x
კარიესი
imageimage


კბილის კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ.თავდაპირველად იგი ხასიათდება კბილის მაგარი ქსოვილების კეროვანი დემინერალიზაციით, ხოლო მოგვიანებით- დეფექტის ან კარიესული ღრუს წარმოქმნით.


კარიესი ვითარდება კბილის მინანქარზე მჟავეების მოქმედების შედეგად, რომელსაც გამოყოფენ პირის ღრუში არსებული მიკროორგანოზმები ნახშირწყლების დაშლის შედეგად.


კბილის ქსოვილთა დაზიანების მიხედვით არჩევენ კარიესის შემდეგ სახეებს:


1.დაწყებითი კარიესი


2.ზედაპირული კარიესი

3.საშუალო კარიესი

4.ღრმა კარიესი


პათმორფოლოგიური ცვლილებების მიხედვით არჩევენ:


1.კარიესი ლაქის სტადიაში

2.მინანქარის კარიესი

3.საშუალო კარიესი

4.საშუალო გაღრმავებული კარიესი

5.ღრმა პერფორირებული კარიესი


განვითარების თანმიმდევრობის მიხედვით კარიესი შეიძლება იყოს:


-პირველადი

-მეორადი ან რეციდიული


დადგენელია, რომ კბილის ზედაპირზე მიმაგრებული მიკროორგანიზმების შედეგად მინანქარი განიცდის დემინერალიზაციას და იწვევს კარიესის განვითარებას.მიკროორკანიზმების გარეშე კარიესი არ ვითარდება.ადამიანის პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობითაა მიკროორგანიზმები, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან.კბილის გამოხეხვის მიუხედავად, მათმა რაოდენობამ 2-4 საათში შეიძლება მილიონს მოაღწიოს.

არსებობს კარიესის განვითარების ხელშემწყობი პირობები, ესენია:


-მემკვიდრეული წინასწარგანწყობა

-კვების ხასიათი-კერძოდ მიკროელემენტების, ცილების და ვიტამინების დეფიციტი

-შაქრიანი დიაბეტი

-დაბალი იმუნიტეტი

-კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები


კარიესის განვითარების მიზეზი ბავშვებში უფრო ბევრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.ბავშვებში კარიესის განვითარების ძირითადი მიზეზებია- მოხმარებული ნახშირწყლების ზეგავლენა, კარიესოგენური მიკრობებით დაინფიცირება, გენეტიკური ფაქტორი, მატყუარას არასწორი გამოყენება.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რიც გამოც ბავშვებში ვითარდება კარიესი ეს არის პირის ღრუს ჰიგიენური წესების დაუცველობა და ტკბილეულის ზეგავლენა.

საქაროზა, ფრუქტოზა და გლუკოზა - ეს არის მჟავეები, რომლებიც წარმოქმნებიან ნახშირწლების დუღილის შედეგად და იწვევენ მინანქარის დაშლას.

კიდე ერთი მიზეზი ბავშვებში კარიესის განვითარების ეს არის გენეტიკური განწყობა.კბილები იწყებენ ფორმიერბას ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, პირველ ტრიმესტრში, ამიტომაც ამ დროს გადატანილმა დაავადებებმა, ნიკოტინმა ან მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის კბილების არასწორი განვითარება, თანკბილვის დარღვევა, რამაც თავის მხრივ შეილება გამოიწვიოს კარიესის განვითარება.

2 წლის ასაკის ბავშვების კარიესი ანუ ადრეული კარიესი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ ფაქტორებთან:სარძევ კვილებს აქვთ დაბალი მინერალიზაცია და ამოიჭრებია მოუმწიფებელი, მათი მომწიფება ხდება პირის ღრუში და მომწიფების პერიოდში კბილები ადვილად ზიანდება კარიესით.2 წლის და უფრო პატარა ბავშვებში კარიესის განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტების ზემოქმედება, ნერწყვის შემადგენლობა და ასევე როგორც წყალში, ასევე საკვებ პროდუქტებში ფტორის შემცველობა.

