x
რა არის პირის ღრუს ტუბერკულოზი? მისი კლინიკური სურათი, დიაგნოსტიკა, დიფერენციალური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

image


პირის ღრუსა ტუბერკულოზი ტუბერკულოზის მიკობაქტერიით გამოწვეული სპეციფიკური დაავადებაა. ეს დაავადება ბოლო წლებში იშვიათობაა.

ეტიოლოგია: ტუბერკულოზის გამომწვევს- ტუბერკულოზის მიკობაქტერიას(კოხის ბაქტერია)- შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა პათოგენურობა და შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მრავალფეროვანი ფორმები. პათოგენური მიკობაქტერიებია: M.tuberculosis-ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რომელიც შემთხვევათა 91%-ში იწვევს დაავადებას. M.bovis - ხარის ტიპი, რომელიც შემთხვევათა 5%-ში იწვევს დაავადებას. M.africanum- აფრიკული ტიპი, რომელიც შემთხვევათა 3%-ში იწვევს დაავადებას.

პათოგენეზი: ინფექცია ავადმყოფიდან უმთავრესად გადადის აეროგენული გზით. ჰაერში გამოფრქვეული უხილავი წვეთები 1-5 მკმ-ის ზომის ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში იმყოფებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოში გამოყოფილი პათოგენური მიკობაქტერიები არ მრავლდებიან. ასევე იშვიათად, თუმცა შესაძლებელია დაავადება გადავიდეს ალიმენტური გზით დაავადებული ძროხის რძის საშუალებით. ასევე კონტაქტური გზით-დაზიანებული კანის და ლორწოვანის საშუალებით. ინფექციის პირველი მოხვედრა ორგანიზმში იწვევს ფარულ ტუბერკულოზურ აფექტს, ხშირად ფილტვებში, რომელიც შეიძლება განიკურნოს. პირის ღრუში, სახის და კისრის, ყბების ქსოვილებში ტუბერკულოზური ინფექცია ხვდება ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზებით აქტიური პროცესის უბნებიდან, ასევე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევეის დროს.


განასხვავებენ პირველად და მეორად ტუბერკულოზურ დაზიანებას.

ტუბერკულოზის განვითარებასა და მიმდინარეობაში დიდ როლს თამაშობს ორგანიზმის დამცავი რეაქციების და იმუნიტეტის დარღვევა. ვინაიდან მაღალი იმუნიტეტის მქონე პირების შესაძლებელია მოხვდეს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის ჩხირი, თუმცა ინფიცირება არ გამოიწვიოს.

პათოლოგიური ანატომია: ტუბერკულოზიის მიკობაქტერიის თავმოყრის ადგილის ირგვლივ ვითარდება უჯრედული რეაქცია-ინფექციური გრანულომა ან ე.წ. ტუბერკულოზური ბორცვი, რომელიც იშლება და წარმოიქმნება კაზეოზური კერა.

კლინიკური სურათი: ტუბერკულოზით შეიძლება დაზიანდეს სახის და კისრის კანი, კანქვეშა უჯრედისი, პირის ღრუს ლოწოვანი გარსი და ლორწქვეშა ფუძე, ლიმფური კვანძები, ყბები.

პირველადი ტუბერკულოზი ხშირად არის კანის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მიდამოში, სახის და კისრის ლიმფურ კვანძებში, სადაც პაპულა, ბუშტუკი ან პუსტულა წარმოიქმნება, რომელიც იხსნება მტკივნეული წყლულის წარმოქმნით და რომელიც ან ხორცდება, ან ვრცელდება მეზობელ ქსოვილებზე.

მეორადი ტუბერკულოზი, ძირითადად ბავშვებში გვხვდება. დაავადებას ქრონიკული ხასიათი აქვს, მრავალი თვის და წლის განმავლობაშიც კი დაავადება დამაკმაყოფილებელია. იგი უფრო ხშირად ვითარდება ტუბერკულოზური კერების ახლოს ყბებში ან რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და ლოკალიზდება კანში, კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისში (კოლიქვაციური ტუბერკულოზი ანუ სკროფულოდერმა).

