x
აკნე
image

აკნე

  • რა არის აკნე? (დამახასიათებელი ნიშნები)
Acne Vulgaris – (ჩვეულებრივი ფერისმჭამელა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დერმატო-კოსმეტოლოგიური პრობლემაა. აკნე არის ცხიმოვანი ჯირკვლების დაავადება, კანის თმის ფოლიკულის ქრონიკული ანთება. მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის გამონაყარი :

  • პაპულები
  • პუსტულები
  • კისტები
  • ღია და დახურული კომედონები


აკნე ყველაზე ხშირად ვლინდება სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება. აგრეთვე მისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების და ღია ფერიმჭამელების სახით, ასევე თეთრი დახურული ელემენტების სახით. უფრო ხშირად ლოკალიზაციის არე არის თავის თმიანი არე, გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოები სადაც ყველაზე ხშირად არის წარმოდგენილი.


  • რამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება?
დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან.

  • ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას.
  • ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პრომიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებითი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმოქმნას.


აღნიშნული დაავადება გადამდები არ არის, თუმცა გენეტიკური ფაქტორი გარკვეულწილად კავშირშია და ამასთანავე გასათვალისწინებელიც, რაც ამის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების მგრძნობელობის ზრდისას სასქესო ჰორმონების ანდროგენე-ბის მიმართ.


  • ვინ ავადდება ფერისმჭამელებით?
  • ჩვილები
  • ქალები 30-40 წ
  • ქალები მენსტრუალური ციკლის წინ
  • ავადმყოფები რომლებიც ღებულობენ : კორტიკოსტეროიდებს, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონებს, ლითიუმის იოდისა და ბრომის პრეპარატებს, ტუბერკულოსტატიკურ პრეპარატებს.

  • რითი ხდება დიაგნოსტირება?

  • კომედონების აღმოჩენა 5-10
  • კომედონებთან ერთად ანთებადი ელემენტები
  • ერთეული პაპულა ან პისტულა

  • რასთან ვატატებთ დიფერენციალურ დიაგნოსტიკას?
  • სიკოზი
  • როზაცეა
  • პერიორალური დერმატიტი
  • სუბორეული დერმატიტი

  • მკურნალობა
მკურნალობის მიზანია:

  • კლინიკური ნიშნების შემცირება
  • ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება
  • დანაწიბურების თავიდან აცილება

დაავადების სწორი და ეფექტური მკურნალობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზირებას, ასევე დაავადების სტადიისა და ფორმის განსაზღვრას. მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში, მდგომარეობის ცვლილების კონტროლი, რაც დიდწილად აისახება შედეგზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ თერაპიას, რომელიც უშუალოდ მიმართულია დაავადების გამომწვევი მიზეზისკენ. ასეთ შემთხვევაში შედეგი გაცილებით მოკლე ვადაში მიიღწევა.



  • კლინიკა
კანშვი ვიყენებთ მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც დამტკიცებულია და კვლევა ჩატარებულია ევროპის წამყვან ქვეყნებში . აღნიშნული მეთოდი მკურნალობას უფრო კომფორტულსა და ნაკლებად შემაწუხებელს ხდის. შედეგი, კი, როგორც წესი სწრაფი ტემპით მიიღწევა.

  • რისკი და სხვა დაავადებები
არსებობს მთელი რიგი დაავადებებისა, რომლის დროსაც შეიძლება მოხდეს აკნეს გართულება. ამ შემთხვევაში, უპირატესად ეს ეხება ანდროგენებს - სასქესო ჰორმონებს, რაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში, ხშირ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მენსტრუაციული ციკლის დარღვევით, სახეზე ჭარბთმიანობის - ჰიპერტრიხოზის წარმოქმნით, პოლიკისტოზის და სხვა პათოლოგიების თანდართვით. იმისთვის რომ აკნეს მკურნალობა გახდეს მაქსიმალურად ეფექტური, პირველ რიგში აუცილებელია ამ პათოლოგიების კორექცია. მამაკაცების შემთხვევაში ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის ფიზიკური აქტივობა. ამ დროსაც ხდება სასქესო ჰორმონების - ტოსტესტერონის ზრდა, რაც იწვევს ცხიმიანობის მატებას. ამიტომ ვინც აქტიური სპორტით არის დაკავებული, მათთვის საპროფილაქტიკოდ ინიშნება შესაბამისი მოვლის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების გართულება.



  • რჩევები აღნიშნული დაავადებისათვის
კოსმეტიკის სწორად შერჩევას, მკურნალობის პერიოდში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

  • ხშირ შემთხვევაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში სხვადასხვა ტიპის მაკიაჟი, თუ ის არის ცხიმოვანი ტექსტურის შემცვლელი, ხდება დაავადების გამწვავების მიზეზი. ასეთ დროს ჰიგიენური საშუალებების გამოყენებით დაწყებული და დასრულებული ნებისმიერი სახის კრემის გარეგანი გამოყენებისას მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო.
0
91
შეფასება არ არის
ავტორი:გულთაზი ცანავა
გულთაზი ცანავა
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0