x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ იყო Coco Chanel-ის ქართველი მუზა?

მერი შერვაშიძე - პრინცესა ერისთავი - სილამაზით განთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი იყო. დაიბადა 1888 წელს, ბათუმში. მერი იყო მაღალი, არცთუ გამხდარი, შავგრემანი, მაყვლისფერი თვალებითა და წაბლისფერი თმებით. გადმოცემით არასოდეს იცინოდა, მხოლოდ იღიმებოდა. მას ჰყავდა მეგობრების ვიწრო წრე, მაგრამ ვინც მას იცნობდა, აფასებდა მისი თავმდაბლობისათვის, უბრალოებისა და დიდსულოვნებისათვის.

image

მერის მამა იყო აფხაზი თავადი, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მამის სამსახურის გამო ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა.

1918 წელს მერი ცოლად გაჰყვა გიორგი ერისთავს (გიორგი ქსნის ერისთავი), რომელიც იმპერატორის ადიუტანტი იყო.

image

1921 წელს, როდესაც საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა. სწორედ სტამბოლში გაიმართა მსოფლიო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მერიმაც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც.

პარიზში გადასვლის შემდეგ მერი ხდება Coco Chanel-ის მუზა და მოდელი, რაც მას წარმატებას და აღიარებას მოუტანს. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი. ამ ამბებიდან მალევე გარდაიცვალა მერის ქმარი გიორგი ერისთავი და მერი მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა. წყვილს შვილი არ ჰყოლიათ.

ხანდაზმული მერი პარიზში ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები, მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც ჰყავდა. ხოლო საკუთარ ბინაში ლატურის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად მიდიოდა დრო და დრო.

მერი მოხუცებულთა თავშესაფარში 1986 წლის 21 იანვარს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას.

image

0
332
3-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0