x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
"ვაგ­რო­ვებ­დი ლა­მაზ-ლა­მაზ ქვებს და ჯერ კა­ლა­თე­ბი ავა­წყვე, მერე წყა­როც ავა­შე­ნე ეზო­ში" - თვითნასწავლი მებაღის ულამაზესი ეზო გურჯაანში
image


გურ­ჯა­ა­ნი, ჭავ­ჭა­ვა­ძის 35 - ამ მი­სა­მარ­თზე იზა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მან 10 წე­ლი­წა­დია, კარ-მი­და­მო ბაღ­ნა­რად აქ­ცია, თვა­ლი უკე­თესს ვე­რა­ფერს ნა­ხავს. გა­სა­ო­ცა­რი ეზო აქვს. უყუ­რებ და გიკ­ვირს, მარ­ტო ქალ­მა ამ­დე­ნი რო­გორ შეძ­ლო!


იზა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი მთელ დროს ეზო­ში ატა­რებს, თავს დას­ტრი­ა­ლებს მცე­ნა­რე­ებს, რომ­ლე­ბიც მისი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის წყა­ლო­ბით ხა­რო­ბენ და პატ­რონ­საც ახა­რე­ბენ. ჩვენს რეს­პონ­დენტს შრო­მა და­უ­ფა­სეს და 2019 წელს კონ­კურ­სში "სუფ­თა რე­გი­ო­ნი" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ლა­მა­ზი ეზო" გა­ი­მარ­ჯვა და სი­გე­ლი­თაც და­ა­ჯილ­დო­ეს.


როცა ბა­ღის გა­შე­ნე­ბას იწყებ­და, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან რთუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­და. ეში­ნო­და, რომ ვერ შეძ­ლებ­და, თუმ­ცა ყვა­ვი­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­მა თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა.



- პრო­ფე­სი­ით ბუ­ღალ­ტე­რი ვარ, მაგ­რამ არ ვმუ­შა­ობ. 10 წე­ლია ეზოს გა­ლა­მა­ზე­ბას ვცდი­ლობ, დიდი შრო­მა გავ­წიე. გარ და ამი­სა, ბა­ღის გა­შე­ნე­ბას სახ­სრე­ბიც სჭირ­დე­ბა, რა­შიც ჩემი შვი­ლი მეხ­მა­რე­ბა, უცხო­ეთ­შია და იქი­დან მა­ფი­ნან­სებს. ყვა­ვი­ლებს ვყი­დუ­ლობ და ვამ­რავ­ლებ. ვაგ­რო­ვებ ქვებს, რომ­ლე­ბიც სა­შენ მა­სა­ლად გა­მო­ვი­ყე­ნე და ყვა­ვი­ლე­ბის ჩა­სარ­გა­ვად კა­ლა­თე­ბიც შევ­ქმე­ნი. ლა­მაზ ბაღ­ზე ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი და ეს ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე. აქ ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია. ბა­ღის გა­შე­ნე­ბა მარ­ტი­ვი არ არის. ზოგს შე­იძ­ლე­ბა ასეც ჰგო­ნია, თუმ­ცა სის­ტე­მა­ტუ­რად სჭირ­დე­ბა ხე­ლის შევ­ლე­ბა. ვა­სუფ­თა­ვებ, მი­წას ვუფხვი­ე­რებ, გამ­ხმარ ფოთ­ლებს ვაც­ლი, ვსხლავ, ვკრეჭ, ვრწყავ - ეს არ მღლის, პი­რი­ქით, მსი­ა­მოვ­ნებს.


image


- ისეთ ბაღ­ზე ოც­ნე­ბობ­დით, რო­გო­რიც ახლა გაქვთ?


- დიახ. ამის­თვის ბევ­რი რა­მის სწავ­ლა დამ­ჭირ­და, გა­მოც­დი­ლე­ბა შრო­მა­ში მო­ვი­და. ახლა რო­მელ ყვა­ვილს რა პი­რო­ბე­ბი უნდა შე­ვუქ­მნა, რო­მელს ჩრდი­ლი უხ­დე­ბა, რო­მელს მზე, არ მეშ­ლე­ბა.


