x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
„გულიდან აფრენილი თოლიები“
გელა წულაძე „ყირამალას“ ავტორი:

„… ეს ადამიანი ბათუმელი, ქართველია. იმოგზაურა და ბათუმში დამკვიდრდა, კეთილია. ტურისტს ელოდება, როცა ტურისტი შემოვა და პირველ კონტროლს გაივლის ის დახვდება, ამის შემდეგ წაყვება იქ, სადაც წავა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებს, რომელიც პრინციპში ჩვენს ბავშვებზე და მომავალ თაობებზეა დამოკიდებული. მივიჩნევ, რომ ამ გამოწვევში არის სიმბოლოები, რომლებიც ამ ადამიანს დააქვს. ეს არის ოჯახის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული და სამი მთავარი სიმბოლო – თავისუფლების, სიყვარულის და მშვიდობის სიმბოლო, ეს სიმბოლოები ჩვენმა მომავალმა თაობებმა უნდა ატარონ და მგონია, რომ ბათუმს თუ ეს ლოგო ექნება, დაეხმარება მომავალში.“

ირაკლი თოფურია

ირაკლი თოფურია, გამარჯვებული ლოგოს ავტორი:


„ზღვისფერი გული არის ზღვის ტალღების თემა, ზოლები დროშასთან და ასვე ზღვასთანაა დაკავშირებული – ქოლგა, საცურაო კოსტუმი და სხვა. ზღვა, თოლიები და ჰაეროვნება, სიყვარული – ამ ყველაფერს ეს ლოგო აერთიანებს, გარდა ამისა ლოგო ისეა გაკეთებული, რომ მცირე ზომებშიც აღქმადი იყოს.“

წარდგენის შემდეგ ბათუმის მერის მრჩეველმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, რომ ორივე ნამუშევარი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ბათუმს ბაზარზე ღირსეულად წარსადგენად ლოგოს სახით სჭირდება:

„ტექნიკურად ძალიან კარგად არი შესრულებული, თუმცა გულიდან აფრენილი თოლიები ვფიქრობ ისეთი მყვირალა ვერ იქნება, როგორიც შეიძლება იყოს ყირამალა, რადგან ის არ არის კლასიკური ლოგო.“

საბოლოოდ კომისიამ ბათუმის ლოგოდ „გულიდან აფრენილი თოლიები“ აირჩია.

image

0
34
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0