სკროფულოდერმასთვის დამახასიათებელის ინფილტრატის გავრცელება კანში, კანქვეშა უჯრედისში ერთეული კვანძების და ჯაჭვის სახით, რომლებიც იხსნება გარეთ და წარმოიქმნება ფისტულები, წყლულები ან ორივე ერთად. ტუბერკულოზური კერების შეხორცების შემდეგ რჩება დამახასიათებელი ვარსკვლავისებური ატროფირებული ნაწიბურები.

ძვლებში, ფილტვებში, ლიმფურ კვანძებში ტუბერკულოზური დაზიანების დროს, მეორადი დაზიანების სახით გვხვდება ტუბერკულოზური მგლურა, რომელიც ლოკალიზებულია პირის ღრუს და ცხვირის ლორწოვან გარსებზე, სახის კანზე ცალკეული ბორცვების ან შეხორცებული ლუპომების სახით. როდესაც ბორცვები იშლება, წარმოიქმნება წყლულები, რომელიც არის რბილი, უსწორმასწორო კიდეებით და ფსკერი არის გრანულაციური. პროცესი მიმდინარეობს ქრონიკულად, შემდეგ კი ნაწიბურდება განსაკუთრებით სახეზე და თან ახლავს ტუჩების და ცხვირის დეფოორმაცია.

მეორადი ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ყბა-სახის მიდამოს ლიმფური კვანძების დაზიანება.დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს, კლინიკურად შესაძლოა სახეზე გვქონდეს სუბფებრილური ტემპერატურა, საერთო სისუსტე, მადის დაკარგვა. სახის და კისრის მიდამოებში გადიდებულია ლიმფური კვანძები, რომლებიც უმტკივნეულოა, მკვრიველასტიური კონსისტენციის. დაავადება გამწვავდება რა დროსაც კვანძები ჩირქდება და ქსოვილები იშლება, ამის გამო ვითარდება ფუსტულა. ზოგ პაციენტში ეს ყველაფერი ნელა მიმდინარეობს.

ტუბერკულოზით ხშირად ზიანდება ყბაბურა ჯირკვალი, იშვიათად ყბისყვეშა სანერწყვე ჯირკვალი.

პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსის ფილტვებში არსებობისას, ყბების დაზიანება, ძირითადად, ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში, ამ დროს ძვალში წარმოიქმნება ერთეული კერა, რასაც თან ახლავს გამოხატული პერიოსტული რეაქცია.

ძვალში არსებული ტუბერკულოზური კერა თანდათან ვრცელდება ძვლის სხვა უბნებზე, ძვლისსაზრდელაზე, რბილ ქსოვუილებზე, რაც ხელს უწყობს ტკივილის, საღეჭი კუნთების ანთებითი კონტრაქტურის და ინტოქსიკაციის ზოგადი სიმპტომების გაჩენას.

პროცესში ძვლის მიმდებარე რბილი ქსოვილების ჩათრევა იწვევს „ცივი“ აბსცესების გაჩენას, რომლებიც იხსენაბ და გამოიყოფა წყლიანი ექსუდატი დახჭსებრი დაშლის გუნდები. ამის შემდეგ რჩება ძვალთან შეხორცებული ნარჩენი ინფილტრატები, მრავლობითი ფისტულები მცირე გამონაყოფით. ფისტულების შეხორცება ტოვებს ატროფიულ ნაწიბურებს.

რენტგენოგრამაზე ჩანს ძვლების რეზორბცია და ცალკეული ძვალშდა კერები მკაფიო საზღვრებით, რომლებიც ზოგჯერ შეიცავს წვრილ სეკვესტრებს.

