x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საჩუქრად ციცინათელას სინათლე მივიღე

წუხელ ჩემს ყვავილებიან, ფერად ბაღში დავინახე მოფარფატე ციცინათელა.ერთ-ერთ ყვავილს აჯდა და საოცრად მშვენიერს ხდიდა.თითქოს ახლად მოვლენილი საოცრებააო, ზღაპრებსა და მულტფილმებში, რომ არის გადარკალული, მარადიული სინათლე ცოტა ხელოვნურობა, რომ ეტყობოდა თან და ამავე დროს რაღაც მაგიის მსგავსი ისეთი სიტყვებით, რომ ვერ აღწერ.ბაღი ბრჭყვიალა ფერებში შეიფერა და შთამბეჭდავი სანახაობა იყო ჩემს წინ. იქამდე კი ღამე იყო, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული.სიბნელეში ბევრს ვფიქრობ ხოლმე ფიქრისას კი უეცრად გამოჩნდა ნათელი წერტილი.ის სინათლე რომელმაც სწორი გზა დამანახა, მინიშნება მომცა თუ რომელი გზით წავიდე, რა გზა ავირჩიო და როგორ მოვიქცე.გამეღიმა, აღარ ვიცოდი რა მექნა, ვეღარ ვაზროვნებდი ცუდად ვიყავი, ძალიან მიჭირდა გამოსავლის მოძებნა.ამ დროს კი ციცინათელა გამოჩნდა ის სინათლე რომელსაც ამდენი ხანი ველოდი ჩემთან ახლოს მოვიდა...მივუახლოვდი, ადგილიდან არ იძვროდა მეგონა ჩემი შეეშინდებოდა და გაფრინდებოდა ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი.რაც უფრო ახლოს მივდიოდი ნათებას უფრო უმატებდა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას მის სინათლეს ფერი ეცვლოდა მკვეთრი და კაშკაშა გამხდარიყო.ხელისგულზე დავისვი ამ წამს მოხდა ის რამაც გამაკვირვა...სიბნელე სადაც ვიჯექი, მიმდებარე ადგილი მთლიანად განათებულიყო დენის სინათლე კი არა ციცინათელას ნათება იყო.გავოცდი, პირი დავაღე, აქეთ-იქით ვიყურებოდი თან ციცინათელას ვუყურებდი რომელიც გაუნძრევლად იჯდა ხელის გულზე.ისეთი თავმდაბალი იყო, ისე იქცეოდა ვითომც არაფერი...თავი განსაკუთრებულ ადამიანად მაგრძნობინა, ცუდი დღეები წარსულს ჩაბარდა, სევდა დამავიწყა და ამდენი ხნის შემდეგ გამაბედნიერა ერთმა, პატარა მნიშვნელოვანმა წერტილმა.ახლა ვიცი, რომ ყველაფერი მოგვარდება და კარგად იქნება.ეს მინიშნებაა იმისა, რომ ყველაფერი გამომივა. დაკარგულს დავიბრუნებ, ახალ იდეებს შევქმნი და ცხოვრებას ახალი, სუფთა ფურცლიდან დავიწყებ.ადამიანის ცხოვრებაში დგება ხოლმე ბევრი ისეთი მომენტი როდესაც ყველფერი გვბეზრდება თითქოს აღარაფრის გაკეთება შეგვიძლია.ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, მაგრამ გამოჩნდა ციდან წარმოქმნილი სინათლე ხმელეთის მიწაზე.მესტუმრა ციდან ჩამოიტანა სინათლე და ხმელეთს აჩუქა... ასეთი სინათლისგან უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ახალი შესაძლებლობებით, ძალებით, თავდაჯერულობით და შეუპოვრობით.ახალი ყველაფერი კარგი და მშვენიერია, მთავარია, რომ ბოლომდე მოვუფრთხილდეთ და ბოროტებას ხელთ არ ჩაუვარდეს.ყველანი ერთმანეთის ციცინათელები გავხდეთ, ის მანათობელი ძალა რომელიც სიმართლისთვისა და სიკეთისთვის იბრძვის. დაუმარცხებელი ძალა რომლისთვისაც ცა და დედამიწა ერთია და მარადიულად მოკაშკაშე სინათლე, რომელიც სამყაროს მხარში უდგას და ამხნევებს.ჩემი დიადი ძღვენი, სინათლეა, ციცინათელასგან ბოძებული, მწერი რომელმაც მაჩუქა ცხოვრება და გადამარჩინა.სინათლე კი სიკეთე, სიკეთე-უბრალოება, უბრალოება-გულწრფელობა, გულწრფელობა-კი სიმართლე.image

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0