x
რა არის ალცჰაიმერის დაავადება? მისი ეტაპები, სიმპტომები, პრევენცია და არსებობს თუ არა ალცჰაიმერის მკურნალობის გზები.
image

ალცჰაიმერის დაავადება არის შეუქცევადი, პროგრესირებადი ტვინის დაავადება, რომელიც ნელა ანგრევს მეხსიერებას და აზროვნების უნარს. დაავადების ადრეული ნიშნები შეიძლება იყოს ბოლოდროინდელი მოვლენების ან საუბრების დავიწყება. საბოლოოდ, უმარტივესი დავალებების შესრულების უნარი აღარ შესწევს ადამიანს.

ალცჰაიმერის დაავადების მიმდინარე მედიკამენტებმა შეიძლება დროებით გააუმჯობესოს სიმპტომები ან შეანელოს დემენციის ტემპი. ეს მკურნალობა ზოგჯერ შეიძლება დაეხმაროს ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებს, რათა გარკვეული დროით მაქსიმალურად გაზარდონ ფუნქცია და შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა.

არ არსებობს მკურნალობა, რომელიც კურნავს ალცჰაიმერის დაავადებას ან ცვლის დაავადების პროცესს ტვინში. დაავადების მოწინავე ეტაპზე, გართულებები თავის ტვინის ფუნქციის მკვეთრი დაკარგვისგან - როგორიცაა დეჰიდრატაცია, ცუდად კვება ან ინფექცია - იწვევს სიკვდილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევების თანახმად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 5, 5 მილიონზე მეტ ამერიკელს, მათი უმეტესობა 65 წლის და უფრო მეტი ასაკის, შეიძლება ჰქონდეს ალცჰაიმერის მიერ გამოწვეული დემენცია. ამჟამად ალცჰაიმერის დაავადება შეერთებული შტატების სიკვდილის რიგით მეექვსე ადგილზეა, მაგრამ ბოლოდროინდელი შეფასებით, ეს დაავადება შეიძლება მესამე ადგილზე აღმოჩნდეს, გულის დაავადებებისა და კიბოს შემდეგ, როგორც ხანდაზმულთა სიკვდილის მიზეზი.


ალცჰეიმერის დაავადების ეტაპები:

დაავადების განვითარების პერიოდი იყოფა ოთხ ეტაპად, შემეცნებითი და ფუნქციური უნარების გაუარესების დონის მიხედვით.

  • დემენციამდელი ეტაპი
  • ადრეული ეტაპი
  • გარდამავალი ეტაპი
  • საბოლოო ეტაპი
ალცჰაიმერის დაავადების ნიშნები და სიმპტომები:

  • დემენციამდელ ეტაპზე სიმპტომებს შეცდომით უკავშირებენ სიბერეს ან სტრესს. ადრეული სიმპტომები გავლენას ახდენენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათგან ყველაზე მეტად შესამჩნევია მოკლევადიანი მახსოვრობა, რაც იწვევს ბოლო პერიოდში შესწავლილი ფაქტების დამახსოვრების პრობლემებს და ახალი ინფორმაციის მოპოვების უნარის დაკარგვას.
  • ადრეულ ეტაპზე სიმპტომებია
    • მეხსიერების დაკარგვა
    • სწორად განსჯის უნარის დაკარგვა, რასაც ცუდი გადაწყვეტილებების მიღება მოყვება
    • უფრო დიდ დროს ანდომებენ ყოველდღიური საქმეების გაკეთებას
    • კითხვების განმეორება
    • ნივთების დაკარგვა ან უცნაურ ადგილებში განთავსება
    • გადასახადების გადახდის დავიწყება, რაც მეხსიების დაკარგვასთანაა კავშირში
    • განწყობა და პიროვნების ცვლილება
    • მოზღვავებული შფოთვა და აგრესიულობა
  • გარდამავალ ეტაპზე
    • იზრდება მეხსიერების დაქვეითება და დაბნეულობა
    • ახალი ნივთების სწავლის უნარი არ აქვთ
    • უჭირთ მეტყველება და პრობლემები აქვთ კითხვისას, წერისას და რიცხვებთან მუშაობისას
    • უჭირთ ლოგიკურად აზროვნება
    • პრობლემები აქვთ ახალი სიტუაციების მოგვარებასთან
    • უჭირთ მრავალსაფეხურიანი დავალებების შესრულება
    • ვერ ცნობენ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს
    • ჭირთ ჰალუცინაციები, ბოდვები და პარანოია
    • მოუსვენრობა, აგიტაცია, შფოთვა, ცრემლი
    • იმეორებენ მოძრაობებს და განცხადებებს
  • საბოლოო ეტაპზე
    • არ შეუძლიათ კომუნიკაცია
    • იკლებენ წონაში
    • კანის ინფექციური დაავადებები ემართებათ
    • კრუნჩხვები
    • ყლაპვის გაძნელება
    • მეტად ძილიანია
    • კონტროლი აქვთ დაკარგული ნაწლავსა და შარდის ბუშტზე

    რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას?

    მეცნიერებს ჯერ კიდევ არ ესმით, თუ რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას. ადრეული ასაკის ადამიანებში გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა გენეტიკური მუტაცია იყოს. ალცჰაიმერის გვიან დაწყების შედეგად წარმოიქმნება ტვინის ცვლილებების რთული სერია, რომელიც გრძელდება ათწლეულების განმავლობაში. მიზეზები, ალბათ, მოიცავს გენეტიკურ, გარემოსდაცვით და ცხოვრების სტილის ფაქტორების ერთობლიობას. ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, უცნობია. გარდა შემთხვევათა 1-5%-ისა, როდესაც გენეტიკური ფაქტორები ვლინდება.

    პრევენცია

    ალცჰაიმერის დაავადების პრევენციის ეფექტური საშუალება დღესდღეობით არ არსებობს. ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, არსებობს გარკვეულ ცვალებად ფაქტორებთან კავშირი, როგორიცაა, დიეტა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკი, ფარმაცევტული პროდუქცია, ინტელექტუალური აქტივობები და პოპულაციაში ალცჰაიმერის განვითარების ალბათობა. დამატებითი განხილვის, მათ შორის, კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდება — შესაძლებელია, თუ არა აღნიშნული ფაქტორების მეშვეობით დაავადების პრევენცია

    როგორ ვუმკურნალოთ ალცჰაიმერის დაავადებას?

    ალცჰეიმერის დაავადება კომპლექსურია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე წამალმა ან სხვა ჩარევამ შეძლოს წარმატებით მკურნალობა. აქტუალური მიდგომები ფოკუსირებულია ადამიანების დახმარებაზე, რომ შეინარჩუნონ გონებრივი ფუნქცია, ქცევითი სიმპტომების მართვა და გარკვეული პრობლემები შენელდეს, მაგალითად- მეხსიერების დაქვეითება. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ შეიმუშავებენ თერაპიებს გენეტიკურ, მოლეკულურ და უჯრედულ მექანიზმებს, რომლებიც მიზნად ისახავს დაავადების ფაქტობრივი გამომწვევი მიზეზების შეჩერებას ან თავიდან აიცილებას. დღესდღეობით კი არსებული მედიკამენტები მხოლოდ ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებენ. ისინი მკურნალობენ სიმპტომებს და არა დაავადებას.

    0
    196
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ჟუჟუნა ჯაბნიაშვილი
    ჟუჟუნა ჯაბნიაშვილი
    196
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0