x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
აშშ-ში პოსტაპოკალიფტური თავშესაფარი შენდება, სადაც ერთი “ნომერი” 4,5 მილიონი დოლარი ეღირება
Survival Condo - ასე ეწოდება პოსტაპოკალიფტურ თავშესაფარს, რომელიც ამჟამად შენების პროცესშია და სადაც ერთი “ნომერი” 4, 5 მილიონი დოლარი ეღირება. თავშესაფარი გამიზნულია იმისათვის, რათა ძალიან მდიდარი ადამიანების გადარჩენა უზრუნველყოს ბირთვული კატასტროფების, დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების, ბუნებრივი კატაკლიზმების და ეპიდემიების პირობებში.

ბუნკერი

Survival Condo-ს მიწის ქვეშ 15 სართული ექნება და შეუძლია უზრუნველყოს გადარჩენილების ცხოვრება ფუფუნების პირობებში. მისი სულისჩამდგმელი ერთი ჭკვიანი ბიზნესმენია, სახელად ლერი ჰალსი, რომელმაც კორონავირუსის მიერ ამერიკელების გულებში გაჩენილი დაუცველობის განცდა ეშმაკურად გამოიყენა საკუთარი ბიზნესის ასაყვავებლად.

ბუნკერი


ბუნკერი-ლუქსი კანზასის შტატში, ქალაქ კონკორდიასთან ახლოს მდებარეობს. 60-იან წლებში აქ ამერიკული სარაკეტო თავდაცვის განყოფილება იყო სტაციონირებული, რომელიც პენტაგონს ეკუთვნოდა. აქ შესაძლებელია მთლიანი სართულის შეძენა, რომელიც 180 კვადრატული მეტრია. შესაძლებელია ასევე ნახევარი სართულის და პენტჰაუზის ყიდვაც, სადაც ყალბ ფანჯრებში ჩაშენებულ მონიტორებზე ყოველდღიურად უჩვენებენ მზის ამოსვლას და ჩასვლას, რათა ბუნებრივი ბიორიტმი არ იქნას დარღვეული.

ბუნკერი

ნაგებობაში არსებობს ასევე აუზი, სავარჯიშო დარბაზი, ასაცოცებელი კედელი, კინოთეატრი, საკლასო ოთახები და თქვენ წარმოიდგინეთ, ძაღლის გასასეირნებელი პარკიც კი. აქვეა მინი საავადმყოფო, კბილის ექიმის კლინიკა და სუპერმარკეტიც. ყველაზე ქვედა სართულზე ჩამარხული უზარმაზარი აუზი უზრუნველყოფს მაცხოვრებლებს სასმელი, ხოლო ხელოვნური ბაღის მცენარეებს სარწყავი წყლით. ქვედა სართულზეა ასევე განთავსებული უწყვეტი ელექტროკვების გენერატორები და ჰაერის გიგანტური ფილტრები. ბუნკერს კბილებამდე შეიარაღებული და საუკეთესოდ გაწვრთნილი სამხედროებისგან შექმნილი რაზმი იცავს.

ბუნკერი

პროექტის სულისჩამდგმელმა, ლარი ჰალმა “დეილი მეილს” განუცხადა: “ჩვენთან აპარტამენტებს ყიდულობენ არა გიჟები, რომლებსაც სამყაროს აღსასრულის შესახებ აკვიატებული აზრები აწუხებთ, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც ყველაზე რთულ სიტუაციებში საკუთარი ოჯახების გადარჩენა სურთ”.

ბუნკერი

ჰალის ფირმამ უკვე ააშენა რამდენიმე მსგავსი მიწისქვეშა ნაგებობა, მათ შორის კი ერთი სასტუმრო-ბუნკერი, რომელიც ინდიანაში მდებარეობს და რომელიც 35 ოთახისგან შედგება. სამომავლოდ მეწარმე საკუთარი ბიზნესის გაფართოებას და საკუთარი პოსტაპოკალიფტური ბუნკერებით მთელი შეერთებული შტატების ტერიტორიის დაფარვას გეგმავს.

0
305
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0