x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 საფრთხე, რომელიც პლაჟზე და ცურვისას გვემუქრება
image

ყველამ იცის, რომ შტორმის დროს და ალკოჰოლის მიღების შემდეგ წყალში შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ამ საფრთხეების შესახებ ბევრ თქვენგანს შესაძლოა არც სმენია.


1.მცოცავი ქვიშა

imageერთ-ერთი პოპულარული ჰოლივუდური სიუჟეტი: ადამიანი ასეთ ქვიშაში ხვდება და ნელ-ნელა იძირება, როგორც ჭაობში. ბოლოს კი ქვიშის ზედაპირზე მისი ხელი ან ქუდიღა მოსჩანს.


რეალობაში ასეთი სცენარი პრაქტიკულად გამორიცხულია. მცოცავი ქვიშა ნესტით უხვადაა გაჯერებული და მძიმე საგნის შეკავება ზედაპირზე უჭირს. მასზე დადგებით თუ არა, ნელ-ნელა ჩაფლობას დაიწყებთ. თუმცა, მრავალი ექსპერიმენტითაა დადასტურებული, რომ სრულად ჩაფლობა ქვიშაში გამორიცხულია. თქვენ მხოლოდ წელამდე ჩაეფლობით, მაგრამ დამოუკიდებლად ამოსვლას კი ნამდვილად ვერ შეძლებთ.

ნამდვილი საფრთხე ამ დროს სულ სხვაგან იმალება, შესაძლოა ასე ჩაფლულ ადამიანს ზღვის მოქცევამ მოუსწროს და მაშინ ის უბრალოდ დაიხრჩობა.

ასეთი ქვიშა განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში, რადგან მათ არ შეუძლიათ თავის და ქცევის კონტროლი, ხელების და ფეხების პანიკური მოძრაობა და სხმარტალი კი უფრო გაზრდის ქვიშაზე დაწოლას.

თუ შემთხვევით ასეთ ქვიშაში მოხვდით, დაწექით ზურგზე. ასე თქვენი წონა ქვიშის ზედაპირზე თანაბრად გადანაწილდება და თავის დახსნას შეძლებთ.


2.მედუზა

imageმედუზასთნ შეხვედრა ნამდვილად არაა სასიამოვნო. ეს ზღვის ცხოველი შხამიანია და მასთან შეხება დასუსხვას იწვევს.მედუზასთან შეხვედრას ტრაგიკული შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ ტკივილი კი შეგაწუხებთ.

ხშირად დამსვენებლები გართობის მიზნით ერთმანეთს ესვრიან მედუზას, რაც ძალიან საშიშია, რადგან შესაძლოა მისმა საცეცებმა თვალები ან ტუჩები დაგიზიანონ.

ნურც მკვდარი მედუზის შეხებას გარისკავთ. მას სიკვდილის შემდეგაც შეუძლია თქვენი დაზიანება.

როცა ზღვაში მედუზების დიდი რაოდენობა შეიმჩნევა, ბანაობას კრძალავენ. ერთია, შემთხვევით გადაეყაროთ მედუზას ბანაობისას და მეორე-რამდენიმე ათეულ მედუზას შეეჩეხოთ. ამიტომ, ყოველთვის გაითვალისწინეთ აკრძალვები და რეკომენდაციები.

ბინადრობს ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთის, ხმელთაშუა, შავ და ბალტიის ზღვებში.


3.ჯვარედინი ტალღები

imageჯვარედინი ტალღები რამდენადაც იშვიათი და ლამაზია, იმდენად საშიშია ადამიანებისთვის.

ეს ტალღები მაშინ წარმოიქმენა, როცა დინებას და ქარს წყალი ერთმანეთის საპირისპიროდ მიაქვთ.

ეს მოვლენა საშიშია როგორც ხომალდებისთის, ისე ადამიანებისთვის. ამიტომ, ამ მოვლენას შეამჩნევთ თუ არა, სასწრაფოდ გამოდით ხმელეთზე. ტალღები ამ დროს დიდი სიჩქარით მოძრაობენ და შეიძლება ნაპირიდან შორს გაგიტაცონ, ან თქვენი საცურაო საშუალებაც გადააყირავონ.


4.ქვიშის რწყილები

imageქვიშის რწყილებში სამი სახეობა მოიაზრება: კიბოსნაირები, რომელთაც სიმაღლეზე ხტომა შეუძლიათ, ქვიშის ბუზი და ბრაზილიური მიწის რწყილი.

