x
დარსონვალიზაცია
image

დარსონვალიზაცია

დარსონვალიზაცია 100 წელზე მეტ დროს ითვლის ფრანგი ფიზიკოსის ჟაკ არსენ დარსონვალის გამოგონება, რომლის სახელსაც ატარებს დარსონვალიზაციის ტექნოლოგია და პროცედურები. დარსონვალიზაციის ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა მაღალი სიხშირის დენის გატარება ცოცხალ ორგანიზმში, ყოველგვარი უარყოფითი გავლენების გარეშე. ამავდროულად, დარსონვალიზაცია ახდენს სხვა და სხვა ფიზიოლოგიურ ეფექტს, გამოყენების დანიშნულებიდან გამომდინარე.

არსებობს დარსონვალიზაციის ორი მეთოდი : ზოგადი და ადგილობრივი დარსონვალიზაცია. ზოგადი დარსონვალიზაციის დროს ავადმყოფს ათავსებენ სოლენოიდში, რომლის ხვეულებში დარსონვალის დენს ატარებენ. ამ მეთოდის მოქმედების შედეგად ქსოვილებში წარმოიქმნება ჰორიზონტალური გრიგლური დენი. ელექტრომაგნიტური დენის ინდიკაციისთვის იყენებენ ნეონის ნათურას, რომლის ანთება მიუთითებს ველის არსებობაზე.


ზოგადი დარსონვალიზაცია იწვევს :

  • არტერიული წნევის დაქვეითებას ;
  • თავის ტვინის სისხლძარღვთა ტონუსის ნორმალიზებას;
  • სისხლის შედედების უნარის დაქვეითებას;
  • თავის ტვინში შეკავებითი პროცესების გაძლიერებას
ყოველივე ამის შემდეგ უმჯობესდება ძილი, შრომის უნარი, ქრება დაღლილობა, თავის ტკივილი და სხვ.

ადგილობრივი დარსონვალიზაციისთვის იყენებენ მინის ვაკუუმელექტროდებს, რომელთა ფორმა სხვადასხვაა. ადგილობრივი დარსონვალიზაციისთვის განკუთვნილ აპარატს ეწოდება “ისკრა’’. ადგილობრივი დარსონვალიზააციის ჩასატარებლად ელექტროდს კანზე ატარებენ. ელექტროდები სხვადასხვა ფორმისაა :

  • სოკოს ფორმის - კანზე ზემოქმედებისათვის, თავის არეში ზემოქმედებისათის;
  • სავარცხლის ფორმის;
  • რექტული;
  • ვაგინური;
  • ყურსა და ღრძილებზე პროცედურის ჩასატარებლად განკუთვნილი ელექტროდები და სხვ.image

ადგილობრივი დარსონვალიზაციის დროს ფიზიოლოგიური რეაქცია ლოკალური ან სეგმენტური ხასიათისაა. მისი მოქმედებით უმჯობესდება : სისხლის მიმოქცევა, ქსოვილების ტროფიკა, ვენების ტონუსი ძლიერდება, ვენური სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება. მას ახასიათებს :

  • ანტისპაზმური მოქმედება;
  • ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;
  • ბაქტერიოციდული მოქმედება.
კარდიალგიის დროს გულის არეში დარსონვალიზაციის პროცედურით ქვეითდება :

  • სისხლძარღვთა ტონუსი;
  • არტერიული წნევა;
  • გულის რიტმი იშვიათდება.
ვენური სისხლის მიმოქცევის დაქვეითების დროს დარსონვალიზაცია სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას აუმჯობესებს, ვენების ტონუსს აძლიერებს, ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას იწვევს.

ზოგადი დარსონვალიზაციისთვის იყენებენ აპარატს “ვიხრ-1’’, რომელიც ეკრანიან კაბინეტში უნდა დაამონტაჟონ, რათა ხელი არ შეუშალოს რადიოგადაცემას. ადგილობრივი დარსონვალიზაციისთვის იყენებენ აპარატებს : “ისკრა-1’’ და “ისკრა-2’’.

ზოგადი დარსონვალიზაციის პროცედურას ავადმყოფს უტარებენ 10-12-15 წუთის ხანგრძლივობით, მკურნალობის კურსი 15-20პროცედურისგან შედგება. ადგილობრივი დარსონვალიზაციის პროცედურა ტარდება 5-20 წუთის ხანგრძლივობით, სუსტი, საშუალო და დიდი ინტენსივობით. მკურნალობის კურსი 5-30 პროცედურით განისაზღვრება.

ადგილობრივი დარსონვალიზაციის პროცედურა შეიძლება ჩაატარონ ელექტროდების კონტაქტური და დისტანციური მეთოდებით. კონტაქტური მეთოდის გამოყენებისას კანი უნდა შეამშრალონ, შეიძლება ტალკი მოაფრქვიონ და ელექტროდის ირგვლივი მოძრაობით ჩაატარონ პროცედურა ისე, რომ ელექტროდი არ მოაშორონ კანს.

თანამედროვე აპარატი დარსონვალიზაციისთვის “კორონა"

image

ჩვენებები და უკუჩვენებები

ზოგადი დარსონვალიზაცია რეკომენდებულია :

  • ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადების დროს;
  • ჰიპერტონული დაავადების საწყისი სტადის დროს და სხვ.
ადგილობრივ დარსონვალიზაციას მიმართავენ :

  • კარდიალური ნევროზის,
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერების,
  • ბუასილის,
  • ტროფიკული წყლულის,
  • თმის ცვენის,
  • პაროდონტოზის,
  • ქრონიკული ანთებითი პროცესების და სხვ.

უკუჩვენებებია :

  • ავთვისებიანი სიმსივნე და სისხლის დენისადმი მიდრეკილება.
0
251
შეფასება არ არის
ავტორი:გულთაზი ცანავა
გულთაზი ცანავა
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0