x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენად სახიფათოა კორონავირუსის უახლესი მუტაცია, რომელიც ძველზე 10-ჯერ უფრო გადამდებია?
ისევე, როგორც ყველა ვირუსი, კორონავირუსიც მუდმივად განიცდის მუტაციას. ამიტომ ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით SARS-CoV-2-ის ათასობით მუტაცია არსებობს. თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ მუტაციების ერთ-ერთი ვარიანტი 10-ჯერ უფრო სწრაფად გადამდებია, ვიდრე ძველი ფორმები, მაგრამ ცნობილია ასევე ისიც, რომ მას სიკვდილიანობა სხვა მუტაციებზე უფრო მაღალი არ აქვს.


კვლევამ, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში “Cell” (უჯრედი) გამოქვეყნდა, უკვე მიიპყრო მსოფლიო მასმედიის ყურადღება. კორონავირუსის აღნიშნულ ვარიანტს G614 ეწოდება და ის ძალიან მარტივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე.


როგორც გაირკვა, G614 ძალიან იოლად სახლდება უჯრედში, რისი მიზეზიც ვირუსის ზედაპირზე ცილოვანი გარსის სტრუქტურის ცვლილებაა. მას შემდეგ, რაც უჯრედში აღწევს, ვირუსი აღნიშნული ცვლილების მეშვეობით გაცილებით უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.


გავრცელების სისწრაფიდან და სიმარტივიდან გამომდინარე, ვირუსის აღნიშნული ვარიანტი ძალიან საშიშია. როგორც მეცნიერები განმარტავენ, სწორედ მისი მატარებელია Covid-19-ით დაავადებულ პაციენტთა 80 %-ზე მეტი მსოფლიოს მასშტაბით.



G614-ს დღემდე აქტიურად იკვლევენ ნიუ-მექსიკოს ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის და შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერები.


იმისათვის, რათა დღევანდელ დასკვნებამდე მისულიყვნენ, მკვლევარებმა 999 პაციენტის მონაცემები გააანალიზეს. ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, რომ რომელიღაც ახალი მუტაცია ბევრად უფრო გადამდები იყო წინა მუტაციებთან შედარებით.


კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების კიდევ ერთი დიდი მინუსი ისაა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი დაავადდება, ეტაპობრივად მით უფრო მრავალფეროვანი მუტაციები შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ამ მუტაციათა შორის ზოგიერთს გაცილებით უფრო მაღალი სიკვდილიანობაც აღმოაჩნდეს G614-თან შედარებით.


G614

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0