x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
წიგნის ვირტუალური ფესტივალი, კიდევ ერთი დღით, 1-ელ ივნისს გრძელდება
image


"თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი", რომელიც წელს ვირტუალურად იმართება, კიდევ ერთი დღით გრძელდება. მკითხველს, სხვდასხავა ჟანრის ლიტერატურის ფასდაკლებით შეძენა 1-ელ ივნისსაც შეეძლება.


ვირტუალურ ფესტივალში 20-ზე მეტი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, თუ წიგ­ნის მა­ღა­ზია იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა მათ­განს სა­კუ­თა­რი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცე აქვს, მათ შო­რის გა­მომ­ცე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-საც, რო­მელ­იც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყო­ველ წელს სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბი­თა და ფას­დაკ­ლე­ბე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.


ფესტივალი 30 მაისს დაიწყო და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, მთელი დღის განმავლობაში, ეწვიოს ვირტუალურ პავილიონებს ვებგვერდებზე: www.biblusi.ge და www.readersland.ge და შეიძინოს სხვდასხვა ჟანრის ლიტერატურა ფასდაკლებით.



image


გა­მომ­ცე­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L”- ის სა­ფეს­ტი­ვა­ლო კა­ტა­ლო­გე­ბის სა­ნა­ხა­ვად, ეწ­ვი­ეთ ბმუ­ლებს, რათა შე­არ­ჩი­ოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, ამის შემ­დეგ კი სა­ი­ტე­ბი­დან გა­მო­ი­წე­როთ:


გა­მომ­ცე­ლო­ბა პა­ლიტ­რა L -ის კა­ტა­ლო­გი ბიბ­ლუ­სის­თვის


გა­მომ­ცე­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის კა­ტა­ლო­გი რი­დერსლენ­დის­თვის


სა­ი­ტე­ბი­დან გა­მო­წე­რის შემ­თხვე­ვა­ში, ისარ­გებ­ლებთ სა­კუ­რი­ე­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის შემ­დე­გი ტა­რი­ფე­ბით:


სა­ი­ტი­დან www.readersland.ge:


თბი­ლი­სი

  • 50 ლა­რამ­დე -5 ლარი
  • 50 ლარს ზე­მოთ უფა­სო


რე­გი­­ნე­ბი

  • 100 ლა­რამ­დე - 7 ლარი
  • 100 ლა­რის ზე­მოთ - უფა­სო


სა­ი­ტი­დან www.biblusi.ge:



თბი­ლი­სი

  • 50 ლა­რამ­დე­ნი -3 ლარი
  • 50 ლა­რი­დან -უფა­სო


რე­გი­­ნი

  • 50 ლა­რამ­დე - 5 ლარი
  • 50 ლა­რი­დან - უფა­სო


თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 1997 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა და მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მელ­თა მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და ჩარ­თუ­ლო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს. წელს 22-ე ფესტივალი კი განსხვავებული ფორმატით, ონლაინსივრცეში იმართება.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0