x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ახალგაზრდა ქალმა ქმრის ღალატი რომ გაიგო, თავი მოიკლა - სევდიანი ისტორია თბილისის ებრაული სასაფლაოდან
სოციალურ ქსელში ფეისბუქ - ჯგუფი "თბილისური ფოლორცი" საინტერესო ისტორიას აქვეყნებს, რომელიც თბილისში, ებრაული სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავიდანაა. როგორც ისტორიით ირკვევა, ახალგაზრდა, 28 წლის ქალმა, თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც ქმრის ღალატი გაიგო.

"ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე საფლავი თბილისის ებრაული სასაფლაოდან.
სურათზე გამოსახულია ახალგაზრდა ქალი, რომელმაც თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ ქმარმა უღალატა.

მემორიალი მისმა ქმარმა დაამზადებინა, სადაც ის ქალბატონის სურათის დაბლაა გამოსახული და მარტოდ დარჩენილი, დამწუხრებული, ცდილობს შეაღოს საყვარელი ქალის სამყოფელი.

ესფირ ლევის ასული კალიფატიდი.
Урожд. Кишельдорф
დაბ. 1898, 16 დეკემბერი
გარდ. 1926, 3 დეკემბერი.


საყვარელი დედისგან, ვაჟისგან და მეუღლისგან.

დაბლა კი აწერია "ზღაპარი დასრულდა"", - წერია პოსტში.


image

0
553
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0