x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ბოლივუდის ლეგენდა ამიტაბჰ ბაჩანი და მისი შვილი კორონავირუსით დაინფიცირდნენ
image
ინდოელი მსახიობი და ბოლივუდის სუპერ ვარსკვლავი ამიტაბჰ ბაჩანი, რომელიც მაიერ ვოლფშეიმის პერსონაჟს ასრულებდა ფილმში "დიდი გეტსბი", რომლის რეჟისორია ბეზ ლურმანი, დაინფიცირდა კორონაროვირუსით. ამის შესახებ მსახიობმა Twitter-ის გვერდზე დაწერა


მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს COVID-19-ზე დადებითი ტესტის პასუხის შემდეგ . მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი ვაჟი, პოპულარული ინდოელი მსახიობი აბჰიშეკ ბაჩანიც, კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი თქმით, მას და მამამისს დაავდების მსუბუქი ფრომა აღენიშნებათ.


მსახიობის ოჯახი და მთელი მისი პერსონალი ტესტირებას გაივლიან COVID-19-ზე.

ამიტაბჰ ბაჩანმა ასევე სთხოვა ყველას, ვინც ბოლო 10 დღის განმავლობაში იყო მასთან კონტაქტი, ჩაიტარონ ინფექციის ტესტირება.



2015 წელს ბაჩანმა განმარტა, თუ რატომ არ გააგრძელდა კარიერა ჰოლივუდში, მიუხედავად მისი ცნობილი როლისა დიდ გეტსბში. ”მეეჭვება, რომ ჰოლივუდში ისეთივე დაფასებული ვიქნებოდი. დავთანხმდი ამ როლს მხოლოდ ლურმანთან მეგობრობის გამო, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ინდოეთში, მისი ერთ – ერთი მოგზაურობის დროს " განაცხადა ამიტაბჰ ბაჩანმა.


ამიტაბჰ ბაჩაბი არის ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი ბოლივუდში, რომელიც ითამაშა 180 – ზე მეტ ფილმში. მათ შორის უდიდესი წარმატება მოუტანა ფილმებმა:

"ხანგრძლივი ანგარიშსწორება, "კედელი", "შურისძიება და კანონი", "სიყვარული ცხოვრებაა" და სხვა.გარდა ამისა, თოთხმეტი წლის განმავლობაში იყო ცნობილი სატელევიზიო პროგრამის "ვინ უნდა მილიონი?-ს" ინდური ვერსიის წამყვანი. ამის გარდა მსახიობი არის გაეროს კეთილი ნების ელჩი.



შვილმა, აბჰიშეკ ბაჩანმა სახელი გაითქვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა "ბაიკერები" "მომავალ შეხვედრამდე", არასდროს თქვა "ნახვამდის" და სხვა, 2007 წელს მსახიობი დაქორწინდა ბოლივუდის ვარსკვლავზე და " მის მსოფლიო" -2004 ზე აიშვარია რაიზე.

0
137
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0