x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
დალაი ლამა ფიქრები ახალგაზრდობის შესახებ

image

ვინაიდან ამქვეყნად ჩვენი ხანმოკლე ყოფნიდან მხოლოდ სიკეთე რჩება,
ამიტომ მთელი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ,
ვაკეთოთ სასარგებლო საქმეები როგორც საკუთარი თვისთვის, ისე სხვებისთვის.

ტიბეტელი ხალხის პოლიტიკური ლიდერი, ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერი ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში დალაი ლამა XIV . იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს თანამედროვე საზოგადოებაში.

ამრიგად დალაი ლამა ეხება თანამედროვეობის ყველა საჭირბოროტო პრობლემას, გამოწვევებს, მათ შორის ფიქრებს ადამიანის სხვადასხვა ასაკობრივი პერიოდების შესახებ. განსაკუთრეულად ყურადსაღებია დღევანდელი ახალგაზრდების მდგომარეობა, მათი ფიქრები ცხოვრებაზე და ადამიანების მიმართ . ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი თანამედროვე ახალგაზრდები საკმაოდ დიდი გამოწვევებით წინაშე დგანან. ზუსტად, რომ დროულია სტატიაში წარმოგიდგინოთ დალაი ლამას რჩევები ახალგაზრდებისთვის.


თუ ახალგაზრდობა მთელ თავის დროს არ უთმობს თვითგანვითარებას, მაშინ შემდგომ ახალგაზრდებს ძალიან გაუძნელდებათ ამ ხარვეზის შევსება.მე ამაში დავრწმუნდი საკუთარი გამოცდილებით.ზოგჯერ ხდებოდა, რომ ოდნავ ინტერესსაც კი არ ვიჩენდი იმისადმი, რასაც მასწავლიდნენ, არ ვიჩენდი რა განსაკუთრებულ ძალისხმევას ცოდნის დასაუფლებლად. შემდგომ არაერთხელ მინანია ამის გამო.მე მუდმივად ვახსენებ საკუთარ თავს, რომ იმ დროს მე რაღაც სამუდამოდ გავუშვი ხელიდან . გავუშვი ხელიდან. ვეყრდნობი რა ამ გამოცდილებას, ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ მოწაფეობის წლებს მოეკიდონ როგორც თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს.

აუცილებელია ადრეული ბავშვობიდანვე ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენისა და ერთმანეთის დახმარების უნარი. ცხადია უმნიშვნელო კამათები და უთანხმოებები გარდაუვალია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ერთმანეთის პატიებისა და გულში წყენის არჩადების უნარი.


ბავშვობა გონებრივი უნდარების გაფურჩქვნის დროა, როცა ცნობისმოყვარე ტვინში ჩნდება უამრავი სხვადასხვა კითხვა. შეცნობისკენ ეს შეუნელებელი სწრაფვა, ჩვენი თვითსრულყოფის საწინდარია.

ასაკში შესვლის კვალობაზე ჩვენ სულ უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ სიყვარულს, მეგობრულ მიჯაჭვულობას, მძიმე წუთებში ერთმანეთთან დასახმარებლად მისვლის სურვილს . წინა პლანზე გადმოდის სოციალურ წარმოშობასთან, სარწმუნოებასთან, ნაციონალურ კუთვნილებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამრიგად ვახდენთ რა ჩვენი ყურადღების კონცენტრირებას მეორეხარისხოვან რამეებზე, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება ყველაზე მთავარი.

დაჟინებით ვთხოვ ყველას ვინც იმყოფება თხუთმეტწლიან ან თექსვმეტწლიან ზღვარზე, რომ ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს იმისათვის, რომ არ გაფლანგოს მსოფლაღქმის ბავშვური სინორჩე.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ შეტყობინებების საყვარელი თემებია - ქურდობა, ძარცვა, დანაშაული, საქციელები, რომელთა ჩადენისკენ ადამიანებს უბიძგებთ შური ან სიძულვილი. მაგრამ არ შეიძლება ვამტკიცოთ რომ სამყაროში არ ხდება არაფერი დადებითი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ადამიანური თვისებების გამოვლინებას. ნუთუ არ არის არც ერთი ადამიანი, რომელიც არ იზრუნებდა უძლურებზე, ობლებზე, ხეიბრებზე, არ იფიქრებდა რა საკუთარ სარგებელზე : არავინ რომლის საქციელებიც შთააგონებდა მოყვასისადი სიყვარულს? ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია, იმდენად ბევრი, რომ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ აღვიქვათ მათი საქციელები როგორც სრულიად ჩვეულებრივი ადამიანური გამოვლინებები .

მე დარწმუნებული ვარ, რომ თვით ადამიანური ბუნება შეუთავსებადია მკვლელობისკენ, ქურდობისკენ, ძალადობისკენ, სიცრუისკენ და სხვა ნეგატიური გამოვლინებებისკენ მისწრაფებასთან და რომ ყოველ ჩვენგანს აქვს სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი.

სიყვარულის გრძნობით შთაგონებულიჩვენი ზრახვები და საქციელები განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს ჩვენს როგორც ზნეობრივ, ისე სხეულებრივ ჯანმრთელობაზე, . ისინი ჩვენი სხეულის ჭეშმარიტად განუყოფელი ნაწილია. სისასტიკით, აბუჩად აგდებით, სიძულვილით შთაგონებული ჩვენი საქციელები კი პირიქით, ეწინაააღმდეგება ჩვენს ბუნებას.

პატივი ეცით და განავითარეთ თქვენში ბუნების მიერ ჩადებული საუკეთესო ადამიანური თვისებები. დაე სწორედ მათზე დაფუძნდეს საკუთარ თავში თქვენი ურყევი რწმენა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაიმკვიდროთ თავი ცხოვრებაში !




0
139
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0