x
ტუბერკულოზი
image

ტუბერკულოზი


  • ტუბერკულოზი (ლათ. Tuberculum - ხორკლი) - ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს რამდენიმე სახეობის მიკობაქტერია. ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად აზიანებს ფილტვებს. მეოცე საუკუნეში იგი პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადება იყო.
ტუბერკულოზის გამომწვევი - ტუბერკულოზის მიკობაქტერია უხშირესად აზიანებს ფილტვებს. იგი შეიძლება იყოს ჩასუნთქულ ჰაერში, ნახველის წვეთებში, ჭურჭელზე და ასე შემდეგ. ტუბერკულოზი არამარტო ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, არამედ მტვრითაც გადაიტანება. ნესტიან ადგილებში, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას.



  • ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ 2 სტადიას : ინფიცირებისა და დაავადების .
ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით (ცხვირის ღრუ, ხორხი, ტრაქეა, ბრონქები) ჩასუნთქული ჰაერის ნაკადთან ერთად აღწევს ფილტვის ალვეოლებს. თუ ორგანიზმის დამცველობითი ძალები ძლიერია, მაშინ ტუბერკულოზის მიკობაქტერიის წინააღმდეგ ხდება ანტის-ხეულების გამომუშავება, რომლებიც ინფექციის გამომწვევის ირგვლივ ქმნიან სქელ კედელს და თრგუნავენ მის გამრავლებას : წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერა. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება ინფიცირებას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტუბერკულოზის ჩხირის ორგანიზმში მოხვედრის მიუხედავად ინფიცირებულ ადამიანს არ აღენიშნება დაავადების გამოვლინებები და ნიშნები და არ წარმოადგენს ტუბერკულოზური ინფექციის ჯანმრთელ პირებზე გადაცემის წყაროს. ინფიცირებულთა უმრავლესობას არ უვითარდებათ აქტიური ტუბერკულოზი, მხოლოდ შემთხვევათა 10%ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დაავადება. განსაკუთრებით გავრცელებულია ბარის მოსახლეობაში. მთაში მცხოვრებლები ნაკლებად ინფიცირდებიან, მაგრამ როცა ჩამოდიან ბარში, ადვილად ხდებიან ავად. ეს ხდება ინფიცირებისთანავე ან მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმკის დამცველობითი ძალების (იმუნიტეტის) დაქვეითების შედეგად. პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია რომელიც ტარდება სამშობიაროშივე BCG-ვაქცინა - დაინფიცირების ტესტი -მანტუს კანის სინჯი.




რა ნიშნები ახასიათებს ტუბერკულოზს? ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია :

  • სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით დღის II ნახევარში
  • ადვილად დაღლა
  • ღამის ოფლიანობა
  • მადის დაქვეითება
  • წონაში დაკლება
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება
ფილტვის ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს :

  • გახანგრძლივებული (2 ან მეტი კვირის განმავლობაში) ხველა უპირატესად ნახველის გამოყოფით
  • სისხლიანი ხველა
  • ფილტვებიდან სისხლდენა
  • ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნებაგულმკერდის არეში
  • ჰაერის უკმარისობა

ფილტვგარეშე ტუბერკულოზის დროს სხვადასხვა ლოკალიზაციისას ვლინდება დაზიანებული ორგანოსათვის დამახასიათებელი ლოკალური სიმპტომატიკა (მაგალითად, თირკმლების ტუბერკულოზის დროს აღინიშნება ყრუ ტკივილი წელის არეში, სისხლიანი შარდი და ა.შ)ტუბერკულოზი არ ხასიათდება განსაკუთრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები ყოველთვის არ არის გამოწვეული ფილტვების ტუბერკულოზით. იგი შეიძლება შეგვხვდეს სასუნთი სისტემის სხვა დაავადებების დროსაც (მაგ :ბრონქიტი, გრიპი ) . ასეთი პაციენტები ითვლებიან ტუბერკულოზზე ეჭმიტანილად და საჭიროებენ გამოკვლევის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. ჩვეულებრივ შემთხვევაში ხველის დროს, კვლევები იწყება თუ პაციენტი ახველებს 4 კვირაზე მეტი, ტუბერკულოზის გავრცელების არეალში, ასეთი კვლევა ხდება თუ ადამიანი ახველებს 2 კვირაზე მეტს, თუნდაც არ იყოს სხვა ნიშნები.



ტუბერკულოზისა და (პირის ღრუს ) კავშირი


პირის ღრუს ლორწოვანის ტუბერკულოზი, როგორც წესი ფილტვის ტუბერკულოზის მეორადი გამოვლინებაა. ჩნდება პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანებულ ზედაპირზე ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიების მოხვედრით. ამ დროს ზიანდება ლოყების შიდა გარსი, ენა პირის ღრუს ფსკერი. თავდაპირველად ჩნდება ტიპიური ტუბერკულოზური ბორცვები, ხოლო შემდგომ მათი დაშლის შედეგად ჩნდება მცირე ზომის წყლულები, რომლებიც დროთა განმავლობაში ზომაში მატულობენ. თავად წყლული არ არის ღრმა, ფაშარი ფსკერით, რომლებიც დაფარულია სისხლმდენი გრანულაციებით (ახალგაზრდა ქსოვილებით), შეინიშნება უსწორმასწორო კიდეები, შეხებისას აღინიშნება სირბილე . აღნიშნული დაავადებების დროს შეინიშნება წყლულის მწვავე ტკივილი . ადგილობრივი გამოვლინების გარდა, შეინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუარესებაც : სიგამხდრე, მატულობს ენაზე ნადების რაოდენობა, მომატებული ოფლიანობა და სხეულის ტემპერატურა .

პირის ღრუს ლორწოვანის ტუბერკულოზის მკურნალობა ტარდება სპეციალიზებულ დაწესებულებებში . რაც შეეხება ადგილობრივ მკურნალობას, აღნიშნულ შემთხვევაში ტარდება პირის ღრუს სანაცია რემისიის დროს ( დაავადების შესუსტება), ლორწოვანის დამუშავება ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.


0
83
შეფასება არ არის
ავტორი:გულთაზი ცანავა
გულთაზი ცანავა
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0