x
ხელოვნური გვირგვინები
imageimage





დანაკლისი კბილის აღდგენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიკურ, ასევე ფუნქციური თვალსაზრისითც.

კბილის ნაწილობრივი ან სრული არარსებობისას მზადდება:


- სხვადასხვა სახის და მასალის ნაწილობრივი ან მთლიანი პროთეზები


- ხიდები

- ერთეული გვირგვინები


ხელოვნური გვირგვინი არის პროთეზი, რომელიც გამოიყენება კბილის გვირგვინის დაშლის დროს, როდესაც მისი ფორმის აღდგენა ბჟენით ან ჩანართით არ ხერხდება.გარდა ამისა ხელოვნური გვირგვინებს აქვთ სხვა სპეციალური დანიშნულებაც..

ხელოვნური გვირგვინები სხვადასხვა მასალისაგან შეიძლება დამზადდეს - უჟანგო მეტალი, პლასტმასი, ოქრო, მეტალო-პლასტმასი, მეტალო-კერამიკა, ცირკონო-კერამიკა, უმეტალო კერამიკა.უპირატესობა იმ მასალებს ენიჭება, რომლებიც კბილის ბუნებრივ ფერთან და მინანქრის ტექსტურასთან ახლოსაა.სწორად დამზადებული და მორგებული ხელოვნური კონსტრუქციები გამძლეა და წლების განმავლობაში ემსახურება პაციენტს, თუმცა მათი მდომარეობა დამოუკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენაზე.


ხიდები ხელოვნური კბილების მოუხსნელი კონსტრუქციაა, რომელიც ორ ან მეტ საყრდენ კბილზე მაგრდება.ხიდების დასამზადებლათ სხვადასხვა მასალა გამოიყენება, ყველაზე ხშირად მეტალო-კერამიკის ან ცირკონო-კერამიკისგან მზადდება.

ხიდის დამაგრება საყრდენ კბილების მაგივრად შეიძლება იმპლანტებზე.ეს ხშირად საუკეთესო გამოსავალია, თუ დაყრდენი კბილები ინტაქტური ანუ ჯანმრთელია.


დენტალური პროთეზი წარმოადგენს მოსახსნელ კონსტრუქციას ხელოვნური კბილებით და ღრძილით.არსებობს ნაწილობრივი პროთეზი, რომელშიც მხოლოდ დანაკლისი კბილებია დამაგრებული ხელოვნურ ღრძილზე ანუ ბაზისზე.ასევე არსებობს მთლიანი პროთეზი, რომელიც მზადდება როდესაც ყველა კბილი დაკარგულია და მასზე კბილების სრული კომპლექტი ფიქსირდება.ხელოვნური კბილები შეიძლება იყოს პლასტმასის, ფაიფურის ან კომბინირებული.

ნაწილობრივ პროთეზში ფიქსაციის გასაუმჯობესებლად ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სახის კლამერები, რითაც იგი მაგრდება დარჩენილ კბილებზე.


გვირგვინის ტიპებია:


-მთლიანსხმული ლითონი

-ლითონ-კერამიკა

-ლითონ-პოლიმერული

-ფაიფური

-პლასტმასი

-შტამპირებული ლითონი

-შტამპირებული კომბინირებული

-ტელესკოპისებური გვირგვინები

-ეკვატორული გვირგვინები


ფაიფურის გვირგვინები - ამ ტიპის გვირგვინები გამოიყენება, როდესაც კბილი საჭიროებს გვირგვინოვანი ნაწილის სრულ ან ნაწილობრივ არდგენას.

მიუხედავათ იმისა, რომ არსებობს სხადასხვა სახი გვირგვინები, თუ პაციენტს უნდა რომ მიიღოს მაღალი ესთეტიკური შედეგი და თუ მისი ჩვენებაც არსებობს, მაშინ მთლიანი ფაიფურის გვირგვინი საუკეთესო გამოსავალია, რადგან იგი არის ნაკლებად ინვაზიური, შედეგად კბილის ტრავმირებაც ნაკლები ხდება, რაც კბილს უხანგრძლივებს სიცოცხლის უნარიანობას და გამძლეობას.

ფაიფური გამოირჩევა მაღალი ესთეტიკურობით, რადგან მას არ გააჩნია არც ლითონის და არც ცირკონის კარკასი.თუმცა იმის გამო, რომ არა აქვს კარკასი და შედგება მხოლოდ ფაიფურისაგან მისი გამოყენება დიდი დეფექტების დროს არ არის მიზანშეწონილი.


მთლიანი ფაიფურის გვირგვინები კეთდება, იმ შემთხვევაში, როდესაც:


- მოტეხილი ან გაბზარულია კბილი

- როდესაც არის მაღალი ესთეტიკური მოთხოვნა, განსაკუთრებით როდესაც დეფექტი საჭრელ კბილების მიდამოშია, ეგრეთწოდებულ ესთეტიკურ ზონაში.

- მნიშვნელოვნად დაზიანებულია გვრიგვინოვანი ნაწილი

- დიდი ზომის ბჟენებია.


