x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იდენტობის ჩამოყალიბება მოზარდობაში
როგორც წესი, მოზარდობის ასაკში ხშირია კონფლიქტები მოზარდებსა და უფროსებს შორის(მშობლები, მასწავლებლები და ა.შ.). ამის მიზეზი არის ის, რომ ამ დროს მოზარდები მიისწრაფვიან დაოუკიდებულობისკენ და უფროსების მხრიდან მათზე ზეგავლენის გათავისუფლებისკენ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იწყება სქესობრივი მომწიფებაც, რაც ძალიან დიდ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ეს ცვლილებები მიმდინარეობს მოზარდის, როგორც ანატომიურ-ფიზიოლოგიურ სისტემაში, ასევე დიდ გავლენას ახდენენ მის ფსიქო-სოციალურ განვითარებაზეც. გარდამავალ ასაკში ავტონომიისკენ მისწრაფება უფრო იზრდება. მოზარდები ხდებიან უფრო ემოციურები, გაუწონასწორებლები, უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ფიზიკურ აგებულებას და სულ იმაზე ფიქრობენ, რომ “მათი არავის ესმის'', რის გამოც, როგორც აღვნიშნეთ, ხშირდება კონფლიქტები და უთანხმოებები უფროსებთან.

იდენტობის ჩამოყალიბებაიმისთვის, რომ მოზარდმა მოიპოვოს ავტონომია და პიროვნული დამოუკიდებულება, მას უნდა შეეძლოს საკუთარი დასკვნების გაკეთება და უნდა ისწავლოს საკუთარი ქცევის რეგულაცია. მაგრამ, პიროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის იდენტობის წარმატებით ჩამოყალიბება, ანუ თვითგამორკვევა, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ზემოთ ხსენებულ პროცესებთანაც.

იდენტობა არის ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდა. ესაა ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ “მე''-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე. იდენტობის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან. ეს შეიძლება იყოს: სახელმწიფო, ეროვნება, რელიგია, სქესი, ასაკი, სტატუსი და სხვ..

იდენტობის ჩამოყალიბება არ არის მარტივი და უმტკივნეულო პროცესი, მას დიდი დრო უნდა. იდენტობა ჩამოყალიბებულად ითვლება მაშინ, როდესაც მოზარდს უკვე გააცნობირებული ექნება ის თუ “ვინ'' არის და რა უნდა. ამაზეა დამოკიდებული მისი მიზნები, ქცევა და ქმედებები.


ამ პროცესის წარმატებით გადაწყვეტაში დიდი როლი აქვთ მშობლებს და სხვა უფროსებსაც, ანუ მათ დამოკიდებულებას მოზარდების ქცევაში არსებულ ცვილებებისადმი. ზედმეტ კრიტიკას და სიმკაცრეს შეიძლება უარყოფითი შედეგი ჰქონდეს მოზარდებზე და “დააზიანოს'' კიდევაც მათი იდენტობის ჩამოყალიების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ ადამიანს მხოლოდ ერთი იდენტობა არ აქვს, ანუ თითოეულ ადამიანს ერთდროულად აქვს რამდენიმე განსხვავებული იდენტობა. მაგალითად მოზარდი შეიძლება იყოს შვილი, ძმა, მოსწავლე და ა.შ. გარდა ამისა მას აქვს ეთნიკური, კულტურული, ჯგუფური ინდეტობაც, და ეს იდენტობის ჩამონათვალი კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ.

მოზარდობის პერიოდში ადამიანის მთავარი ამოცანაა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გაერთიანება და ამ მრავალი ინფორმაციის ინტეგრირება საკუთარ, პიროვნულ იდენტობაში. ამ პროცესის პოზიტიური შედეგი იქნება მოზარდის ფსიქოსაციალური იდენტიფიკაციის წარმატებით გადაჭრა, რის შემდეგაც მოზარდს გაუჩნდება განცდა-ვინ არის, რომელ გარემოს ეკუთვნის, სად არის, საით მიდის, რა მიზნები აქვს და ა.შ.

უფროსებთან ურთიერთობაუნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პროცესი ინდივიდუალურად ვითარდება, ბევრ სირთულეს შეიძლება ადგილი ჰქონდეს, შეიძლება ზოგ მოზარდს უფრო დიდი დრო დასჭირდეს, სანამ “კონფლიქტს’’ პოზიტიურად გადაწყვეტს და მიაღწევს თვითგამორკვევამდე, ამიტომაც მათ სჭირდება უფროსების თანადგომა, მათი მხრიდან ემპათიური დამოკიდებულება, მეგობრული და გამგებიანი ურთიერთობა, და არა კრიტიკა და დადანაშაულება.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:გოჰარ აღჯოიან
გოჰარ აღჯოიან
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0