ბავშვებში კარიესის განვითარების კიდევ ერთი მიზეზია მატყუარას არასწორი გამოყენება.ბავშვი, რომელიც იძინებს ბოთლით კარიესის განვითარების ძალიან დიდი რისკის ქვეშაა.ასეთ შემთხვევაში ტკბილი სითხით ხანგრძლივი კონტაქტი კბილთან იწვევს მათ დაზიანებას.აღნიშნულ დაავადებას ბოთლის კარიესი ეწოდება.


კბილის კარიესის აღმოცენების თანამედროვე თეორიებიდან გამომდინარე, მისი პროფილაქტიკა შეიძლება ორი მიმართულებით განხორციელდეს:


-პირის ღრუში კარიესული სიტუაციის აღმოხვრით

-კბილის ქსოვილის კარიესული რეზისტენტობის ამაღლებით.


კარიესოგენული სიტუაციების თავიდან აცილებაში დიდ როლს ასრულებს ორგანოზმის გაკაჟება, პირის ღრუს სათანადო ჰიგიენა, ყბა-კბილთა დეფექტის გასწორება.

ფისურებისა და ბრმა ორმოების ჰერმეტიზაცია სპეციალური დენადი პოლიმერებით კარიესის განვითარების ალბათობას 90%-ით ამცირებს.

კარიესის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს რაციონში შაქრის სიჭარბე წარმოადგენს.პროფილაქტიკის პერსპექტიული მიმართულებაა ნახშირწყლების შეზღუდვა რაციონში და შაქრის ჩანაცვლება არაკარიესოგენული პროდუქტებით.


კარიესის საპროფილაქტიკო ღონისძიებები ითვალისწინებს:


-პირის ღრუს რეგულარულ მოვლას

-შაქრის გამოყენების შემცირებას

-ფტორის შემცველი კბილის პასტების გამოყენებას

-კბილების სწორად ხეხვას

-წელიწადში ერთხელ მაინც სტომატოლოგთან ვიზიტს პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით

-0, 1-0, 2%-იანი ქლორჰექსიდინის ხსნარის ყოველდღიურად გამოვლებას და ქლორჰექსიდინის კბილის პასტების გამოყენებას.


კბილის კარიესის დიაგნოზი ისმევა ანამნეზის შეკრებით და კლინიკური გამოკვლევით.კლინიკური გამოკვლევებია:სარკით დათვალიერება, ზონდირება, თერმოდიაგნოსტიკა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება დამხმარე გამოკვლევა-რენდგენოლოგიური კვლევა.


კარიესის მკურნალობა დამოკიდებულია ქსოვილის დაზიანების სიღრმეზე.


დაწყებითი კარიესის მკურნალობის ხასიათი და მოცულობა განისაზღვრება დაზიანებათა ინტენსივობით, კლინიკური მიმდინარეობით, პაციენტის ასაკით, პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობით და სხვა.როგორც დროებით, ისე მუდმივ კბილების დაწყებითი კარიესის მკურნალობა მდგომარეობს ადგილობრივი პათოგენეტიკური თერაპიის ჩატარებსი, რომელიც მიმაღტული უნდა იყოს კბილის მაგარ ქსოვილთა რეზისტენციის ასაწევად, რაც ხორციელდება მარემინერალიზებელი პრეპარატები მიღებით.რემთერაპიიც კურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დემინერეალიზაციის მიმდინარეობაზე.


ზედაპირული, საშუალო და ღრმა კარიესის მკურნალობა ხორციელდება დაზიანებული ქსოვილის მოშორებით, კარიესული ღრუს დაბჟენით, რაც უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:


1.ადგილობრივი ანესთზია

2.კარიესული ღრუს დამუშავება ბორით, ნეკრექტომია, ღრუს ფორმიერბა ბჟენის კარგი ფიქსაციის მიზნით

3.კარიესული ღრუს მედიკამენტური და ანტისეპტიკური დამუშავება

4.ღრმა კარიესული ღრუს არსებობის შემტხვევაში მის ფსკერზე სამკურნალო ან მინაიონომერული ცემენტის სარჩულის მოთავსება

5.კარიესული ღრუს დაბჟენა

6.ბჟენის საბოლოო დამუშავება და გაპრიალება



0
266
1-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0