x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფრანგი პოეტის პოლ ელუარის პოეზია
image


ფრანგი პოეტი ეჟენ ემილ პოლ გრენდელი, ფსევდონიმი პოლ ელუარი. დაიბადა სან-დენში, საფრანგეთი. გარდაიცვალა გულის შეტევით 1952 წელს. დაკრძალულია პარიზის პერ ლაშეზის სასაფლაოზე.


გთავაზობთ რამოდენიმე ლექსს მწერლის შემოქმედებიდან;


ყოფნა


შუბლს დროშასავით დროში დაკარგული

თან დავატარებ

მარტოობაში.


სამარისებურ სიჩუმეში

ცივ ოთახებში

მე შველა მინდა.


მინდა მახსოვდეს შენი ხელები

გადახლართული სინათლის მიღმა.

ვინც დაიბადა ჯერ სარკეში და წავიდა

ჩემგან.


სხვა ყველაფერი სრულყოფილია.

ზოგი კი მეტად უსახური და უსარგებლო,

ვიდრე სიცოცხლე.


მან გათხარა შენს ჩრდილის ქვეშ

ნოყიერი მიწა.

ამოუშვა წყლის მძლავრი შხეფი შენს

მკერდთან.

სადაც მე უნდა დავიკარგო პატარა

კენჭივით.



ჩვენ ორნი


თუ შენი ხელი მიჭირავს ხელში

ყველგან სახლში მგონია თავი.

ნაზი ხის ჩრდილში თუ ღია ცის ქვეშ

ყველა ჭერქვეშ და ცეცხლის პირასაც


სულ უკაცრიელ ქუჩაში და თაკარა მზეზე

ბრბოს მიუწვდომელ მღვრიე თვალებში

ბრძენთა გვერდით და გიჟთა გვერდითაც

სახლში ვართ სახლში ბავშვებთან და მოხუცებთანაც


და სიყვარულის საიდუმლო მხოლოდ ეს არის.

ჩვენ ვართ საბუთი უტყუარი

რომ შეყვარებულთ ყველგან სახლში ჰგონიათ თავი.



კომენდატის საათი


მერე რაა რომ იცავდნენ კარებს

მერე რაა რომ ჩაკეტილნი ვიყავით თურმე

მერე რა რომ დაპყრობილი იყო ქალაქი

მერე რა რომ იარაღი აგვყარეს ყველას


მერე რა რომ იყო შიმშილი

მერე რა რომ ჩამოწვა ღამე

მერე რა რომ ჩვენ იმ ღამეს

გვიყვარდა ერთმანეთი

(თარგმანი ლანა ღოღობერიძისა)





















0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია შავაძე
ხატია შავაძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0