x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რუსული მრავალფუნქციური Су-34-ის მიერ რკინაბეტონის საწინააღმდეგო ბომბის "БетАБ-500 ШП"-ის გამოყენების კადრები.

image ტვიტერში აიტვირთა ვიდეო, სადაც მრავალფუნქციური Су-34-ი მონაწილეობდა სასწავლო წვრთვნებში, სადაც გამოიცადა რკინაბეტონის კონსტრუქციის სამხედრო დანიშნულების ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბი "БетАБ-500 ШП".
კადრებში კარგად ჩანს, პირველ წამებში თუ როგორ ვარდება თავისუფლად ბომბი, შემდეგ კი იხსნება პარაშუტი და ბომბზე რაკეტის მსგავსად აქტიურდება რეაქტიული ამაჩქარებელი, რის შემდეგაც ის მიდის მიზნისაკენ.
საქმე იმაშია, რომ რკინაბეტონის კონსტრუქციის ბუნკერების თუ სხვა ობიექტების საწინააღმდეგოდ შექმნილი "БетАБ-500 ШП" წარმოადგენს ბეტონგამტანი, თავისუფალი ვარდნის "БетАБ-500"-ის მოდერნიზებულ ვერსიას. ის აღჭურვილია 2, 2 კგ მყარი საწვავით და სამუხრუჭე პარაშუტით. ეს მონაცემები მას საშუალებას აძლევს გამოყენებულ იქნას დაბალ სიმაღლეებზე (170 მეტრ სიმაღლემდე) და წარმატებით გაანადგუროს მიზანი.
ბომბის ტექნიკურ მახასიათებელი რეალობას თუ შეესაბამება, მას შეუძლია 550 მილიმეტრიანი რკინაბეტონის გადახურვის მქონე ობიექტი.


0
1273
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1273