x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სერიალ ,,გუნდის'' (glee) წყევლა, სასტიკი ხვედრი, რომელიც სერიალის მსახიობებს ერგოთ

image


სერიალი “გუნდი'' (glee) ეკრანებზე პირველად 2009 წელს გამოჩნდა და პოპულარობა უმალვე მოიპოვა. სერიალი ცნობილია როგორც თავისი სიმღერებით და ოქროს გლობუსისა და ემის ჯილდოებით, ისე საშინელი ტრაგედიებით, რომლებიც სერიალიოს მსახიობებსა თუ გადამღებ ჯგუფს დაატყდათ თავს.

კორი მონტეიტის სიკვდილი

image

მონტეიტს სერიალში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა, ის კვოტერბეკ ფინ ჰადსონის როლს თამაშობდა. ვინ იფიქრებდა, რომ მუდამ მომღიმარ კორის 2013 წელს კანადაში, ერთ-ერთ სასტუმროში იპოვიდნენ გარდაცვლილს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის გამო. როგორც შემდეგ გაირკვა, კორი 13 წლის ასაკიდან ცდილობდა ნარკოტიკებისთვის თავი დაეღწია და კლინიკაშიც რამდენჯერმე იწვა. კორი სერიალის ასევე მთავარი გმირის შემსრულებლის, ლია მიშელის საქმრო იყო.

image

მარკ სალინგის თვითმკველობა

image

მარკ სალინგი სერიალში ლიერი ტიპაჟის მქონე, მექალთანე ბიჭის როლს თამაშობდა. 2013 წელს მსახიობი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. როკსანა გორზელამ მსახიობი დაუცველ სექსის დაძალებაში დაადანაშაულა, სასამართლომ სალონგს ჯარიმის სახით 2.7 მილიონი დოლარი დააკისრა.

2015 წელს სალინგი საბავშვო პორნოგრაფიის შენახვაში დაადანაშაულეს და დააკავეს. როგორც ჩანს, მსახიობმა ყველაფერი ეს ვერ გადაიტანა, და 2018 წელს დანაშაული აღიარა, შემდგ კი თავი საკუთარ სახლში ჩამოიხრჩო.

ძალადობა მელისა ბენუაზე

imageimage

მსახიობები მელისა ბენუა და ბლეიკ ჯენერი სერიალს მეოთხე სეზონში შეუერთდნენ. ისინი უკვე რამდენიმე წელი იყვნენ დაქორწინებულები, მაგრამ 2017 წელს მათი ქორწინება დასრულდა. 2019 წელს მელისამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საშინაო ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.

ნაია რივერას გაუჩინარება

image

2020 წლის 9 ივლისს ნაია უგზო-უკვლოდ დაიკაგა კალიფორნიის შტატში, პირუს ტბაზე, მისი სხეული დღემდე ვერ იპოვეს, ამიტომ მსახიობი გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ბეკა ტობინის შეყვარებულის გარდაცვალება

image

2014 წელს ბეკასაც ტრაგედია დაატყდა თავს, მისი შეყვარებული სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი, თუმცა სიკვდილის მიზეზს არ ასახელებენ.

რეჟისორის დამხმარის, ჯიმ ფულერის გარდაცვალება

image

კორი მონტეიტის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში გარდაცვლილი იპოვეს ჯიმ ფულერიც. ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა, 41 წლის მამაკაცი ძილში გარდაიცვალა გულის შეტევით.

პროდიუსერის ასისტენტის და ჯულია რობერტსის ნახევარ დის ნენსი მოტსის თვითმკველობა

image

ჯიმ ფულერის სიკვდილიდან 4 თვეში თავი მოიკლა პროდიუსერის ასისტენტმა ნენსი მოტსმა. მან წერილი დატოვა, სადაც სიკვდილის მიზეზად ნაწილობრივ ჯულია რობერტსიც დაადანაშაულა. ცნობილი იყო, რომ ნენსი ყოველთვის ჯულიას ჩრდილში იმყოფებოდა, გარდა ამისა, მსახიობი გოგონას ხშირად ამცირებდა ჭარბი წონის გამო და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ დედსი კუჭის დაპატარავების ოპერაციას დათანხმდა.

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0