x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აუდიოწიგნები და მგზავრობა - როგორ გავხადოთ მოგზაურობა უფრო კომფორტული
image


ზაფხული, მზე, ზღვა, მთა, დასვენება - ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა, თუმცა მას თან ახლავს ერთი უსიამოვნო მომენტი. ეს ხანგრძლივი მგზავრობაა. მგაზვრობა მანქანით, მატარებლით, ავტობუსით... არ აქვს მნიშვნელობა, რითი მიდიხართ და არც იმას აქვს მნიშვნელობა, სად მიდიხართ, მთავარი ისაა, რომ ეს დრო სასიამოვნოდ უნდა გაიყვანოთ და მან თქვენი ნანატრი შვებულების ვერც ერთი წამის გაფუჭება ვერ უნდა შეძლოს.


აუდიოწიგნები სწორედ ის არის, რაც მგზავრობისას დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი წიგნის გაცნობისათვის სწორედ აუდიოვერსიას ამჯობინებს სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, დროის უქონლობისა და მისი განსაკუთრებული მოსახერხებლობის გამო.


სურველებისთვის ქართულ ენაზე აუდიოწიგნების საკმაოდ მრავალფეროვანი კატალოგია ხელმისაწვდომი აუდიწიგნების ონლაინპლატფორმა gudabooks.ge-ზე. მიზეზი კი, თუ რატომ უნდა უსმინოთ „გუდას“ აუდიოწიგნებს, მგაზვრობის დროს, არაერთია:

  • აუდიოწიგნების მოსმენისას, დრო სწრაფად გადის, მგზავრობა კი სასიამოვნო გეჩვენებათ.
  • წიგნის კითხვა საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია, აუდიოწიგნების შემთხვევაში კი ეს ყველაფერი უფრო სწრაფად და სასიამოვნოდ ხდება.
  • აუდიოწიგნების მოსმენის დროს, უფრთხილდებით თქვენს მხედველობას. მგაზვრობის დროს კითხვა განსაკუთრებით დიდი სტრესია თვალებისთვის. მოსმენა კი სამგზავრო სავარძელში კომფორტულად გადაწოლილსა და თვალდახუჭულსაც შეგიძლიათ.
  • აუდიოწიგნების მოსმენის დროს, განსაკუთრებით გაძლიერებულია შეგრძნებები და ფანტაზია. თქვენ უკეთესად წარმოიდგენთ თითოეულ სცენასა და ეპიზოდს.

gudabooks.ge კი არის პლატფორმა, რომელიც აუდიოწიგნების დიდ კატალოგს აერთიანებს. მის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ჟანრის ასობით წიგნია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი. წიგნების მოსმენა შეგიძლიათ არა მხოლოდ მგზავრობის, არამედ დასვენების დროსაც, ზღვის სანაპიროზე ქოლგის ქვეშ თუ მთაში ჰამაკში მოკალათებულს. აუდიოწიგნები განსაკუთრებით გაახალისებს პატარებს და წიგნებს შეაყვარებს, რადგან მათი ნაწილისთვის კითხვა მეტ-ნაკლებად დამღლელი პროცესია. მოსმენა კი ნამდვილად სულ სხვაა.


იმოგზაურეთ „გუდასთან“ ერთად და გახადეთ თქვენი მგზავრობა თუ დასვენება უფრო კომფორტული, სასიამოვნო, სახალისო და სასარგებლო.


იმი­სათ­ვის, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნოთ, უნდა ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია "გუდა", და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე gudabooks.ge, აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, შე­ი­ძი­ნოთ, ამის შემ­დეგ კი გა­მო­მიჩ­ნდე­ბათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.

0
7
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0