x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
განათლების განვითარებისთვის, ნინო რუხაძეს პერსონას ტიტული გადაეცემა

image


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, ნინო რუხაძეს მხატვრული რომანი “Ai Seven Year ith”- აქვს დაწერილი. მოგეხსენებათ, რომ ეს ქალბატონი წლებია ახალგაზრდა სტუდენტებს, უზიარებს წლების განმრავლობაში დაგროვილ გამოცდილებას. იგი პერსონას ტიტულს განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს.

image

საქართელოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს და მწერალს ნინო რუხაძეს “პერსონა 2020“ - ის ტიტულზე განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ნინო რუხაძე: “დავიბადე და გავიზარდე ქალაქ თბილისში( 10.09.1973). 57-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე უცხო ენების უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ ამავე უნივერსიტეტში გავაგრძელე საქმიანობა პედაგოგის სტატუსით.
ჩემი მონოქრომული ცხოვრება ერთ დღეს შეიცვალა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას ერთ-ერთი წვეულებიდან პირდაპირ გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი და რამოდენიმე სასინჯი კადრის შემდეგ “ ნინა რიჩის” ფოტო-მოდელი გავხდი. სამწუხაროდ, ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ე.წ “ ბნელი 90-იანების” სუსხი ტრიალებდა და ჩემი თანამშრომლობა “ ნინა რიჩთან” პროფესიულ წრეებს თუ არ ჩავთვლით, პიარულად შეუმჩნეველი დარჩა.
1999 წლიდან საქართველოში ვიმყოფები და მიუხედავად მოდის სფეროში წარმატებისა, ჩემს პირვანდელ საქმიანობას დავუბრუნდი. ეს იყო სწორედ ის, რაც მე მსურდა, რადგან მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ ვარ ეგზისტენციალური პედაგოგი. ლექტორობა ჩემთვის მისიონერულ საქმიანობასთან ასოცირდება-აუდიტორიაში შევდივარ ულმობელი ჯვაროსანი და ენის სიწმინდეებს სიმარტივისგან და სლენგებისგან გრაალის მცველივით ვიცავ.“
ნინო რუხაძე გახლავთ ილიას უნივერსიტეტის ანგლისტიკის მიმართულების ლექტორი. ამასთან, რამოდენიმე წლის წინ გამოცა მხატვრული რომანი-“ ინგლისურ ენაზე “Ai Seven Year ith” და ასევე დაასრულა მეორე ნაწარმოები, რომელიც მალე გამოიცემა.
მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმებში და დისკუსიებში, მიღებული აქვს პროფესიული განვითარების სერთიფიკატები.
0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა მათეშვილი
მანანა მათეშვილი
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0