x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სპეციალისტების მტკიცებით კლიმატის ცვლილება ყველაზე დრამატული სცენარით მიმდინარეობს
15 წლის წინ მსოფლიოს კლიმატურმა საბჭომ გლობალური დათბობის პროგნოზირების მიზნით რამდენიმე განსხვავებული სცენარი შეიმუშავა. ერთ-ერთი ასეთი სცენარი მაშინ ექსპერტების აზრით მეტისმეტად დრამატული და გადაჭარბებული იყო, არადა, როგორც ამ წლების მანძილზე გაირკვა, ვითარება სწორედ აღნიშნული სცენარის მიხედვით ვითარდება.


კლიმატის ცვლილების ყველაზე უარეს და საგანგაშო სცენარს აბრევიატურა RCP 8, 5 გამოხატავს. მსოფლიო კლიმატურმა საბჭომ ის 2005 წელს შეიმუშავა და მისი ისევე, როგორც სხვა მსგავსი სცენარების მიზანი იმის პროგნოზირება იყო, თუ როგორ განვითარდებოდა გლობალური დათბობა. აქამდე ექსპერტებს სხვა სცენარები უფრო რეალისტურად მიაჩნდათ, ხოლო RCP 8, 5-ს შეცდომაში შემყვანად და ალარმისტულად თვლიდნენ.


ჟურნალში “Proceedings of the National Academy of Sciences" მეცნიერები ამბობენ, რომ ნახშირორჟანგის გამოყოფა სწორედ ყველაზე დრამატული სცენარის მიხედვით ხდება. გადახრა RCP 8, 5-ის პროგნოზიდან 2005-2020 წლებში მხოლოდ 1 %-ს შეადგენს.


იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფოები ნაკისრ ვალდებულებებს გლობალური დათბობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირნათლად შეასრულებენ, კატასტროფულ სცენარს მაინც ვერ ავიცილებთ თავიდან, გვაფრთხილებენ კრისტოფერ შვალმი და ვუდს ჰოლი, რომლებიც RCP 8, 5-ის თანაავტორები არიან.



სახელმწიფოები თუ უფრო მკაცრ რეგულაციებს არ მიიღებენ, 2050 წლისთვის დედამიწა იმაზე გაცილებით მეტად დათბება, ვიდრე ამას ოდესმე ვინმე წარმოიდგენდა.


კლიმატის ცვლილების მხრივ მდგომარეობა კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმაც კი ვერ გამოასწორა. რეალურად კოვიდ-19-ის გასანეიტრალებლას მიღებული შეზღუდვებით მხოლოდ 4, 7 გიგატონა CO2-ის გამოფრქვევას შევუშალეთ ხელი, რაც 2005-2020 წლის ემისიების მხოლოდ 1 %-ია.


თუმცა, RCP 8, 5-ს კლიმატოლოგებს შორისაც არ აკლია მოწინააღმდეგეები. ბევრი სპეციალისტი გაცილებით უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა როგორც განვლილმა თხუთმეტმა წელმა გვიჩვენა, ოპტიმისტური სცენარები არ გამართლდა. ვნახოთ, ვინ იქნება მართალი. ამას მომავალი გვიჩვენებს.


კლიმატის ცვლილება

0
164
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0