x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ხარ თუ არა თავის'უფალი?

თავისუფლება, ეს ხომ რაღაც ზღაპრული სიტყვაა.ყველასთვის შესაძლოა სხვადასხვა რამესთან ასოცირდებოდეს მაგრამ საერთო ნიშანი ხელების გაშლა და ცაში ფრენაა.თავისუფლება ყოველივე ჩვენთაგანს გააჩნია, მთავარია ის შეიგრძნო და შენში ფართოდ გაადგას ფესვები, რაც უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს მით უკეთესი უფრო გაგიმარტივდება ყოველივე, შენი ცხოვრება შეიცვლება და ბევრ რამეს სხვა თვალით დაინახავ. მეტიც სამყაროს გააფერადებ შენივე თავისუფლებით, რადგან როცა თავისუფალი ხარ ამავდროულად ხარ ბედნიერიც. სხვანაირად გახარებული და აღტაცებული და ის მომენტი რა ტკბილი და საამოა როდესაც იღიმი ან რაღაც გაბედნიერებს, გიხარია.თავს მსუბუქად გრძნობ და ამ სამყაროში უცოდველი, ყველაზე კეთილი, მსუბუქ და ნაზ ფრინველად მოგაქვს თავი იმ მფრინველად რომელსაც მხოლოდ კეთილდღეობა სწყურია და უკეთესი მომავალი, უკეთესი ცხოვრება, ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება ხოლო საკუთარი თავისითვის თავისუფლება.ადამიანი თუ საკუთარი თავის უფალია მაშინ მას მეტი შესაძლებლობები, შანსები აქვს, რომ ცხოვრებას კარგად გაუგოს, ფეხი აუწყოს და ფერხულში ჩაებას.ეს, ხომ ყველაზე უბრალო რამაა, სწორედაც, რომ პატარა, უმნიშვნელო დეტალებით არის გარშემორტყმული გარემო.ერთს გირჩევ, რომ საკუთარ თავს უთხრა, მე, ჩემი თავის იმედი მაქვს და სხვა არავისი, მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი და მჯერავს ჩემი შესაძლებლობების, ყველა გადაწყვეტილება სწორია, ყველა ქმედება ზუსტი.სწორად ვცხოვრობ და ვმოქმედებ აქედან გამომდინარე კი მაქვს იმედი ამ ცხოვრების და საერთო ჯამში გამოდის, რომ მე თავისუფალი ადამიანი ვარ, არავინ და არაფერი მზღუდავს.ვიქცევი ისე როგორც სწორად მიმაჩნია, ჩემთვის მთავარი ღირებულება სიკეთე და სიყვარულია, შემდეგ სამართალი და სიმართლე ამის შემდეგ კი უბრალოება რადგან უბრალოებისგან წარმოიქმნება ზეციური სილამაზე.ზეციური სილამაზე კი რაღაც ზე აღტაცებაა, საიდანღაც მოვლენილი და შექმნილი..სწორედ ეს, არის თავისუფლება...შეისუნთქე ის ღრმად და შეიგრძენი ის სიამოვნება თუ image
ნეტარება რაც მასში დევს და არსებობს.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0