x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ცვლილება პრემიერ ლიგაში რომელიც კოვიდ-19-მა დააწესა
image


კოვიდ-19 ის პანდემიამ ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესი და ქვეყანა დააზარალა. ასეთივე ტიპის ზარალი განიცადა სპორტის ყველა სახეობამ: გაუქმდა შეხვედრები, გაურკვეველი დროით გადაიდო თამაშები, დაზარალდნენ სპორტსმენები და ა.შ.


თუმცა გულშემატკივარს ლოდინი დიდხანს არ დასჭირდა და სპორტის სხვა სახეობებთან ერთად 3 თვიანი პაუზის შემდეგ ინგლისური ფეხბურთიც განახლდა. განახლდა ძალიან მკაცრი შეზღუდვებით: აიკრძალა მაყურებლის დასწრება, მოედნის გარეთ ფეხბურთელთა მჭირდო კონტაქტი და სხვა. სხვადასხვა ქვეყნებმა სხვაგვარად შეძლეს ამ პრობლემის მოგვარება: მოედნებზე დაამონტაჟეს ვირტუალური "მაყურებელი", შექმნეს ხმაურის იმიტაცია და სხვა.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 9 ცვლილებას ინგლისის პრემიერ ლიგაში, რომლებიც კორონავირუსის გავლენით დააწესა საფეხბურთო ასოციაციამ.

1. მატჩის დროს ცვლილებათა რაოდენობა 3 დან 5-მდე გაიზარდა, ხოლო სათადარიგოთა სკამზე ჯდომა 7-ის ნაცვლად 9 მოთამაშეს შეეძლება.


ეს ცვლილება გუნდებს დაეხმარება, იძულებით შემოკლებული რთული სეზონის მარტივად დასრულებაში.

2.მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ყველაზე დიდი ტკივილი ფეხბურთის და განსაკუთრებით ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის არის მატჩის ჩატარება მაყურებლის გარეშე. (თუმცა სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებმა სხვადასხვა გამოსავალს მიაკვლიეს ამ პრობლემის გადასაჭრელად)

3. ფეხბურთელებს არ ექნებათ უფლება თამაშის მიმდინარეობისას გადაიფურთხონ ან ცხვირი მოიხოცონ.

ეს წესი პოტენციური დაინფიცირების რაოდენობას შეამცირებს.

4. ფეხბურთელებს ბალახზე გასვლამდე მოუწევთ სტერილური კედლის გავლა.

5. მოედნის მთელ ტერიტორიაზე (არა მხოლოდ მინდორი) დაშვებული იქნება მხლოდ 110 ადამიანი.

თანაც დაკავებულ ადგილებს შორის საკმაო მანძილი უნდა იყოს დაცული.

6. ფეხბურთელებს ასევე ეკრძალებათ მატჩისწინა ხელის ჩამორთმევის ცერემონიალი.

წარმოგიდგენიათ როგორ მიესალმებოდნენ ერთმანეთს იუნაიტედის და ლივერპულის ფეხბურთელები იდაყვების მიდებით?

7. დროებით შეწყვეტენ საქმიანობას ე.წ. "აუტშიკები"

ball boy-ებისა და იმ მაყურებლის მოვალეობას, რომლებიც ტრიბუნებზე გადაგდებულ ბურთებს აბრუნებდნენ თამაშში, უფრო მეტი ბურთები შეასრულებენ, რომლებიც დიდი რაოდენობით იქნება მოედნის კიდეებზე.

8. გოლის აღნიშვნა 16 ადამიანთან ერთად ვირტუალურად იქნება შესაძლებელი.

გუნდებს მიეცათ უფლება მოედნის კუთხეებში დაამონტაჟონ დიდი ეკრანები, რომლებშიც ლაივ რეჟიმში ჩართული 16 გულშემატკივრის გამოსახულება იქნება. ამ ეკრანებთან მირბენა და ერთგულ გულშემატკივართან გოლის აღნიშვნა შეეძლებათ ფეხბურთელებს.

9. ხურდის აგდების ხმა - coin toss sound მატჩების ტრანსლაციის დროს გაჟღერდება ტელეეკრანებზე.

იქნებ ვიდეზეც აღბეჭდონ ეს სასიამოვნო მომენტი?


ეს იყო ის 9 ძირითადი ცვლილება, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგას შეეხო. ფეხბურთის მოყვარულებს იმედი გვაქვს, რომ პანდემია მალე და წარმატებით დასრულდებ, რაც საშუალებას მოგვცემს მეგობრებთან ერთად მოედანზე მატჩის ყურების სიამოვნება კიდევ ერთხელ განვიცადოთ.

თუ კი თქვენც გაქვთ ინფორმაცია სხვა რეგულაციების შესახებ, აუცილებლად გაგვიზიარეთ.


0
17
შეფასება არ არის
ავტორი:მიხეილ ციციშვილი
მიხეილ ციციშვილი
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0