x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მსოფლიოს 10 ყველაზე სახიფათო ქვეყანა ტურისტებისთვის
პაკისტანი


მსოფლიოში ფირუზისფერი სანაპიროების მქონე და ოქროსქვიშიანი პლაჟებით შემკული მშვიდი და ზღაპრული კუნძულების გარდა არსებობს ადგილები, რომლებიც ტურისტებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. სწორედ ასეთ ქვეყნებზე გვექნება ამ სტატიაში საუბარი.


10. უკრაინა


ამ ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში პუტინის დიქტატურა საკუთარ მარიონეტულ რეჟიმებს უჭერს მხარს. რეჟიმების წარმომადგენელთა მხრიდან აქ ხშირია სამოქალაქო პირების გატაცების ფაქტები. გამტაცებლები არაადამიანურად ეპყრობიან სამოქალაქო პირებს (მათ შორის ტურისტებს).



9. ჰონდურასი


ეს ლათინოამერიკული სახელმწიფო განზრახ მკვლელობათა სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. კრიმინალი და ნარკოტიკებით ვაჭრობა აქ ყოველდღიური ცხოვრების წესია. პოლიციას და სამხედროებს კი თითქმის ვერსად ნახავთ.


8. კენია


აქ ტერორისტული აქტები ქალაქებში ლამის ყოველდღიურობაა, რაც კენიას უაღრესად საშიშ ქვეყნად აქცევს. გარდა ამისა, ქუჩაში უმიზეზოდ შეიძლება დაგხვრიტონ ან გულში დანა გაგიყარონ.


7. ეგვიპტე


“ისლამური სახელმწიფოს” გარდა აქ სხვა ექსტრემისტული ჯგუფებიც მოქმედებენ, რომლებიც მოსახლეობას შიშის ზარს სცემენ. ძალიან სახიფათოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ელემენტარული მგზავრობაც კი.


6. ვენესუელა


აქ საკვების და სამედიცინო საშუალებების მუდმივი დეფიციტია, რაც მუდმივი სოციალური დაძაბულობის წყაროა. კრიმინალი ძალიან ფართოდ არის გავრცელებული.


5. ნიგერია


აქ ორი ექსტრემისტული დაჯგუფება უპირისპირდება ერთმანეთს, რაც ქვეყანაში ენითუთქმელი ძალადობის წყაროა. ისინი ძირითადად მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს ესხმიან თავს.


4. პაკისტანი


პაკისტანში რელიგიური კონფლიქტები ფართოდ არის გავრცელებული. საკუთარი აზრის ქონა სახიფათოა. ნებისმიერს შეუძლია, თუ ისლამის ფანატიკოსი მიმდევარი არ ხართ, “ათეისტად” მოგნათლოთ, რაც თქვენთვის კარგად არ დასრულდება.


3. ელ სალვადორი


აქ სხვადასხვა ბანდები გამუდმებით ეომებიან ერთმანეთს გავლენებისთვის, რაც მკვლელობებს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად აქცევს.


ელ სალვადორი


2. იემენი


აჯანყებულთა დაჯგუფებებს ტურისტებზე ხშირად უჭირავთ თვალი. ხშირია ნაღმებზე ადამიანთა აფეთქებები და საჰაერო დაბომბვები.


1. კოლუმბია


მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბია აღარ არის ისეთი სახიფათო, როგორც წინათ, უცხოელი ტურისტებისთვის აქ მაინც დიდი რისკებია. ხშირია მოგზაურთა გატაცებები შეიარაღებული ბანდფორმირებების მხრიდან, ხოლო ნარკოტიკებით ვაჭრობა და ტერორიზმი რუტინაა.



0
230
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0