კიბოსნაირებს ადამიანისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლიათ. ბუზები კი არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევენ. მათ ნესტიანი ადგილები უყვართ, ბინადრობენ ნაპირზე გამორიყულ წყალმცენარეებსა და ხეებში და მმზის ჩასვლის შემდეგ აქტიურდებიან. მათი ნაკბენი მცირე ტკივილს, კანის გაღიზიანებას და სიწითლეს იწვევს.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ გუნდად ფრენა უყვართ. რამოდენიმე ნაკბენი კი ნამდვილად არ გამოიწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს.

ბრაზილიურ მიწის რწყილს რაც შეეხება, ის გაცილებით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მდედრობითი სქესის რწყილები კანის ქვეშ ძვრებიან და იქ დებენ კვერცხებს, რაც ტუნგიოზს იწვევს. ეს რწყილები ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში გვხვდება.

მათგან თავდასაცავად თავი აარიდეთ და არ იაროთ მიტოვებულ, წყალმცენარეებით მოფენილ სანაპიროზე ფეხშველამ. თავი შეიკავეთ პლაჟზე საღამოს გასეირნებისგანაც.


5. შემთრევი ტალღა

imageეს ტალღა ნაპირის პერპენდიკულარულადაა მიმართული და ნებისმიერ ადგილზე შეიძლება წარმოიშვას. მას სწრაფი დინებაც ახასიათებს და ზღვაში ადამიანის გატაცება შეუძლია. როგორც წესი, ასეთი “დერეფნები" ვიწროა, მაგრამ მისმა სიგანემ შესაძლოა 25 მეტრსაც კი მიაღწიოს.

თუ სანაპიროს პერპენდიკულარულად ასეთ კვალს ხედავთ, არ შეხვიდეთ წყალში. თუ მაინც მოხვდით ასეთ დინებაში, ნუ დაიწყებთ ნაპირისკენ ცურვას. გაცურეთ ნაპირის პარალელურად, რომ ამ “დერეფნიდან" გახვიდეთ და მხოლოდ შემდეგ -ნაპირისკენ.


6.ძლიერი ტალღები, რომლებიც ნაპირს ენარცხებიან

imageლამაზი სანახაობაა და ბევრს უყვარს მისით ტკბობა, მაგრამ საფრთხეც იმალება ამ სილამაზის მიღმა. ასეთ ტალღებს ისეთი ძალა აქვთ, რომ შეიძლება ახლოს მისული ადამიანი მიწაზე დაანარცხონ ან ზღვაში გაიტაცონ.

როგორც წესი, სტიქიასთან ასეთი “შერკინება" დასისხლიანებული ცხვირით სრულდება, მაგრამ არც უფრო მძიმე მოტეხილობაა გამორიცხული.

ამიტომ, ამ სანახაობით უმჯობესია შორიდან დატკბეთ.


7.წამოქოჩრილი ტალღები

imageროცა ზღვა ღელავს, ცურვა საერთოდ არ შეიძლება. თუმცა, ამას ბევრი არ ითვალისწინებს. თუ ტალღა ისეთი სიდიდისაა, რომ თავსზემოთ მოგექცათ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და ჩაყვინთეთ. როცა ნაპირისკენ გაცურავთ, პერიოდულად მოიხედეთ უკან, თუ ტალღა წამოგეწევათ, ისევ ჩაყვინთეთ. მასთან გამკლავებას ნუ შეეცდებით. მხოლოდ წყალს ჩაყლაპავთ და დაპანიკდებით.


8.თუ ღია ზღვაში აღმოჩნდით

imageთუ ღია ზღვაში აღმოჩნდით ან მეტისმეტად შორს გაცურეთ და სიცივემ აგიტანათ, ნუ დაიწყებთ ხელების და ფეხების ქნევას, რომ გათბეთ. იმისთვის, რომ სხეულის გადაციება არ დაუშვათ, მოდუნდით, შეეცადეთ ხელ-ფეხი ნაკლებად ამოძრაოთ და ემბრიონის პოზა მიიღეთ, თითქოს წყალზე ჯდებით.რაც უფრო მეტი სხეულის ფართობი მოხვდება წყალს ზემოთ, მით უფრო მეტ სითბოს დაკარგავთ.

გახსოვდეთ, რამდენი მაშველიც არ უნდა იყოს სანაპიროზე. პირველ რიგში თქვენ ხართ პასუხისმგებელი საკუთარ სიცოცხლეზე. არ გარისკოთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს.





0
482
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0