x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ეპიდემია, რომელმაც 10 წლის წინ ნახევარ მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა
დღეს შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს თუ გეტყვით, რომ 10 წლის წინ, 2009 წელს, ეპიდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სწორედ ამ წელს გამოაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მასშტაბური ეპიდემიის დაწყება, რომელმაც ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

image2009 წელს სასიკვდილო ვირუსი ჩინეთიდან არ გავრცელებულა. ნულოვანი პაციენტი 5 წლის მექსიკელი ბავშვი იყო, რომელიც ვირუსით თავისი მშობლების ღორების ფერმაში დაავადდა. მალე დაავადება მისი ოჯახის წევრებსაც გადაედოთ.

imageრამდენიმე კვირაში ღორის გრიპი მეხიკოშიც დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვის გამო ელვისებურად გავრცელდა. დედაქალაქიდან კი ეპიდემია მთელ ქვეყანას მოედო. მექსიკის ხელისუფლებამ კარანტინი გამოაცხადა, დაკეტა სავაჭრო ცენტრები და სხვა დაწესებულებები, სავალდებულო გახდა ნიღბების ტარება.

მაგრამ, უკვე გვიან იყო. ღორის გრიპმა აშშ-ის ტერიტორიაზეც შეაღწია. რამდენიმე დღეში კი ის კანადაშიც დააფიქსირეს.


აპრილის პირველ ორ კვირაში ქვეყანაში დაავადების 1500 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 7 გარდაიცვალა. ზაფხულში კი ეპიდემიის მასშტაბები გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 ივნისს ღორის გრიპის ეპიდემია გამოაცხადა. ბევრმა ქვეყანამ შესაბამის ზომებს მიმართა ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. ხორცპროდუქტებზე მკაცრი კონტროლი დაწესდა.

როგორც COVID-19-ის შემთხვევაში, იყო პანიკის შემთხვევებიც. ხალხი უარს ამბობდა ღორის ხორცის ნაწარმზე. ხორცისმწარმოებლებმა კი მოითხოვეს, რომ ღორის გრიპისთვის სახელი შეეცვალათ და ოფიციალურად მოეხსენებინათ როგორც H1N1, რომ ბიზნესისთვის გრიპის სახელწოდება ხელისშემშლელი არ ყოფილიყო.

ღორის გრიპით, მონაცემების თანახმად, ძირითადად 25-დან 45 წლამდე ასაკი ადამიანები ავადდებოდნენ. საინტერესოა, მაგრამ თავად ღორები ამ გრიპით დიდად არ დაზარალებულან. მათი სიკვდილიანობა მხოლოდ 1% იყო.

რადიკალურ ზომებს პირველად ჩინეთის ხელისუფლებამ მიმართა. მათ ჯერ კიდევ აპარილიდან დაიწყეს კარანტინში იმ მოქალაქეების გაგზავნა, ვისაც ღორის გრიპის გავრცელების არეალში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჰონგკონგში პოლიციამ ალყაში მოაქცია სასტუმრო, სადაც საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში მისი ბინადრები შინაპატიმრობაში ჰყავდათ. როგორც აღმოჩნდა, არც თუ ტყუილად. სასტუმროში გრიპის ერთი შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა.

ავსტრალიაში 2000 კაციან საკრუიზო ლაინერს ნება არ დართეს მგზავრები გადმოესხა. ლაინერი დრეიფზე იდგა სანაპიროსთან, სანამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გაირკვა. 2009 წლის 24 ოქტომბერს კი ბარაკ ობამამ შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისთვის აშშ-ში დაავადების 20 ათასი და გარდაცვალების ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

გარდაცვალების ხშირ შემთხვევებში დამნაშავე ასპირინი იყო, რომლის მიღებაც ღორის გრიპის დროს არ შეიძლება და რის შესახებაც ექიმებს მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ.

imageღორის გრიპი დაფიქსირდა რუსეთსა და აზიის სხვა ქვეყნებშიც. საერთო ჯამში, სხვადასხვა ქვეყნებიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ღორის გრიპმა 2009 წელს 18 449 ადამიანი შეიწირა, თუმცა, 2013 წელს ამ ორგანიზაციამ დამოუკიდებელი მოკვლევა ჩაატარა და შემაძრწუნებელი ფაქტი გამოააშკარავა:როგორც გაირკვა, ამ გრიპით ბავშვებიც და მოხუცებიც ავადდებოდნენ, ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო, რადგან ღორის გრიპი ქრონიკულ დაავადებებსაც ამწვავებდა. 2009 წელს ღორის გრიპით გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მაინც ვერ მოხერხდა, ეს რიცხვი 150 000-დან 575 000-მდე მერყეობს.


0
68
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0