- თქვენს ბაღს არ ეტყო­ბა, რომ თვით­ნას­წავ­ლი მე­ბა­ღის გა­შე­ნე­ბუ­ლია. აქ თით­ქოს ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნერ­მა იმუ­შა­ვა.


- თურ­მე მაქვს ამის უნა­რი, ალ­ბათ, ნი­ჭიც. კლა­სი­კუ­რი ბა­ღის გა­შე­ნე­ბის სურ­ვი­ლიც იმ­დე­ნად დიდი მქონ­და, რომ მარ­თლაც გა­მო­მი­ვი­და. მნახ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს ხე­ლოვ­ნე­ბა­აო. დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­თა შო­რის უმე­ტე­სად ისი­ნი არი­ან, ვი­საც მცე­ნა­რე­ე­ბი უყ­ვართ, მათი მოვ­ლა სი­ა­მოვ­ნებთ. რჩე­ვებ­საც მე­კი­თხე­ბი­ან, მეც ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას ვუ­ზი­ა­რებ.


image


ერთი თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და - სა­დაც მი­ვი­დო­დი, ეზო­ებ­ში ყვა­ვი­ლებს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, სად რო­გორ იყო დარ­გუ­ლი და ეს ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. თუ მცე­ნა­რეს არ მოს­წონს მზე, ვხვდე­ბი, რომ ად­გი­ლის შე­ნაც­ვლე­ბა უნდა და ჩრდილ­ში გა­და­მაქვს. ვის­გა­ნაც მცე­ნა­რეს ვყი­დუ­ლობ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­კი­თხავ მოვ­ლის წე­სებს.


- ეზო­ში ყვა­ვი­ლე­ბი­სა და მშვე­ნი­ე­რი ქვის კა­ლა­თე­ბის გარ­და, არა­ერ­თი ლა­მა­ზი კომ­პო­ზი­ცია გაქვთ.


- ესეც თვით­ნას­წავ­ლო­ბის შე­დე­გია, ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი ხე­ლით მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ვაგ­რო­ვებ­დი ლა­მაზ-ლა­მაზ ქვებს და ჯერ კა­ლა­თე­ბი ავა­წყვე, მერე წყა­როც ავა­შე­ნე ეზო­ში... თუკი რა­მის შე­ძე­ნა ბა­ღის­თვის მინ­და, სხვა რა­მე­ზე ფულს ვზო­გავ და ვყი­დუ­ლობ.


image


ჩემს ბაღ­ში ბევ­რი მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე ხა­რობს. ნაძ­ვებს წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც ვკრეჭ, ლა­მაზ ფორ­მას ვაძ­ლევ. აქ ნაძ­ვის 40-მდე სა­ხე­ო­ბაა. არის უკვე დიდი ნაძ­ვე­ბიც, პა­ტა­რე­ბიც, მათ ვა­ჩი­თი­ლებ და ვამ­რავ­ლებ. სა­ერ­თოდ, მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რე­ებს ვარ­ჩევ. ყვა­ვი­ლიც ბევ­რი მაქვს, მაგ­რამ ისი­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. ის რად ღირს, რომ ზამ­თარ­შიც მწვა­ნედ ხას­ხა­სე­ბენ. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, შენს ბაღს ზამ­თა­რი არ ეტყო­ბაო.


200 ძირი სხვა­დას­ხვა ფერი ვარ­დი მაქვს. გან­სა­კუთ­რე­ბით ჭრე­ლი ვარ­დე­ბი მიყ­ვარს. შე­მოდ­გო­მა­ზე და­კალ­მე­ბუ­ლი 40-50 ძირი ვარ­დი გა­ვა­ხა­რე... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები


image


image

0
452
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0