ძვლის ტუბერკულოზი ფილტვების ტუბერკულოზის აქტიური ფორმის დროს ჩნდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან პროცესის გვრცველებისას, ზოგჯერ, დენტალური გზით. თავდაპიურველად აღინიშნება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტუბერკულოზური დაზიანება, რომელიც გადადის ყბის სხეულზე. წყლულოვანი ზედაპირები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე მტკივნეულია, ვრცელდება სიღრმეშ ძლისსაზრდელაზე და ძვლის ზედაპირულ ნაწილებზე. ამ უბნებზე არსებული კბილები მოძრავია, ზოგჯერ ვითარდება მწვერვალოვანი პერიოდონტიტი. პროცესში ხშირად ჩართლია ყბის მიმდებარე რბილი ქსოვილები. ინფილტრატები იშლება და წარმოქმნიან „ცივ“ აბსცესებს, რომლებიც თავის შემდეგ ტოვებენ მრავლობითიფისტულის ხვრელებს. პროცესის ხანგრძლივად მიმდინარეობის დროს აღინიშნება კორტიკალური სეკვსტრების მოცილება.

მეორადი ჩირქმბადი ინფექციის გაჩენა ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას და ტუბერკულოზური ინფექცია ვრცელდება ძვლის ახალ უბნებზე.

ყბების დაზიანება აქტუიური სპეციფიკური პროცესის დროს რენტგენოლოგიურად გამოხატულია ძვლის დაშლით, კომპაქტური ფირფიტით, ძლის ტრაბეკულების ტანდათანობით რეზორბციით და მათი ტუბერკულოზური გრანულომებით ჩანაცვლებით. წარმოიქმნება ძვალშდა ღრუები, რომლებშიც ჩანს წვრილი სეკვესტრები.

დიაგნოსტიკა: ტუბერკულოზის დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებლად საჭიროა ტუბერკულინური დიაგნოსტიკა (მანტუს, პირკეს, კოხის სინჯები) რენტგენოლოგიური კვლევა; წყლულებიდან უჯრედების ანაბეჭდების და ჩირქის ნაცხების ციტოლოგიური შესწავლა; ტუბერკულოზის მიკობაქტერიების კულტურის გამოყოფა; ქსოვილების პათოჰისტოლოგიური გამოკვლევა.

დიფერენციალური დიაგნოზი: ტუბერკულოზური ლიმფადენიტის დიფერენცირება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვეულებრივი ჩირქმბადი ინფექციით გამოწვეული აბსცესისა და ლიმფადენიტისგან. ასევა ყბების ტუბერკულოზური დაზიანება უნდა განვასხვაოთ ოსტეომიელიტისგან. პირის ღრუს, სახის, ყბების ტუბერკულოზურ დაზიანებებს აქვთ მსგავსება აქტინომიკოზთან და ათაშანგთან ამიტომ მათთანაც უნდა ჩატარდეს დიფ. დიაგნოზი.

მკურნალობა: მკურნალობა პირის ღრუსა და ყბა-სახის ორგანოების ტუბერკულოზის დროს ტარდება ფტიზიატრიულ კლინიკებში. ტუბერკულოზის მკურნალობა გულისხმობს ქიმიოთერაპიის ჩატარებას რამდენიმე ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატის კომბინაციით. პირველი რიგის ძირითადი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებია: იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი, სტრეპტომიცინი, ეტამბუტოლი. აუცილებელია რომ ეს 5-ივე პრეპარატი ერთდროულად დაენიშნოს პაციენტს, ვინაიდან რომელიმე ერთის დანიშვნისას შესაძლებელია რეზისტენტული შტამი ჩამოყალიბდეს.

ქირურგიული ჩარევა გულისხმობს კერაში არსებული კბილის ამოღებას, გრანულაციის და სეკვესტრების მოცილებას, ღრუების ტამპონადას იოდოფორმიანი მარილით. მგლურას დროს კონსერვატიული მკურნალობის დამთავრების შემდეგ- აღდგენითი ქირურგია.

პროგნოზი: სწრაფად დასმული დიაგნოზის და ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზის საიმედოა.


0
219
შეფასება არ არის
ავტორი:ჟუჟუნა ჯაბნიაშვილი
ჟუჟუნა ჯაბნიაშვილი
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0