x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა დაავადებებს კურნავს ჭარხლის ნახარში?

გაასუფთავეთ 1, 5 კგ. ჭარხალი, გაჭერით თითოეული 4-5 ნაწილად და დაასხით 2 ლ. ცხელი წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 1 საათის მანძილზე. შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ. შაქრის ფხვნილი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. გაგრილების მერე სასმელი მაცივარში შეინახეთ.


image


მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ყოველი ჭამის წინ 30-40 მლ. ჭარხლის ნაყენი და მიირთვით 1-2 ნაჭერი ჭარხალი.


რა სარგებელი გააჩნია ჭარხლის ნაყენს ორგანიზმისთვის


– აუმჯობესებს სისხლის ხარისხს;

– წმენდს ორგანიზმს – აქვს შარდმდენი ეფექტი, ასუფთავებს ღვიძლს;


– ამცირებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, გულის დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის, განვითარების რისკს;

– აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას;

– მკვეთრად ამცირებს კლიმაქსის განვითარებას;

– აძლიერებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციას, კურნავს იმპოტენციას;

– აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მუშაობას;

– ამცირებს არტერიულ წნევას;

– ზრდის ორგანიზმის გამძლეობას – აძლიერებს ჟანგბადის ათვისებას ორგანიზმის ქსოვილების მიერ;

– აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, რამდენადაც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას;

– სასარგებლოა ორგანიზმის გამოფიტვის და დაუძლურების დროს;

– ქრება "ცივი ფეხების" სინდრომი სისხლძარღვების გამაფართოებელი თვისების ხარჯზე;

– აძლიერებს არტერიებს, კაპილარების კედლებს, სახსრებს და ძვლებს;

– ხელს უშლის სიმსუქნეს (განსაკუთრებით ღვიძლის გაცხიმოვნებას).


უკუჩვენება: მდიდარი შემადგენლობისა და სარგებლობის მიუხედავად, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის დროსაც დაუშვებელია მოხარშული ჭარხლის ან მისი ნახარშის მიღება. მართალია, დიდ ზიანს ვერ მოგაყენებთ, მაგრამ სჯობს ორგანიზმი სხვა მეთოდებით გაიწმინდოთ. ჭარხლის ნაყენის მიღება არ შეიძლება თუ გაქვთ:


– ქრონიკულად დაბალი წნევები და გამოხატული ჰიპერტონია;

– კუჭის მომატებული მჟავიანობა;

– შარდკენჭოვანი დაავადება, ;

– ოსტეოპოროზი, რომლის დროსაც ჭარხალს შეუძლია შეაფერხოს კალცის ათვისება;

– დიაბეტი (ბოსტნეული დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს);

– დიარეა (ნაწლავების პერესტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო თვისების გამო);

– ინფექციური დაავადებების გამწვავება, რომელსაც თან ახლავს დიარეა.


ჭარხლის ნახარში არ უნდა მიიღოთ დიდი სტრესის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ასევე არ არის რეკომენდირებული ფეხმძიმე ქალებისთვის და მეძუძური დედებისთვის.


ასევე დაგაინტერესებთ:


ამ სანელებელს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია. აუცილებლად დაუმატეთ ის თქვენს რაციონს


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


ვიტამინი В8 (ინოზიტოლი) – უძილობის, თმის ცვენის და სიგამხდრის დროს


თითქმის არაფერს ჭამთ და მაინც ვერ ხდებით? – ენდოკრინოლოგი აგიხსნით რატომ


რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როდესაც ბროწეულს მიირთმევთ?


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


იცით, ვისკი რამდენ დაავადებას კურნავს?


0
194
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0