x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
რუსული კატასტროფა: პუტინის დე ფაქტო გამეფებას მოსახლეობის 75 %-ზე მეტი უჭერს მხარს
იმ პირობებში, როცა რუსეთში ხელისუფლების დაგვიანებული და არასათანადო რეაგირების შედეგად კორონავირუსით 654 405 ადამიანია დაავადებული, საიდანაც 6556 შემთხვევა მხოლოდ ბოლო 24 საათის მანძილზე გამოვლინდა, ყირიმის ანექსიის გამო უმკაცრესი საერთაშორისო სანქციები მოქმედებს და ნავთობის ფასი დაეცა, მოსახლეობის 75 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა იმას, რომ მოქმედ პრეზიდენტს 2036 წლამდე შეუძლია დარჩეს საკუთარ სავარძელში, რაც იმის ტოლფასია, რომ პუტინი უკვე დე ფაქტო მეფეა. ეს კი მონარქიის დაკანონებას და ახალი რუსული აბსოლუტიზმის სრულ ტრიუმფს ნიშნავს და არის მაჩვენებელი იმის, თუ რა მარტივად შეგიძლია მოახდინო საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მაშინ, თუ ყველა შენს მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანს სიკვდილის ბრიგადებს მიუსევ და თავისუფალ პრესას სისხლში ჩაახშობ.


პირველი ივლისის მონაცემებით, დათვლილია ხმების 30 %-ზე მეტი, საიდანაც 75 %-მა მხარი ახალ კონსტიტუციას დაუჭირა, სადაც მთავარი პუნქტი პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებაა.


აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რათა ახალი კონსტიტუციისთვის ხმა მოსახლეობის მაქსიმალურ რაოდენობას მიეცა, ხელისუფლებამ აქტიურად მიმართა მოსყიდვას, რაც მოდერნიზებული დიქტატორული მმართველობების ჩვეულ სტილში ჯდება.


ამასობაში რუსეთი სულ უფრო იძირება ეკონომიკური სტაგნაციის ჭაობში. მსოფლიო სავალუტო ფონდის შეფასებით, აქ წლევანდელი ეკონომიკური ვარდნა - 5, 5 %-ს შეადგენს (შედარებისთვის ვარდნა ჩვენს ქვეყანაში - 4 %-ია, რისი კომპენსირებაც ევროკავშირიდან და სხვა დონორებიდან მიღებული გრანტებით მოხდა, რისი შანსიც საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ რუსეთს არ გააჩნია), ხოლო სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესება არც მომავალი წლისთვის არ არის პროგნოზირებული.


პუტინი

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0