მანძილზე დროზე უამრავი ლექსი, მოთხრობა, პოემა დაწერილა რამდენი ისტორია თუ ამბავი არსებობს დაუმარცხებელ და ძლიერ დროზე, სუსტ და ნაფლეთებად ქცეულზე...თქვენ რას ფიქრობთ მასზე, რა გავლენას ახდენს ადამიანზე, ცხოვრებაზე, სიცოცხლესა თუ არსებობაზე? ნუთუ აახალგაზრდავებს ცხოვრებას ან პირიქით აბერებს ადამიანს? აძველებს მოგონებებს, წარსულის კვალს შლის და მომავალს მშვენიერს ხდის? ან იდუმალ დღეებს გვპირდება სადაც ზღაპარივით მშვენიერი მომავალია.კიდევ რა შემიძლია ვთქვა? ალბათ, ისიც, რომ ზოგჯერ გვინდობს, გვითმენს და გველოდება..იმ გაჩერებასავითაა სადაც ადამიანები ავტობუსს ელოდებიან.დროც სამარშუტო ტაქსს ჰგავს, რომელსაც თავისი დათქმული, კონკრეტული დრო და წესები აქვს.მეორე შემთხვევაში კი გაუფრთხიებელია, ერთი და იმავე ადგილს ტკეპნის მაგრამ ჰაერში ყოფნის დროს მთელ სამყაროს ეცნობა, ინფორმაციას იგებს და დედამიწას აერთიანებს.აქვე ერთ საკითხსაც შევეხები, ფრაზა რომელიც აქტუალურია ``დრო, ყველაფრის მკურნალია`` მას შეიძლება საინტერესო მახასიათებლები გააჩნდეს თუმცა არ შეუძლია ადამიანების ჭრილობის განკურნება, იარის მოშუშება.ეს შეუძლებელია, დროს ამ შემთხვევაში არაფრის გაკეთება შეუძლია.მხოლოდ ერთი გამოსავალი ის არის, რომ ფეხი ავუწყოთ და არ ჩამოვრჩეთ მას.ბოლოს კი ვიტყვი, რომ სულ მთლად შემცვალა, გამაახალგაზრდავა.უფრო მშვენიერი და ბუნებრივი გამხადა.ყველაფერი მიხარია, პატარა ბავშვს დავემსგავსე.ესეც დროს შედეგი...

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0