x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134420
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ეგვიპტურ მუმიებს მსოფლიოში უძველესი ტატუები აღმოუჩინეს
ბრიტანეთში 5000 წლის წინათ გარდაცვლილი ქალის და 5300 წლის წინათ გარდაცვლილი მამაკაცის ეგვიპტურ მუმიებს მკვლევარებმა მკლავებზე ტატუები უპოვეს, რაც სხეულის მოხატვის ხელოვნების უძველესი ნიმუშებია მსოფლიოში.


აქამდე ნაპოვნ უძველეს სხეულზე, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3400-3100 წლებით ადრე მცხოვრებ მამაკაცს ეკუთვნოდა, ტატუებს აშკარად თერაპიული დანიშნულება გააჩნია კანის იშვიათი დაავადებისგან განკურნების მიზნით. მათგან მკვეთრად განსხვავდება მამაკაცის და ქალის ეგვიპტური მუმიები, რომელთა ტატუებს აშკარად ესთეტიკური დატვირთვა აქვს.


აღსანიშნავია, რომ ორივე მუმია ბუნებრივი მუმიფიცირების შედეგია. ქალიც და მამაკაციც ჩვეულებრივ დაკრძალეს, ხოლო სიცხემ, მარილიანობამ და ეგვიპტური უდაბნოს სიმშრალემ ორივე სხეული თანდათანობით მუმიებად თავისთავად გადააქცია.


მუმიები დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ მუზეუმში დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდამდე ტატუების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა, რადგან ინფრაწითელი დათვალიერების გარეშე ორივე გარდაცვლილის მოხატულობა გვამურ ლაქებს ჰგავს. მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში ხელმისაწვდომი ტექნიკით გახდა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ეს ნამდვილად ტატუებია.



აქამდე ძველი ეგვიპტელი მამაკაცი ტატუირებული სხეულით ნაპოვნი არ იყო და მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ სხეულის მოხატვის ხელოვნებას ნილოსის ნაპირებთან აღმოცენებული ცივილიზაციის წიაღში მხოლოდ ქალები მისდევდნენ. ახალი აღმოჩენა კი აბათილებს ამ მოსაზრებას.


მუმია

0
155
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0