მეტალო-კერამიკის გვირგვინები - სრულიად იმეორებს კბილის ანატომიას და ეცემა დაქლიბულ კბილზე.კონსტრუქციის საფუძველს წარმოადგენს ლითონის კარკასი, რომელიც ზემოდან იფარება ფაიფურით, ხელოვნური გვირგვინი ფიქსირდება კბილზე სპეციალური კომპოზიციური ან მინაიონომერული ცემენტით.თუკი კბილის ქსოვილი ძლიერ დაშლილია, ხდება მისი მთლიანობის აღდგენა ლითონის ჩანართით ან მინაბოჭკოვანი წკირებით.მეტალო-კერამიკა ასევე გამოიყენება ხიდისებრი კონსტრუქციების, ბიგელისებრი პროთეზების და იმპლანტებზე გვირგვინის დასამზადებლად.

მეტალო-კერამიკის დადებითი და უარყობითი მხარეები:

მეტალო-კერამიკის უპირატესობა პირველ რიგში არის მათი სიმყარე, ამიტომ ყველაზე ხშირად მათი ფიქსაცია ხდება საღეჭ კბილებზე.

უარყობით მხარეებს შესაძლოა მივაკუთნოთ მათი ესთეტიურობა.

საერთო ჯამში მეტალო-კერამიკის გვირგვინები კარგად იმეორებენ ბუნებრივ კბილების ანატომიას, მაგრამ ახალი მასალების გამოჩენის შემდეგ წინა მასალების აღსადგენად უპირატესობა ენიჭება მთლიანსხმული ფაიფურის გვირგვინებს.


მთლიანი შტამპირებული გვირგვინები - ძალიან იშვიათად გამოიყენება გვერდითი კბილების ანატომიური ფორმის აღდგენისთვისაც.გვირგვინების ამ სახეს თავისი ტექნოლოგიის გამო, ჩამოსხმულ გვირგვინებთან შედარებით აქვს მრავალი ნაკლი.ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კბილის ყელს ზუსტად არ ეკვრის გვირგვინები.გარდა ამისა ისინი ზრდიან კბილის ყელის დიამეტრს, არღვევენ კიდის პაროდონტის ელემენტების ტანაფარდობას.ლითონის შტამპირებულ გვირგვინებს აქვთ თხელი კედლები და არ შეიძლება მათი გამოყენება კბილის გვირგვინის მნიშვნელოვანი დარღვევის დროს.შტამპირებული გვირგვინების ნაკლის გათვალისწინებით, უპირატესობა ენიჭება მთლიან, ჩამოსხმულ ლითონის გვირგვინებს.


პლასტმასის გვირგვინები გამოიყენება წინა კბილებისა და პრემოლარების ფერის და ანატომიური ფორმის აღსადგენად.

პლასტმასის სიმყიფე და სხვა ფიზიკური თვისებები განაპირობებენ კბილის მაგარი ქსოვილების მნიშვნელოვანი ფენის გაქლიბვის აუცილებლობას.ამ მიზეზის გამო, ამ გვირგვინების გამოყენება შეიძლება შენარჩუნებული პულპის მქონე კბილების აღსადგენად მხოლოდ 35 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის.ახალგაზრდებში კბილის ფართო ღრუსა და თხელი კედლების გამო შეუძლებელია ამ გვირგვინებით ვიტალური კბილების პროთეზირება.

პლასტმასის გვირგვინით პროთეზირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:


1) მოდელის მიღება

2) გვირგვინის მოდელირება ცვილისგან

3) მოდელის კიუვეტში ჩათაბაშირება, რომელიც მოიცავს მოდელირებულ კბილს მეზობელ კბილთან ერთად

4) ცვილის შეცვლა პლასტმასით

5) გვირგვინის გაწყობა, გაპრიალება

6) გვირგვინის ფიქსაცია ტაკვზე ცემენტით


ტელესკოპისებური და ეკვატორული გვირგვინები:

სხვადასხვა კონსტრუქციის მოსახსნელი პროთეზების ფიქსაციისთვის გამოიყენება ტელესკოპური გვირგვინები, რომლებიც წარმოადგენენ ორმაგი გვირგვინების - გარეთასა და შიგნიტასა სისტემას.შიგნითა გვირგვინს აქვს ცილინდრული ფორმა და საყრდენ კბილზე დამაგრებულუა ცემენტით.მისი დამფარავი გარეთა გვირგვინი მოსახსნელი პროთეზის ლითონის კარკასის გაგრძელებაა და აქვს ანატომიური ფორმა.


ეკვატორული გვირგვინები ზოგჯერ გამოიყენება ხიდისებრი პროთეზების ფიქსაციისა და გენერალიზებულუ პაროდონტიტის დროს კბილების გამყარებისათვის.ისინი კბილებს ფარავენ ეკვატორამდე, კბილის ყველა ზედაპირიდან გვირგვინის სისქეზე.






0
844
1-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
844
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0