x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
კორონავირუსი მსოფლიოში: ამერიკული ტრაგედია და საფრანგეთი მეორე ტალღის მოლოდინში
ეპიდემიოლოგები ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს გადამჭრელი ზომები კორონავირუსის შესაჩერებლად, სანამ ძალიან გვიანი არ არის, მაგრამ ტრამპს ეს არ ესმის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 2, 7 მილიონი ინფიცირებული ჰყავს, ამერიკის პრეზიდენტი მაინც გასაოცარია თავისი უდარდელობით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსი სერიოზულად არც კი აღელვებს.


ამასობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიოს, გაყინონ სისხლიანი კონფლიქტები თუნდაც 3 თვით მაინც, რათა შესაძლებელი გახდეს კორონავირუსის გავრცელების შეჩერება, ხოლო საფრანგეთი ნიღბებს იმარაგებს და მეორე ტალღისთვის ემზადება, რომელიც ზოგ ქვეყანაში უკვე დაიწყო კიდეც.


პარალელურად მსოფლიოში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 10, 7 მილიონს ასცდა, საიდანაც 516 ათასი - დაიღუპა.


ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ თუ დაუყოვნებლივ არ იქნა მიღებული ძალიან მკვეთრი და რადიკალური ზომები, კატასტროფა, რომლის მოახლოებული სილუეტი უკვე ნათლად იკვეთება, გარდაუვალია, მაგრამ ტრამპი მთელ დროს უშინაარსო ხუმრობების მოფიქრებას ანდომებს. მან ერთ-ერთ უკანასკნელ ტელეეთერში უკბილოდ იხუმრა, რომ მოსწონს, თუ როგორ გამოიყურება ნიღაბში მყოფი სარკეში და საკუთარი თავი ამერიკული ვესტერნების პერსონაჟს შეადარა, რომელიც იბრძვის “ბოროტი ადამიანების” წინააღმდეგ.



ხოლო საფრანგეთი კორონავირუსის ახალ ეპიდემიოლოგიურ აფეთქებას ელოდება. ხელისუფლებამ მოუწოდა კომპანიებს, მოიმარაგონ სულ მცირე, 10 კვირის სამყოფი პირბადეები.


მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიას შემოღებული აქვს უმკაცრესი სასაზღვრო კონტროლი მეზობელი შვედეთის მოქალაქეებისთვის, კამერებმა მრავალგზის დააფიქსირა, თუ როგორ მიიპარებიან შვედები საზღვარზე არალეგალურად და ცდილობენ ნორვეგიაში დარჩენას. დაძაბული სიტუაციაა ასევე ავსტრიაში, ხოლო სამხრეთ აფრიკაში უკანასკნელ რამდენიმე დღეში 8000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. აქ დაავადებულთა რიცხვი 160 ათასია და მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მილიონობით ადამიანი შიდსით არის ავად, რაც კორონავირუსის დროს სერიოზული რისკფაქტორია.


ძალიან ცუდი მდგომარეობაა ასევე ბრაზილიაში, რუსეთსა და ინდოეთში, სადაც კორონავირუსის აფეთქება სულ უფრო დრამატულ მასშტაბებს იძენს. ამ ყოველივეს ფონზე კი საქართველო ნამდვილი სასიცოცხლო ოაზისივით გამოიყურება, რაც მოსახლეობის, მასმედიის, მედიკოსების და ხელისუფლების სწორი და დროული რეაგირების შედეგია. ყველაზე მცირერიცხოვანი და ფანატიკურად განწყობილი ჯგუფების გარდა ჩვენს ქვეყანაში ყველა მიხვდა, თუ რამდენად საშიშია კორონავირუსი, რაც ნამდვილად სასიხარულოა. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ შევძლებთ, ვირუსი ეფექტურად ვმართოთ და სამშვიდობოს ყველაზე მინიმალური დანაკარგებით გავიდეთ.


კორონავირუსი

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0