x
image
beko777
ქუთაისში „ქართული ფესვების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნათია ჯიმშელეიშვილის წარდგენა მოხდა
image

8 აგვისტოს, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ფესვებმა“, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ქალბატონ ნათია ჯიმშელეიშვილის ქუთაისის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა, რომელიც თამარ მეფის N11 გაიხსნა.

შტაბის ოფიციალური წარდგენის ცერემონიის დაწყებამდე, პარტიის წევრებმა ქუთაისში, საქართველს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკდეს, რომელზეც სიმბოლურად წარწერა იყო დატანილი, ქართული ფესვები“ – „დიდება გმირებს“.

08:08:08 ომიდანს 12 წლის შემდეგ, სიმბოლურად დაემთხვა „ქართული ფესვების“ ქუთაისის სააჩევნო შტაბის გახსნა, ეს ყველაფერი კი, მართლაც სიმბოლურია, რადგანა პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და იდეოლგია, სწორედ ისაა, რისთვისაც ქართველმა გმირებმა ზუსტად 12 წლის წინ გმირულად შესწირეს საკუთარი სიცოცხლე საქართველოს.


უნდა აღინიშნოს, რომ ცერემონიაზე, დამსწრე საზოგადოებაში მკაფიოდ იგრძნობოდა ახალ პარტიაში დანახული იმედი, რაც ნათია ჯიმშელეიშვილისა და პარტიის სხვა წევრებისა თუ მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ გამოხატულ სიყვარულისა და მათი მისამართით გაჟღერებული პატივისცემის გამომხატველ ღია ტექსტებში იკითხებოდა.

„ქართულის ფესვევბის“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, ჯერ-ჯერობით ნათია ჯიმშელეიშვილი ერთადერთი ქალბატონია. თუკი მის კულტურულ და სოციალურ აქატიურ მოღვაწეობასა და ჩართულობას გავითვალისწინებთ, ამასთანავე მის შრომისმოყვარეობასა თუ, შესრულებული სამუშაოების ხარისხსაც გავუსვამთ ხაზს, თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში წარდგენილ მართველი პარტიისა თუ რადიკალური ოპოზიციის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს, ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ფესვები“-ს მიერ წარდგენილ კანდიდატ ნათია ჯიმშელეიშვილის სახით.


თუკი ამ ქალბატონის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციას ორ წინადადებაში ჩატევას შევეცდებით, უნდა აღინიშნოს, რომ ის არის კულტურის სფეროში მოღვაწე ქალბატონი, შ.პ.ს „უქიმერიონი“-ს დირექტორი, საზოგადოება „მზის თეატრი“-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პედაგოგი. მწერალი... უნდა აღინიშნოს მისი დადებითი ავტორიტეტი ქართველ ემიგრანტებს შორის.
„ცესკოს“ მიერ, პარტიისთვის ნომრის მინიჭებისა და გაჟღერების შემდეგ, “ქართული ფესვების“ მაჟორიტარობის კანდიდატები, უკვე აქატიურად ჩაერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში.


ავტორი ლელა ფაჩულია

imageimageimage


0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0