x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ბრაიტონი 0 - 3 მანჩესტერ იუნაიტედი - ინგლისის პრემიერ ლიგის 32 ტურის შეხვედრის მიმოხილვა
2020 წლის 30 დეკემბერს ინგლისის უმაღლესი ლიგის ეგიდით გაიმართა შეხვედრა მასპინძელ ბრაიტონსა და ერთერთ ყველაზე ტიტულოვან ინგლისურ გუნდს - მანჩესტერ იუნაიტედს შორის. კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეპიდსიტუაციის ფონზე ახლახანს განახლებულ "პრემიერ ლიგაში", როგორც ყველა სხვა ეს შეხვედრაც მაყურებლის გარეშე ჩატარდა. მას ვისაც, თუნდაც ერთხელ მაინც უნახავს ფეხბურთის მატჩი ტელევიზიითაც კი, აუცილებლად იგრძნობდა იმ ატმოსფეროს სიმწირეს, რომელიც თან ახლავს გულშემატკივრის ტრიბუნებზე ყოფნას.

მაყურებლის გარეშე ჩატარებული მატჩი

ორივე გუნდისთვის ეს შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, იმდენად რამდენადაც აქ მოპოვებული გამარჯვება იუნაიტედს დააბრუნებდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ხოლო ბრაიტონი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში 9 ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვებდა მე-16 პოზიციაზე მყოფ ვესტ ჰემს.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან მანჩესტერელთა უპირატესობით დაიწყო. გუნდის მენეჯერმა ოლე გუნარ სულშერმა თავიდანვე შემტევი ხასიათის ტაქტიკა მოსინჯა, რაც აშკარად წარმატებული გამოდგა წითლებისთვის.


პირველი ტაიმის პირველსავე ნახევარში იუნაიტედის თინეიჯერმა და უნიჭიერესმა თავდამსხმელმა, მეისონ გრინვუდმა მე-16 წუთზე გახსნა შეხვედრის ანგარიში: მან, თავისი დამახასიათებელი მოძრაობით ორ მეტოქეს შორის იპოვნა ცარიელი ადგილი და მარცხენა ფეხის ძლიერი დარტყმის შედეგად გაიტანა გოლი.

მეისონ გრინვუდის მიერ დარტყმული ბურთი,  რომელსაც მოჰყვა გოლი ბრაიტონის კარში

პირველ გოლს მალევე მოჰყვა მანჩესტერელთა პორტუგალიელი ახალწვეულის, ბრუნო ფერნანდეშის მიერ გატანილი მეორე გოლი შეხვედრის 29-ე წუთზე, რომელმაც ფრანგი თანაგუნდელის, პოლ პოგბას მოკლე გადაცემის შემდეგ შეძლო და კარის მარცხენა კუთხეში გაიტანა. ბრუნო ფერნანდეში გუნდისთვის ნამდვილ მოტივაციად და ახალ ძალად იქცა, რაც აშკარად შეიმჩნევა.

ბრაიტონის ფეხბურთელები აქტიურად ცდილობდნენ თამაშის დამორჩილებას რაც საკმაოდ რთული ამოცანა იყო თუნდაც საკმაოდ დასუსტებული იუნაიტედის წინააღმდეგ. რამოდენიმე ცდის მიუხედავად, შეხვედრის პირველ ნახევარში მხოლოდ ორჯერ შეძლეს მეტოქის კარისკენ ბურთის დარტყმა, თუმცა არცერთი არ მოხვედრილა წითლების მეკარის დევიდ დე ხეას კარის ჩარჩოში.

შეხვედრის მეორე ნახევარიც მანჩესტერელების დომინირებით გაგრძელდა და ისევ პორტუგალიელმა ფერნანდეშმა შეძლო და 50 წუთზე გაიტანა აღნიშნული შეხვედრის მესამე უპასუხო, ხოლო ინდივიდუალური მეორე გოლი, რაც ასევე უკანასკნელი აღმოჩნდა შეხვედრისთვის. პირველი ნახევრის გოლის ავტორის მეისონ გრინვუდის ძალიან ლამაზი გადაცემის წყალობით პორტუგალიელმა ერთი შეხებით შეძლო ბრაიტონელთა მეკარის მეთიუ რაიანის დაჯაბვნა.

მატჩის 71-ე წუთზე ბრაიტონის ბელგიელმა ფეხბურთელმა ლეანდრო ტროსარმა თითქმის შეძლო ანგარიშის შემცირება ულამაზესი მოძრაობითა და კარში დარტყმული ბურთით, (რომელიც 90 წუთში ბრაიტონის მიერ შესრულებული 2 დარტყმიდან ერთერთი აღმოჩნდა) თუმცა წითლების ესპანელმა მეკარემ არანაკლები სანახაობრივი ნახტომით მოიგერია უძლიერესი დარტყმული.

ლეანდრო ტროსარის უძლიერეს დარტყმას იგერიებს დევიდ დე ხეა

საბოლოოდ შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებითა და 3 უპასუხო გოლით დასრულდა, რამაც წითლების, ერთ-ერთ ისტორიულ მოწინააღმდეგესთან - ლონდონის ჩელსისთან ქულათა სხვაობა ორამდე დაწია. ხოლო ბრაიტონი კი კვლავ უსწრებს ვესტ ჰემ იუნაიტედს 3 ქულით.

მომდევნო შეხვედრებს იუნაიტედი და ბრაიტონი შესაბამისად გამართავენ ბორნმუთთან და ნიუკასლ იუნაიტედთან, რომელ შეხვედრებშიც ასევე ველოდებით დაძაბულ თამაშს, ისევ და ისევ მაყურებლის გარეშე.




2
11
1-ს მოსწონს
ავტორი:მიხეილ ციციშვილი
მიხეილ ციციშვილი
11
  
2020, 2 ივლისი, 13:12
სპორტნიუსები აკლია საიტს კაკრააზ ???? უდაჩი
0 1 2